„საშუალო და მაღალი ხარისხის თხილის ღირებულება, გასულ წელზე 30-40%-ით მაღალია„ – მინისტრი

„საშუალო და მაღალი ხარისხის თხილის ღირებულება | შენი სოფელი
2 წუთიანი წაკითხვა
2024 წელს თხილის ღირებულება 30-40%-ით გაიზარდა გასულ წელთან შედარებით. მეთხილე ფერმერების შემოსავალი 250 მილიონ ლარს გადააჭარბებს.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ შამუგია გურიასა და სამეგრელოში იმყოფებოდა. უწყების ცნობით, მინისტრი თხილის მწარმოებლებს შეხვდა და მოსავლის აღების, დაბინავების და რეალიზაციის მიმდინარე საკითხებს ადგილზე გაეცნო. „საშუალო და მაღალი ხარისხის თხილის ღირებულება, გასულ წელზე 30-40%-ით მაღალია“ – აღნიშნა მინისტრმა.

„შევხვდით ფერმერებს გურიის და სამეგრელოს რეგიონებში და არსებულ ვითარებას გავეცანით. წელს თხილის მოსავალი არის გაუმჯობესებული, როგორც ხარისხობრივი, ისე რაოდენობრივი მაჩვენებლებით. რაც შეეხება ფასს, მიმდინარე წელს, საშუალო და მაღალი ხარისხის თხილის ღირებულება, დაახლოებით 30-40% მაღალია გასული წლის ამავე პერიოდთან შედარებით. ეს ნიშნავს იმას, რომ წელს ფერმერები მიიღებენ მნიშვნელოვნად მეტ შემოსავალს თხილის რეალიზაციიდან – წელს მეთხილე ფერმერების შემოსავალი 250 მლ ლარზე მეტი იქნება. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. ჩვენი მიზანია, მაქსიმალურად დავუჭიროთ მხარი ფერმერებს, რომ ჰქონდეთ წვდომა ფინანსურ რესურსებზე; ასევე გადავცეთ ცოდნა იმისათვის, რომ სათანადოდ მოუარონ ბაღებს და მიიღონ ხარისხიანი მოსავალი, რაც პირდაპირპროპორციულად ნიშნავს მეტ შემოსავალს. სწორედ ამიტომ დავიწყეთ მხარდაჭერის კიდევ ერთი პროგრამა გასულ წელს, რომელიც წელსაც გაგრძელდა. ვეხმარებით როგორც მცირე ფერმერებს, ასევე მსხვილი ბაღების მფლობელებს“, – განაცხადა ოთარ შამუგიამ.

მინისტრმა ყურადღება გაამახვილა თხილის მოსავლის აღების პროცესზე და შეისწავლა იმ გამოწვევები, რაც გრძელდება ამ ეტაპზე.

ვიტამინი D3 — Sheni Labs
Sheni Network

ოთარ შამუგია ადგილობრივ მწარმოებლებთან შეხვედრაზე ასევე მიმოიხილა თხილის დაბინავების და რეალიზაციის პროცესები, რათა უზრუნველყოფოს ეფექტური და გაუმჯობესებული სერვისები.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრთან ერთად, გურიისა და სამეგრელოში თხილის ბაღები და გადამმუშავებელ-შემნახველი ინფრასტრუქტურა მხარეების გუბერნატორებმა, მაჟორიტარმა დეპუტატმა, გიორგი ხახუბიამ, სოფლის განვითარების სააგენტოს დირექტორმა, დავით წითლიძემ, თხილის მწარმოებელთა ასოციაციის აღმასრულებელი საბჭოს თავმჯდომარემ, მერაბ ჭითანავამ და სამინისტროს შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლებმა დაათვალიერეს.

სკანირება
QR კოდი
shenisofeli.ge

სტატიის ციტირება

შენი სოფელი. (2026). „საშუალო და მაღალი ხარისხის თხილის ღირებულება, გასულ წელზე 30-40%-ით მაღალია„ – მინისტრი. 23 აგვისტო, 2026. https://shenisofeli.ge/საშუალო-და-მაღალი-ხარის/

სტატიის ციტირება
შენი სოფელი. „საშუალო და მაღალი ხარისხის თხილის ღირებულება, გასულ წელზე 30-40%-ით მაღალია„ – მინისტრი [Internet]. თბილისი: Shenisofeli.ge; 2026 [ციტირებულია: 2026 სექ 13]. ხელმისაწვდომია: https://shenisofeli.ge/%e1%83%a1%e1%83%90%e1%83%a8%e1%83%a3%e1%83%90%e1%83%9a%e1%83%9d-%e1%83%93%e1%83%90-%e1%83%9b%e1%83%90%e1%83%a6%e1%83%90%e1%83%9a%e1%83%98-%e1%83%ae%e1%83%90%e1%83%a0%e1%83%98%e1%83%a1/
shenisofeli.ge
გაუზიარეთ ეს სტატია
კომენტარები ჯერ არ არის
© 2026 შენი სოფელი · PHIG · Sheni Network