პარასკევი, მაისი 8, 2026
- Advertisement -
Google search engine

ამისათვის ვაშლის ძმარი დაგჭირდებათ – როგორ გავაკეთოთ ვაშლის ძმრის ხაფანგი?

0
ამისათვის ვაშლის ძმარი დაგჭირდებათ - როგორ გავაკეთოთ ვაშლის ძმრის ხაფანგი?
#image_title

ზაფხული წელიწადის მშვენიერი დროა, თუმცა მას ასევე შეუძლია არასასურველი სტუმრების მოყვანა, მაგალითად, ხილის ბუზების. ეს პატარა მავნებლები შეიძლება სახლში გამოჩნდნენ, როდესაც ახალი საკვები ხელმისაწვდომია. თუმცა, Real Simple-მა დაასახელა გამოსავალი, რომელიც ასეთ ბუზებთან გამკლავებაში დაგეხმარებათ.

ამისათვის, ექსპერტების თქმით, ვაშლის ძმარი დაგჭირდებათ.

„ხილის ბუზებს იზიდავს დუღილის პროცესში მყოფი ვაშლის ძმრის სუნი, რადგან ის დამპალი ხილის (მათი გამრავლების საუკეთესო ნიადაგის) სუნს წააგავს. ძმარი იზიდავს მათ, ხაფანგი კი შიგნით აკავებს“, – განმარტა ექსპერტმა.

როგორ გავაკეთოთ ვაშლის ძმრის ხაფანგი?

ამისათვის თქვენ უნდა შეურიოთ ნახევარი ჭიქა ვაშლის ძმარი და რამდენიმე წვეთი ჭურჭლის სარეცხი საშუალება. შემდეგ ეს ნარევი დააფარეთ პოლიეთილენის შესაფუთ ცელოფანს და გააკეთეთ პატარა ნახვრეტები.

შემდეგ ხაფანგები მოათავსეთ ხილის ბუზების თავშეყრის ადგილებში, მაგალითად, ხილის თასებში, ნაგვის ურნებსა და ნიჟარებში.

როგორ ავიცილოთ თავიდან მწერების გამოჩენა მომავალში?

სახლში ხილის ბუზების გამოჩენის თავიდან ასაცილებლად საუკეთესო გზა მათი საკვების წყაროს, ხილისა და საკვების ნარჩენების, აღმოფხვრაა.

„არ დატოვოთ სახლში ამ ტიპის ნარჩენებით სავსე ნაგვის ურნა 24 საათზე მეტხანს და ორგანული ნარჩენების გადაყრის შემდეგ აუცილებლად გარეცხეთ ჭურჭლის სარეცხი საშუალებით და ცხელი წყლით“, – გვირჩევს მაკკენდალი.

რა უნდა გავაკეთოთ, თუ ხაფანგები არ დაგვეხმარება?

თუ თქვენი ხელნაკეთი ხაფანგები ერთ კვირაში ხილის ბუზების მოშორებაში არ დაგეხმარებათ, მაშინ ექსპერტები სპეციალისტთან დაკავშირებას გვირჩევენ.

„თუ ხაფანგებს ერთ კვირაზე მეტია იყენებთ და ჯერ კიდევ ბევრი ხილის ბუზია, სავარაუდოდ, პრობლემა უფრო დიდია (მაგალითად, კანალიზაციაში დამალული ბუდე ან ნაგვის ურნაში ნარჩენების დაგროვება). ამ შემთხვევაში, დროა დაიქირაოთ დასუფთავების სერვისი ან მავნებლების კონტროლის სპეციალისტი“, – თქვა შრადერმა.

გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!
მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.

რჩევები და რეკომენდაციები – როგორ უნდა შევამოწმოთ თაფლი, რძე, კარაქი და სხვა პროდუქტები ნატურალურია თუ ხელოვნური დანამატებითაა გაყალბებული

0
რჩევები და რეკომენდაციები - როგორ უნდა შევამოწმოთ თაფლი, რძე, კარაქი და სხვა პროდუქტები ნატურალურია თუ ხელოვნური დანამატებითაა გაყალბებული
#image_title

ფალსიფიცირებული საკვები ჯანმრთელობისათვის სერიოზულ საფრთხეს წარმოადგენს. დღეს, როდესაც ბაზარზე უამრავი სახის პროდუქტი იყიდება, საკვების ფალსიფიკაცია ერთ-ერთი ყველაზე დიდი პრობლემაა.

ზოგიერთი მწარმოებელი არაბუნებრივ, ქიმიურ დანამატებს ხშირად იყენებს, რომლებსაც ჩვენი ჯანმრთელობის დაზიანება შეუძლია. როგორ უნდა ამოვიცნოთ საშიში დანამატები საკვებში – თემის შესახებ გადაცემაში “შუადღე” მაყურებელს საინტერესო რჩევები და რეკომენდაციები გაუზიარეს:

რძე – იმის გარკვევა, თუ რამდენადაა რძე ნატურალური, ფინჯნის დახმარებით შეგვიძლია. რძე სწორზედაპირიან ჭურჭელზე, მაგალითად, ფინჯანზე უნდა დავაწვეთოთ. როდესაც კიდეზე დავაწვეთებთ, ნაკვალევი უნდა დატოვოს. ეს ნიშნავს, რომ რძე ნატურალურია და არ არის ფალსიფიცირებული. თუ რძე დაუყოვნებლივ ჩამოიღვრება და კვალს არ ტოვებს, ეს ნიშნავს, რომ ფხვნილითაა გაკეთებული.

კარაქი იმისათვის, რომ გავარჩიოთ, კარაქი ნატურალურია თუ არაბუნებრივი მარგარინით დამზადებული, დაგვჭირდება დანა და ხელის გული. კარაქის პატარა ნაჭერი ხელის გულზე უნდა დავიდოთ. ნატურალური კარაქი მარტივად უნდა დადნეს. თუ კარაქი ნატურალური არ არის, მას ხელზე დნობა გაუჭირდება.

წითელი წიწაკა – შეგვიძლია, ცოტა წყალი ცარიელ ჭურჭელში ჩავასხათ. ჩავყაროთ წითელი წიწაკა და დავაკვირდეთ. თუ ზოლები გაიკეთა და წყალს მარტივად შეერია, ეს ნიშნავს, რომ ფალსიფიცირებულია. თუ ზოლები არ გაიკეთა და წყალსაც მარტივად არ შეერია, ეს ნიშნავს, რომ წიწაკა სინთეტიკური საღებავების გარეშეა დამზადებული.

მწვანე ბოსტნეული – ძალიან ხშირად მწვანე ფერის ბოსტნეულს მალაქიტის მწვანეთი ღებავენ. ეს არის ერთ-ერთი ქიმიური ნაერთი, რომელიც ჩვენი ჯანმრთელობისთვის საკმაოდ საშიშია. იმისათვის, რომ გავარკვიოთ, მწვანე ბოსტნეული ხომ არ არის შეღებილი, დაგვჭირდება ზეთი და ბამბის დისკი. ბამბის დისკი ზეთში დავასველოთ და წავუსვათ მწვანე ბოსტნეულს, მაგალითად, კიტრს. თუ ბამბაზე მწვანე ფერი არ გადავიდა, ეს ნიშნავს, რომ პროდუქტი შეღებილი არ არის.

ზაფრანა, იგივე ყვითელი ყვავილი – დაახლოებით, წიწაკის შემოწმების მსგავსი ხერხი გამოგვადგება. დაგვჭირდება წყალი. ჩავყაროთ ზაფრანა. წყალმა ფერი არ უნდა შეიცვალოს და არც მარტივად შეერიოს. თუ შეერევა და წყალსაც ფერი შეეცვლება, ეს ნიშნავს, რომ პროდუქტი შეღებილია.

დარიჩინი – არსებობს კასიის ქერქი, რომელიც დარიჩინს ძალიან ჰგავს. ეს საკმაოდ საშიში ნაერთია და შეიძლება, როგორც თირკმელები, ასევე ნაღველი დაგვიზიანოს. როგორ გავარჩიოთ, დარიჩინის ჩხირს ვყიდულობთ თუ კასიის ქერქს? შეგვიძლია, სურნელით ვიხელმძღვანელოთ. დარიჩინს უფრო ნაკლებად მძაფრი სუნი აქვს. ეს სუნი შემაწუხებელი არ არის. კასიის ქერქს უფრო მძაფრი, არასასიამოვნო სუნი აქვს. კასიის ქერქი უფრო სქელია და ვიზუალურადაც მეტად უხეში.

 

 

გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!
მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.

გომბორის გზის რეაბილიტაცია შემოდგომაზე დასრულდება

0
გომბორის გზის რეაბილიტაცია შემოდგომაზე დასრულდება
#image_title

 საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, კახეთში ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზის 33.6 კმ-იანი მონაკვეთის სარეაბილიტაციო სამუშაოები შემოდგომაზე დასრულდება.

კახეთში ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზის 33.6 კმ-იანი მონაკვეთის სარეაბილიტაციო სამუშაოები – პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტიდან 66 700 000 ლარით ფინანსდება.

უწყების ინფორმაციით, დასრულებულია ხელოვნური ნაგებობების ძირითადი ნაწილის და 26 კმ-ზე საგზაო სამოსის მოწყობის სამუშაოები. გრძელდება ასფალტის დაგება და დასრულების ეტაპზეა 35 მეწყრული უბნების პრევენციის სამუშაოები, საიდანაც დარჩენილია მხოლოდ 3 მეწყრული მონაკვეთი.

“პროექტის შესაბამისად, გათვალისწინებულია გზის სავალი ნაწილის სრული რეაბილიტაცია, ასფალტ-ბეტონის საფარის დაგება, 6 ხიდის რეაბილიტაცია, ახალი წყალგამტარი მილებისა და რკინაბეტონის ქვედა და ზედა საყრდენი კედლის მოწყობა. ასევე, გატარდება მეწყერსაწინააღმდეგო ღონისძიებები, შეკეთდება ტროტუარი, მოეწყობა მოსახლეობის ეზოებში შესასვლელები, ავტობუსის გასაჩერებელი მოედანი და ავტო პავილიონი, ჩატარდება საგზაო ნიშნების მოწყობისა და გზის ჰორიზონტალური მონიშვნის სამუშაოები,”- ნათქვამია საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

„საშუალო და მაღალი ხარისხის თხილის ღირებულება, გასულ წელზე 30-40%-ით მაღალია„ – მინისტრი

0
„საშუალო და მაღალი ხარისხის თხილის ღირებულება, გასულ წელზე 30-40%-ით მაღალია„ - მინისტრი
#image_title

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ შამუგია გურიასა და სამეგრელოში იმყოფებოდა. უწყების ცნობით, მინისტრი თხილის მწარმოებლებს შეხვდა და მოსავლის აღების, დაბინავების და რეალიზაციის მიმდინარე საკითხებს ადგილზე გაეცნო. „საშუალო და მაღალი ხარისხის თხილის ღირებულება, გასულ წელზე 30-40%-ით მაღალია“ – აღნიშნა მინისტრმა.

„შევხვდით ფერმერებს გურიის და სამეგრელოს რეგიონებში და არსებულ ვითარებას გავეცანით. წელს თხილის მოსავალი არის გაუმჯობესებული, როგორც ხარისხობრივი, ისე რაოდენობრივი მაჩვენებლებით. რაც შეეხება ფასს, მიმდინარე წელს, საშუალო და მაღალი ხარისხის თხილის ღირებულება, დაახლოებით 30-40% მაღალია გასული წლის ამავე პერიოდთან შედარებით. ეს ნიშნავს იმას, რომ წელს ფერმერები მიიღებენ მნიშვნელოვნად მეტ შემოსავალს თხილის რეალიზაციიდან – წელს მეთხილე ფერმერების შემოსავალი 250 მლ ლარზე მეტი იქნება. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. ჩვენი მიზანია, მაქსიმალურად დავუჭიროთ მხარი ფერმერებს, რომ ჰქონდეთ წვდომა ფინანსურ რესურსებზე; ასევე გადავცეთ ცოდნა იმისათვის, რომ სათანადოდ მოუარონ ბაღებს და მიიღონ ხარისხიანი მოსავალი, რაც პირდაპირპროპორციულად ნიშნავს მეტ შემოსავალს. სწორედ ამიტომ დავიწყეთ მხარდაჭერის კიდევ ერთი პროგრამა გასულ წელს, რომელიც წელსაც გაგრძელდა. ვეხმარებით როგორც მცირე ფერმერებს, ასევე მსხვილი ბაღების მფლობელებს“, – განაცხადა ოთარ შამუგიამ.

მინისტრმა ყურადღება გაამახვილა თხილის მოსავლის აღების პროცესზე და შეისწავლა იმ გამოწვევები, რაც გრძელდება ამ ეტაპზე.

ოთარ შამუგია ადგილობრივ მწარმოებლებთან შეხვედრაზე ასევე მიმოიხილა თხილის დაბინავების და რეალიზაციის პროცესები, რათა უზრუნველყოფოს ეფექტური და გაუმჯობესებული სერვისები.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრთან ერთად, გურიისა და სამეგრელოში თხილის ბაღები და გადამმუშავებელ-შემნახველი ინფრასტრუქტურა მხარეების გუბერნატორებმა, მაჟორიტარმა დეპუტატმა, გიორგი ხახუბიამ, სოფლის განვითარების სააგენტოს დირექტორმა, დავით წითლიძემ, თხილის მწარმოებელთა ასოციაციის აღმასრულებელი საბჭოს თავმჯდომარემ, მერაბ ჭითანავამ და სამინისტროს შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლებმა დაათვალიერეს.

ხეხილის ბაღი, სადაც მსხა­ლი არ დგას, ღირსი არ არის, ბაღად იწოდებოდეს

0
ხეხილის ბაღი, სადაც მსხა­ლი არ დგას, ღირსი არ არის, ბაღად იწოდებოდეს
#image_title

მსხალი – ხეხილის ბაღი, სადაც მსხა­ლი არ დგას, ღირსი არ არის, ბაღად იწოდებოდეს

გამოჩენილი ფრანგი მეცნიერი ოლივიე დე სერი აღნიშნავს, რომ ხეხილის ბაღი, სადაც მსხა­ლი არ დგას, ღირსი არ არის, ბაღად იწოდებოდესო; მეც ასე ვფიქრობ. მიუხე­დავად იმისა, რომ ვაშლი უძვირფასესი კულტურაა, ხილით დახუნძლულ ბაღში შესული ადამიანი, პირველ რიგში, მსხალს გაუსინჯავს გემოს. ხილი, რომელიც განთქმულია თა­ვისი განუმეორებელი გემოთი და სურნელებით, არც ქიმიური შემცველობით ჩამორჩება. მსხალი შეიცავს 5-16% შაქრებს, 1%-მდე ვაშლის, ლიმონისა და სხვა მჟავებს, ცილებს, პექტინებს, A, B, ჩ, PP ვიტამინებს. გამოიყენება ნედლად და სხვადასხვა ნაწარმის: წვენების, კომპოტის, მურაბის, მარ­მე­­ლადის, ხილფაფის, ჩირისა და ა.შ. სახით. ერთ-ერთი სა­უკეთესო თაფლოვანი მცენარეა, 1ჰა-ზე 8-დან 23 კგ-მდე თაფლს იძლევა.
მსხალი უძველესი კულტურაა. ცნობილია მი­სი 5000-მდე ჯიში, საქართველოში – 150-მდე.
საქართველოში გავრცელებული მსხლის ძი­რითადი ჯიშებია:
კახური გულაბი – კახეთი, ქართლი, მესხეთი
ქართლური გულაბი – ქართლი, კახეთი, მესხეთი
სამარიობო – იმერეთი
სასელო – იმერეთი
აყირო – იმერეთი
თიბათვის მსხალი (ყბაწითელი გულაბი) – კახეთი
უზუნ-არმუდი – მესხეთი
სოხუმის დუშესი – აფხაზეთი
ნანაზორი (ბებიას მსხალი) – მესხეთი, ქართლი
ყაბაღ-არმუდი – მესხეთი
შავი მსხალი – რაჭა-ლეჩხუმი
შემოდგომის ხეჭეჭური – კახეთი
ბჟო – ქართლი
გვერდწითელა – ქართლი
კაცისთავა – დასავლეთი საქართველო
ხეჭეჭური – კახეთი, ქართლი, რაჭა, იმერეთი, გურია, მესხეთი
საზამთრო მსხალი – იმერეთი
თავრიჯული – მესხეთი, სხვა რაიონები
მცენარე სინათლის მოყვარულია, ნაკლე­ბად გვალვაგამძლე. ყინვაგამძლეობით ჩა­მორ­ჩება ვაშლსა და ალუბალს. იზრდება ყო­ველ­ნაირ ნი­ადაგზე (გარდა ქვიშიანი და დამლაშებული ნი­ადაგისა), ყველას კი შავმიწა და წაბლა ნიადაგი ურჩევნია.
ასე რომ, 2 ძირი მსხალი, ერთი საადრეო და ერთიც საგვიანო, აუცილებლად დარგეთ თქვენს მამულში, არ ინანებთ.

ხეხილი, კენკროვანი და სუბტროპიკული მცენარეები – ვაშლი თითქმის მთელ დედამიწაზე მოშენებულ-დამკვიდრებული კულტურაა. 

წყარო: ნიკოლოზ იოსებიძე, ყველაფერი საოჯახო მეურნეობის შესახებ (გამომცემლობა პალიტრა L)

ოზურგეთს 24-საათიანი წყალმომარაგება 2025 წელს ექნება – პროექტის ღირებულება 48 მილიონი

0
ოზურგეთს 24-საათიანი წყალმომარაგება 2025 წელს ექნება - პროექტის ღირებულება 48 მილიონი
#image_title

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია გურიაში ქალაქ ოზურგეთის წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაციის პროექტს ახორციელებს. ოზურგეთს 24-საათიანი წყალმომარაგება 2025 წელს ექნება – პროექტის ღირებულება 48 მილიონი ლარია

კომპანიის ინფორმაციით, ქალაქში წყამომარაგების არსებული ქსელი ამორტიზებულია და განახლებას საჭიროებს, რისთვისაც 48 მილიონი ლარის ღირებულების პროექტი მიმდინარეობს.

“პროექტის ფარგლებში აშენდება: ახალი რეზერვუარი, ჭაბურღილები და სატუმბი სადგური, მოეწყობა აღრიცხვის კვანძები და ყველა საჭირო ინფრასტრუქტურა, რაც მოსახლეობას უწყვეტი წყალმომარაგებით უზრუნველყოფს. გარდა ამისა, დასრულების ეტაპზეა, წყალმომარაგების ქსელის სამშენებლო სამუშაოები სოფელი ქვემო ნატენების ორ უბანში: ნარუჯასა და წითელი სხივის უბანში. მიმდინარე პროექტი სახელწიფო ბიუჯეტიდან 48 მლნ. ლარით ფინანსდება და მისი დასრულება 2025 წლის ბოლოს იგეგმება, რის შედეგადაც 20 000-ზე მეტი ბენეფიციარი 24 საათიანი წყალმომარაგებით ისარგებლებს,”- ნათქვამია გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

კომპანია გურიის რეგიონში სულ 6 მიმდინარე პროექტს ახორციელებს, რომელთა ჯამური ღირებულება 115 მილიონ ლარს შეადგენს. მათ შორის წყალმომარაგების ქსელი სრულად განახლდა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფლებშიც: ცხემლისხიდში, დვაბზუსა და მშვიდობაურში. მიმდინარე პროექტის ფარგლებში მოეწყო: წყალმომარაგების ქსელი, აღრიცხვის კვანძები, სათავე ნაგებობები, საქლორატორო, სატუმბო სადგური და რეზერვუარი. პროექტს საქართველოს მთავრობის დაფინანსებით 10 მლნ. ლარამდე მოხმარდა.

ფუნქციონირებს წყლის აუზი ინვალიდების რეაბილიტაციისათვის – თბილისის ბალნეოლოგიური კურორტი – თბილისი SPA

0
ფუნქციონირებს წყლის აუზი ინვალიდების რეაბილიტაციისათვის - თბილისის ბალნეოლოგიური კურორტი – თბილისი SPA
#image_title

ფუნქციონირებს წყლის აუზი ინვალიდების რეაბილიტაციისათვის – თბილისის ბალნეოლოგიური კურორტი – თბილისი SPA

თბილის-ქალაქის ისტორია იწყება გოგირდოვანი წყლებით, საუკუნეების განმავლობაში ხალხი იყენებდა მას აბანოების სახით. 30-იან წლებში ფიზიოთერაპევტის და კურორტოლოგის მიხეილ ზანდუკელის ხელმძღვანელობით შეიქმნა უნიკალური პროექტი, რომლის მიხედვითაც საკურორტო ტერიტორია კრწანისის სამთავრობო რეზიდენციამდე 3-4 კმ. უნდა ყოფილიყო გაშლილი, 1938 წ. ექსპლოატაციაში შევიდა თბილისის ბალნეოლოგიური კურორტი. აქ მოღვაწე ექიმები წარმოადგენდა სამედიცინო პროფესურის ელიტას.

თანამედროვე კლასიკური მედიკამენტოზური მეთოდების გარდა, აქტიურად გამოიყენება ბუნებრივი რესურსები – სამედიცინო ტალახი, თერმული გოგირდოვანი წყლები – სრული პაკეტით. ამავე დროს სამედიცინო – სამკურნალო მასაჟი, ფიზიოთერაპია, ჰორიზონტალური დაჭიმვები და ა.შ. ფუნქციონირებს წყლის აუზი ინვალიდების რეაბილიტაციისათვის.

ჩვენებები – ნებისმიერი დაავადება ქრონიკულად მიმდინარე, მწვავე შემთხვევების და ონკოდაავადებების გარდა.

აქტიურად და კარგი შედეგით ვმკურნალობთ ფსორიაზს, ეგზემას, ნეიროდერმიტებს, პერიფერიულ ნერვული სისტემის დაავადებებს და სხვადასხვა ძვალ-სახსროვან დაავადებებს (ოსტეოქონდროზი, რადიკულონეიროპათიები და ა.შ.)

ვმკურნალობთ  ძვალ–სახსროვან, საჭმლის მომნელებელ, ცენტრალური ნერვული სისტემის, გინელოლოგიური, უროლოგიურ, პერიფერიული ნერვული სისტემის, ნივთიერენათა ცვლის, გულსისხლძარღვთა, ყელ–ყურ–ცხვირის, კანის დაავადებებს.

ამჟამად ცენტრი გთავაზობთ უნიკალურ ბუნებრივ გამაჯანსაღებელ ფაქტორებს:

მინერალური გოგირდოვანი წყლის აბაზანებს;

ვულკანური წარმოშობის საკურნალო ტალახის აპლიკაციებს;

ფიზიოთერაპიას;

სამკურნალო, გამაჯანსაღებელ სხვადასხვა სახის მასაჟს: კლასიკური, მანუალური, ტაილანდური, ანტიცელულიტური;

ნევროლოგიური რეაბილიტაცია ბავშვთა და მოზარდთათვის.

ცენტრში მიმდინარეობს მკურნალობა და რეაბილიტაცია კარდიოლოგიური, პერიფერიული ნევროლოგიური, უროლოგიური, ენდოკრინოლოგიური, დერმატოლოგიური, პედიატრიული, გინეკოლოგიური, ძვალ სახსროვანი სისტემის დაავადებების.

თანამედროვე აპარატურით შეგიძლიათ ჩაიტაროთ ბიოქიმიური, კლინიკურ ლაბორატორიული, რენდგენოლოგიური და ექოსკოპიური გამოკვლევები. ეროვნული ცენტრი წარმოადგენს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის და ივანე ჯავახიშვილი სასწავლო ბაზას. ასევე ფუნქციონირებს სამასაჟო სკოლა.

ცენტრში დანერგილია თანამედროვე მკურნალობის მეთოდი – ჟანგბადის კოკტეილით, ნაწლავების ღრმა გამორეცხვა-ჰიდროკოლონოთერაპია.

მხოლოდ ჩვენთან შეგიძლიათ ისარგებლოდ ბუნებრივი გოგირდოვანი მინერალური წყლის, მარგალიტის, ტალახის აბაზანებით და ტალახის აპლიკაციებით, გაიკეთოთ წყალქვეშა მასაჟი, მიიღოთ შარკოს, ცირკულარული და აღმავალი შხაპი, გაიკეთოთ ჰიდროკოლონოთერაპია (ნაწლავების ღრმა გამორეცხვა), ჟანგბადის კოქტეილი, ჩაიტაროთ ფიზიოთერაპიული პროცედურები, ასევე გთავაზობთ სხვადასახვა სახის მასაჟს: მანუალური, პლანტარული, ტაილანდური, ანტიცელულიტური თაფლით, ყავით შოკოლადით.

ყავის ისტორია – სწორედ მისმა ბუნებამ განაპირობა ისეთი ძვირ­ფასი კულტურის აღმოჩენა, როგორიც ყავის ხე გახლავთ

0
ყავის ისტორია - სწორედ მისმა ბუნებამ განაპირობა ისეთი ძვირ­ფასი კულტურის აღმოჩენა, როგორიც ყავის ხე გახლავთ
#image_title

ყავა – მეცხოველეობაში თხა ყველაზე მოუსვენარ, მოუთვინიერებელ და ყველაფრის მკვნეტელ ცხოველად ით­­ვლება. სწორედ მისმა ბუნებამ განაპირობა ისეთი ძვირ­ფასი კულტურის აღმოჩენა, როგორიც ყავის ხე გახლავთ

მეცხოველეობაში თხა ყველაზე მოუსვენარ, მოუთვინიერებელ და ყველაფრის მკვნეტელ ცხოველად ით­­ვლება. სწორედ მისმა ბუნებამ განაპირობა ისეთი ძვირ­ფასი კულტურის აღმოჩენა, როგორიც ყავის ხე გახლავთ. ეს კი ძალიან უბრალოდ მოხდა – შორეულ ეთიოპიაში თ­ხებ­მა ნეკერის კვნეტის დროს ხის ძირში მობნეულ მარცვლებს გემო გაუსინჯეს.

გაუსინჯეს და… საძოვარზევე შეეტყოთ მოუსვენრობა, შინ მირეკილებს კი მთელი ღამე თვალი არ მოუხუჭავთ. რა თქმა უნდა, არც მათ პატრონებს ეძი­ნათ მთელ ღამეს. როცა მარცვლებს მათაც გაუსინჯეს გემო და მხნეობა იგრძნეს, მიხვდნენ, რომ მათმა `აღსაზრდელებმა~ რაღაც დიდი აღმოჩენა გააკეთეს. დრო გავიდა და ყავის მარცვლები ეთიოპიის ტყეებიდან მსოფლიოს ყველა ქვეყანაში გაიტანეს და მოაშენეს კიდეც, სადაც საამისო პირობები არსებობდა. განსაკუთრებით ფართო გავრცელება პოვა ყავამ ბრაზილიაში; აქ მსოფლიოში არსებული ყავის პლანტაციების 50%-ია გაშენებული. შედარებით ნაკლებია სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიასა და აფრიკაში.
გარდა იმისა, რომ ყავა გემრიელი სასმელია, იგი მასტიმულირებელი და თავის ტკივილის გამაყუჩებელი საშუალებაცაა. ეფექტიანია აგრეთვე მოწამვლის შემთხვევაში, როგორც პი­რველადი დახმარების საშუალება ექიმის მოს­ვლამდე.
ბუნებაში ყავა მარადმწვანე ბუჩქების ან 8-10მ სიმაღლის ხეების სახით გვხვდება.
ენდროსებრთა ოჯახის გვარი (კოფეა) 50 სა­ხეობით არის წარმოდგენილი, რომელ­თაგან 4-5 სახეობაა კულტივირებული. ყველაზე უფრო გავრცელებული ჯიშია `არაბიკა~, ანუ არაბული.
ყავის ულამაზესი მცენარე შესანიშნავად გრძნობს თავს ორანჟერეისა და ოთახის პი­რო­ბებში. მრავლდება ახალმოკრეფილი მარცვლებით. ითესება ყუთებში, აღმოცე­ნებისათვის საჭირო ტემპერატურაა 20º. ნიადაგის შემცველობა ასეთია: კორდის მიწა – 1 წილი, ნეშომპალა – 0,5 წილი და მდინარის ქვიშა – 1 წილი.
ორანჟერეისა და ოთახის პირობებში ყვავილობს თეთრი, სურნელოვანი ყვავილებით. ნა­ყოფი მუქი წითელი ფერისაა, სფეროსებრი ან ოვალური ფორმის.

ქართული ვაზის ძირითადი ჯიშები გავ­რცე­ლების მიხედვით

წყარო: ნიკოლოზ იოსებიძე, ყველაფერი საოჯახო მეურნეობის შესახებ (გამომცემლობა პალიტრა L)

როგორ უნდა მოვიქცეთ გველის ნაკბენისას – პირველი სამედიცინო დახმარება გველის ნაკბენის დროს

0
როგორ უნდა მოვიქცეთ გველის ნაკბენისას – პირველი სამედიცინო დახმარება გველის ნაკბენის დროს
#image_title

როგორ უნდა მოვიქცეთ გველის ნაკბენისას, პირველი სამედიცინო დახმარება გველის ნაკბენის დროს: სრულყოფილი პირველი დახმარების სახელმძღვანელო

ზაფხულში ქვეწარმავლების აქტიური პერიოდი იწყება, რაც მნიშვნელოვნად ზრდის გველის ნაკბენების რისკს. საქართველოში 20-22 სახეობის გველი გვხვდება, რომელთაგან მხოლოდ ოთხი სახეობა არის შხამიანი: ველის გველგესლა, კავკასიური გველგესლა, ცხვირრქოსანი გველგესლა და გიურზა.

გიურზა: ყველაზე დიდი და საშიში გველი

გიურზა საქართველოს ყველაზე დიდი ზომის გველია (130 სმ-დან 160 სმ-მდე სიგრძის). მას აქვს გამოხვეული ცხვირი და მკვეთრად წამოწეული საფეთქლის ძვლები. მისი სხეული მოყავისფრო-ქვიშისფერია ან მოწითალო-მოყავისფრო, ზურგზე კი მოზრდილი ლაქებით. თავის ქალა ერთფეროვანია, ნახატების გარეშე.

გველის ნაკბენის სიმპტომები

გველის ნაკბენთან დაკავშირებული სიმპტომები მოიცავს:

  • წყვილი კბილის ანაბეჭდი: ნაკბენის ადგილას გამოკვეთილი კვალი.
  • სიწითლე და ტკივილი: ნაკბენის ადგილას სიწითლე, ტკივილი და შეშუპება.
  • თავბრუსხვევა და სისუსტე: ზოგადი სისუსტე და თავბრუსხვევა.
  • ოფლიანობა და გაძლიერებული ნერწყვის დენა: ოფლიანობისა და ნერწყვის გაძლიერება.
  • გულისრევა და ღებინება: გულისრევა, ზოგჯერ ღებინება.
  • სუნთქვის გაძნელება: სუნთქვის გაძნელება.
  • გონების დაბინდვა: მოგვიანებით შესაძლოა უგონო მდგომარეობა.

რა არ უნდა გააკეთოთ გველის ნაკბენის დროს

გველის ნაკბენის დროს მნიშვნელოვანია მოსახლეობამ იცოდეს:

  • არ დაუდოთ ლახტი: შხამი ძირითადად ლიმფური სადინარებით გადაადგილდება.
  • არ გაწოვოთ ჭრილობა: ნაკბენის ნაწილის გაწოვა მავნებელია.
  • არ გაკვეთოთ ან არ წაშალოთ ნაკბენი: ნაკბენის შეწოვის არაკეთილსინდისიერი მეთოდები, როგორც ჭრილობის მოწვა ან გაკვეთა.

როგორ უნდა მოვიქცეთ გველის ნაკბენისას

  1. დაზარალებულის მდებარეობა: დაყენეთ დაზარალებული ისეთ პოზიციაში, რომ იყოს უმოძრაოდ. მოძრაობის მინიმიზირება მნიშვნელოვანია სისხლის მიმოქცევის დასამუხრუჭებლად.
  2. ნაკბენის მდებარეობა: შეინარჩუნეთ ნაკბენი გულის დონიდან ქვემოთ, რათა შემცირდოს შხამის მოხვედრა ცენტრალურ ცირკულაციაში.
  3. ჭრილობის დამუშავება: ჩამოიბანეთ ჭრილობა წყლით ან ანტისეპტიკური ხსნარით და დააფინეთ სტერილური საფენით.
  4. ელასტიური ნახვევი: ნაკბენ ადგილზე მთელი სიგრძით დაადეთ ელასტიური ბინტი.

დასკვნა

გველის ნაკბენით გამოწვეული მდგომარეობა სწრაფ და სწორ რეაგირების საჭიროებს. იცოდეთ სიმპტომები და ნებას მიეცით პროფესიონალური დახმარების სექრეტულ შეწყვეტას. თქვენი უსაფრთხოება და ჯანმრთელობა დამოკიდებულია იმაზე, როგორ მოიქცევით პირველადი დახმარების პრინციპების დაცვისას.

რომელი ჯიშის ვაზი დავრგოთ ზემო რაჭაში

0
რომელი ჯიშის ვაზი დავრგოთ ზემო რაჭაში
#image_title

რომელი ჯიშის ვაზი დავრგოთ ზემო რაჭაში

ზემო რაჭაში ვენახებს 1000 მ სიმაღლეზეც ვხვდებით. ცალკეულ მიკროპირობებში შეიძ­ლება ხარისხიანი ღვინის მიღება. ამ მხრივ განსაკუთრებით აღსანიშნავია ჯიში „მცვივანა“, რომლისგანაც საშამპანურე მასალა მიიღება.
იმის გამო, რომ საგვიანო ჯიშები ვერ ასწ­რებს მომწიფებას, დარგეთ საადრეო – პინო, ალიგოტე და ქართული საადრეო.
თუ თქვენი ვენახის მცვივანა გადაბერებუ­ლია, შეიძლება მისი გაახალგაზრდავე­ბაც. ამისათვის მას ძველ ტოტებს საგრძნობლად უმოკლებენ, სანაყოფე რქებს 3 კვირტზე, ხოლო სამამულეს, როგორც წესი, 2 კვირტზე სხლავენ. შტამბზე არსებული ქერქის დაზიანებული ნაწილი ააძვრეთ, ძირები კარგად გაუფხვიერეთ და თითო ძირზე 2-3 ვედრო გადამწვარი ნაკელი ან წუნწუხი შეიტანეთ. შეიძლება ძველი ვაზების მთლიანი გადაწვენაც, რაც მათი განახლების გარანტიას იძლევა.
თქვენს ნაკვეთში გასაშენებელი სასურველი ჯიში თქვენივე ან მეზობელ სოფელში შეარჩიეთ, ესეც ერთგვარი გარანტიაა მიზნის მისაღწევად.

ქართული ვაზის ძირითადი ჯიშები გავ­რცე­ლების მიხედვით

წყარო: ნიკოლოზ იოსებიძე, ყველაფერი საოჯახო მეურნეობის შესახებ (გამომცემლობა პალიტრა L)