გომბორის გზის რეაბილიტაცია შემოდგომაზე დასრულდება

გომბორის გზის რეაბილიტაცია შემოდგომაზე დასრულდება | შენი სოფელი
1 წუთიანი წაკითხვა
#image_title

 საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, კახეთში ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზის 33.6 კმ-იანი მონაკვეთის სარეაბილიტაციო სამუშაოები შემოდგომაზე დასრულდება.

კახეთში ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზის 33.6 კმ-იანი მონაკვეთის სარეაბილიტაციო სამუშაოები – პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტიდან 66 700 000 ლარით ფინანსდება.

უწყების ინფორმაციით, დასრულებულია ხელოვნური ნაგებობების ძირითადი ნაწილის და 26 კმ-ზე საგზაო სამოსის მოწყობის სამუშაოები. გრძელდება ასფალტის დაგება და დასრულების ეტაპზეა 35 მეწყრული უბნების პრევენციის სამუშაოები, საიდანაც დარჩენილია მხოლოდ 3 მეწყრული მონაკვეთი.

“პროექტის შესაბამისად, გათვალისწინებულია გზის სავალი ნაწილის სრული რეაბილიტაცია, ასფალტ-ბეტონის საფარის დაგება, 6 ხიდის რეაბილიტაცია, ახალი წყალგამტარი მილებისა და რკინაბეტონის ქვედა და ზედა საყრდენი კედლის მოწყობა. ასევე, გატარდება მეწყერსაწინააღმდეგო ღონისძიებები, შეკეთდება ტროტუარი, მოეწყობა მოსახლეობის ეზოებში შესასვლელები, ავტობუსის გასაჩერებელი მოედანი და ავტო პავილიონი, ჩატარდება საგზაო ნიშნების მოწყობისა და გზის ჰორიზონტალური მონიშვნის სამუშაოები,”- ნათქვამია საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ვიტამინი D3 — Sheni Labs
Sheni Network
სკანირება
QR კოდი
shenisofeli.ge

სტატიის ციტირება

შენი სოფელი. (2026). გომბორის გზის რეაბილიტაცია შემოდგომაზე დასრულდება. 23 აგვისტო, 2026. https://shenisofeli.ge/გომბორის-გზის-რეაბილიტაც/

სტატიის ციტირება
შენი სოფელი. გომბორის გზის რეაბილიტაცია შემოდგომაზე დასრულდება [Internet]. თბილისი: Shenisofeli.ge; 2026 [ციტირებულია: 2026 სექ 13]. ხელმისაწვდომია: https://shenisofeli.ge/%e1%83%92%e1%83%9d%e1%83%9b%e1%83%91%e1%83%9d%e1%83%a0%e1%83%98%e1%83%a1-%e1%83%92%e1%83%96%e1%83%98%e1%83%a1-%e1%83%a0%e1%83%94%e1%83%90%e1%83%91%e1%83%98%e1%83%9a%e1%83%98%e1%83%a2%e1%83%90%e1%83%aa/
shenisofeli.ge
გაუზიარეთ ეს სტატია
კომენტარები ჯერ არ არის
© 2026 შენი სოფელი · PHIG · Sheni Network