რჩევები და რეკომენდაციები – როგორ უნდა შევამოწმოთ თაფლი, რძე, კარაქი და სხვა პროდუქტები ნატურალურია თუ ხელოვნური დანამატებითაა გაყალბებული

რჩევები და რეკომენდაციები | შენი სოფელი
3 წუთიანი წაკითხვა
ნატურალური პროდუქტების ამოცნობა დღეს აუცილებელი უნარია ყველა ოჯახისთვის. განვიხილოთ პრაქტიკული მეთოდები თაფლის, რძის, კარაქისა და სხვა საკვების ღირებულების შესამოწმებლად.

ფალსიფიცირებული საკვები ჯანმრთელობისათვის სერიოზულ საფრთხეს წარმოადგენს. დღეს, როდესაც ბაზარზე უამრავი სახის პროდუქტი იყიდება, საკვების ფალსიფიკაცია ერთ-ერთი ყველაზე დიდი პრობლემაა.

ზოგიერთი მწარმოებელი არაბუნებრივ, ქიმიურ დანამატებს ხშირად იყენებს, რომლებსაც ჩვენი ჯანმრთელობის დაზიანება შეუძლია. როგორ უნდა ამოვიცნოთ საშიში დანამატები საკვებში – თემის შესახებ გადაცემაში “შუადღე” მაყურებელს საინტერესო რჩევები და რეკომენდაციები გაუზიარეს:

რძე – იმის გარკვევა, თუ რამდენადაა რძე ნატურალური, ფინჯნის დახმარებით შეგვიძლია. რძე სწორზედაპირიან ჭურჭელზე, მაგალითად, ფინჯანზე უნდა დავაწვეთოთ. როდესაც კიდეზე დავაწვეთებთ, ნაკვალევი უნდა დატოვოს. ეს ნიშნავს, რომ რძე ნატურალურია და არ არის ფალსიფიცირებული. თუ რძე დაუყოვნებლივ ჩამოიღვრება და კვალს არ ტოვებს, ეს ნიშნავს, რომ ფხვნილითაა გაკეთებული.

კარაქი – იმისათვის, რომ გავარჩიოთ, კარაქი ნატურალურია თუ არაბუნებრივი მარგარინით დამზადებული, დაგვჭირდება დანა და ხელის გული. კარაქის პატარა ნაჭერი ხელის გულზე უნდა დავიდოთ. ნატურალური კარაქი მარტივად უნდა დადნეს. თუ კარაქი ნატურალური არ არის, მას ხელზე დნობა გაუჭირდება.

ვიტამინი D3 — Sheni Labs
Sheni Network

წითელი წიწაკა – შეგვიძლია, ცოტა წყალი ცარიელ ჭურჭელში ჩავასხათ. ჩავყაროთ წითელი წიწაკა და დავაკვირდეთ. თუ ზოლები გაიკეთა და წყალს მარტივად შეერია, ეს ნიშნავს, რომ ფალსიფიცირებულია. თუ ზოლები არ გაიკეთა და წყალსაც მარტივად არ შეერია, ეს ნიშნავს, რომ წიწაკა სინთეტიკური საღებავების გარეშეა დამზადებული.

მწვანე ბოსტნეული – ძალიან ხშირად მწვანე ფერის ბოსტნეულს მალაქიტის მწვანეთი ღებავენ. ეს არის ერთ-ერთი ქიმიური ნაერთი, რომელიც ჩვენი ჯანმრთელობისთვის საკმაოდ საშიშია. იმისათვის, რომ გავარკვიოთ, მწვანე ბოსტნეული ხომ არ არის შეღებილი, დაგვჭირდება ზეთი და ბამბის დისკი. ბამბის დისკი ზეთში დავასველოთ და წავუსვათ მწვანე ბოსტნეულს, მაგალითად, კიტრს. თუ ბამბაზე მწვანე ფერი არ გადავიდა, ეს ნიშნავს, რომ პროდუქტი შეღებილი არ არის.

ზაფრანა, იგივე ყვითელი ყვავილი – დაახლოებით, წიწაკის შემოწმების მსგავსი ხერხი გამოგვადგება. დაგვჭირდება წყალი. ჩავყაროთ ზაფრანა. წყალმა ფერი არ უნდა შეიცვალოს და არც მარტივად შეერიოს. თუ შეერევა და წყალსაც ფერი შეეცვლება, ეს ნიშნავს, რომ პროდუქტი შეღებილია.

დარიჩინი – არსებობს კასიის ქერქი, რომელიც დარიჩინს ძალიან ჰგავს. ეს საკმაოდ საშიში ნაერთია და შეიძლება, როგორც თირკმელები, ასევე ნაღველი დაგვიზიანოს. როგორ გავარჩიოთ, დარიჩინის ჩხირს ვყიდულობთ თუ კასიის ქერქს? შეგვიძლია, სურნელით ვიხელმძღვანელოთ. დარიჩინს უფრო ნაკლებად მძაფრი სუნი აქვს. ეს სუნი შემაწუხებელი არ არის. კასიის ქერქს უფრო მძაფრი, არასასიამოვნო სუნი აქვს. კასიის ქერქი უფრო სქელია და ვიზუალურადაც მეტად უხეში.

 

 

გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!
მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.

iPhone: https://apps.apple.com/fr/app/sheni/id6746877342?l=en-GB

Telegram არხი: https://t.me/SheniEkimi

შენი ექიმი – ცოდნა ჯანმრთელობისთვის.
#შენიექიმი #sheniekimi #
გიორგიფხაკაძე #ჯანმრთელობა #აქხარისხია #drpkhakadze
სკანირება
QR კოდი
shenisofeli.ge

სტატიის ციტირება

შენი სოფელი. (2026). რჩევები და რეკომენდაციები – როგორ უნდა შევამოწმოთ თაფლი, რძე, კარაქი და სხვა პროდუქტები ნატურალურია თუ ხელოვნური დანამატებითაა გაყალბებული. 25 აგვისტო, 2026. https://shenisofeli.ge/რჩევები-და-რეკომენდაციებ/

სტატიის ციტირება
შენი სოფელი. რჩევები და რეკომენდაციები – როგორ უნდა შევამოწმოთ თაფლი, რძე, კარაქი და სხვა პროდუქტები ნატურალურია თუ ხელოვნური დანამატებითაა გაყალბებული [Internet]. თბილისი: Shenisofeli.ge; 2026 [ციტირებულია: 2026 სექ 13]. ხელმისაწვდომია: https://shenisofeli.ge/%e1%83%a0%e1%83%a9%e1%83%94%e1%83%95%e1%83%94%e1%83%91%e1%83%98-%e1%83%93%e1%83%90-%e1%83%a0%e1%83%94%e1%83%99%e1%83%9d%e1%83%9b%e1%83%94%e1%83%9c%e1%83%93%e1%83%90%e1%83%aa%e1%83%98%e1%83%94%e1%83%91/
shenisofeli.ge
გაუზიარეთ ეს სტატია
კომენტარები ჯერ არ არის
© 2026 შენი სოფელი · PHIG · Sheni Network