ძლიერი უამინდობის დროს გურჯაანის მუნიციპალიტეტში, სოფელ ჩუმლაყში, გამთენიისას დაახლოებით 06:00 საათზე მეხი ჩამოვარდა.
მეხი სოფლის ცენტრალურ ნაწილში მდებარე ნაძვს მოხვდა, რის შედეგადაც ხე დაზიანდა და დროებით ჩაიკეტა თელავი–გურჯაანის დამაკავშირებელი მთავარი საავტომობილო გზა.
შემთხვევას მსხვერპლი არ მოჰყოლია, თუმცა ჩამოცვენილმა ტოტებმა ახლომდებარე ობიექტზე ზიანი მიაყენა — დაზიანდა მაღაზიის მინები და სათამაშო მოწყობილობები.
ადგილზე მობილიზებული იყვნენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის წარმომადგენლები, ასევე კრიმინალური და საპატრულო პოლიციის ჯგუფები, რომლებიც ვითარებას ადგილზე აკონტროლებდნენ.
ინციდენტის შედეგად სოფლის ნაწილში ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეწყდა.

