მართლმადიდებლურ ლიტურგიაში მღვდელმთავრის შემოსვა ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და სიმბოლური მოქმედებაა, სადაც თითოეული დეტალი სულიერ მნიშვნელობას ატარებს.
პატრიარქის სამოსი წარმოადგენს ზეციური დიდების მიწიერ ანარეკლს და არა პირად სიმდიდრეს.
200-წლიანი პაუზის შემდეგ, ილია II-ის თაოსნობით აღდგა ოქრომკედით ქარგვის ტრადიცია. ამ ტექნიკით შეიქმნა უნიკალური შესამოსელი – მარგალიტებით, ძვირფასი ქვებითა და ოქროს ძაფით, სრულად ხელით დამზადებული, რომლის შექმნას თითქმის 3 წელი დასჭირდა. პატრიარქმა იგი მხოლოდ ერთხელ, 80 წლის იუბილეზე მოირგო.
პატრიარქის შესამოსლის ფერები ეკლესიის კალენდარულ მნიშვნელობას გამოხატავს, ხოლო შემოსვის პროცესი სიმბოლურად აღნიშნავს ამქვეყნიურისგან განძარცვას და ზეციური მადლით შემოსვას. თითოეულ ატრიბუტს განსაკუთრებული დატვირთვა აქვს: კვერთხი მწყემსობის ნიშანია, მიტრა კი ეკლის გვირგვინს განასახიერებს.
ისტორიული შესამოსლები საპატრიარქოში ინახება, ხოლო ნაწილი თაობიდან თაობას გადაეცემა, როგორც უწყვეტი სულიერი მემკვიდრეობა.
ნახეთ „კურიერი p.s“-ში მომზადებული სიუჟეტი ამ თემაზე:

