ოზურგეთს 24-საათიანი წყალმომარაგება 2025 წელს ექნება – პროექტის ღირებულება 48 მილიონი

ოზურგეთს 24-საათიანი წყალმომარაგება 2025 წელს ექნება | შენი სოფელი
1 წუთიანი წაკითხვა
#image_title

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია გურიაში ქალაქ ოზურგეთის წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაციის პროექტს ახორციელებს. ოზურგეთს 24-საათიანი წყალმომარაგება 2025 წელს ექნება – პროექტის ღირებულება 48 მილიონი ლარია

კომპანიის ინფორმაციით, ქალაქში წყამომარაგების არსებული ქსელი ამორტიზებულია და განახლებას საჭიროებს, რისთვისაც 48 მილიონი ლარის ღირებულების პროექტი მიმდინარეობს.

“პროექტის ფარგლებში აშენდება: ახალი რეზერვუარი, ჭაბურღილები და სატუმბი სადგური, მოეწყობა აღრიცხვის კვანძები და ყველა საჭირო ინფრასტრუქტურა, რაც მოსახლეობას უწყვეტი წყალმომარაგებით უზრუნველყოფს. გარდა ამისა, დასრულების ეტაპზეა, წყალმომარაგების ქსელის სამშენებლო სამუშაოები სოფელი ქვემო ნატენების ორ უბანში: ნარუჯასა და წითელი სხივის უბანში. მიმდინარე პროექტი სახელწიფო ბიუჯეტიდან 48 მლნ. ლარით ფინანსდება და მისი დასრულება 2025 წლის ბოლოს იგეგმება, რის შედეგადაც 20 000-ზე მეტი ბენეფიციარი 24 საათიანი წყალმომარაგებით ისარგებლებს,”- ნათქვამია გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

კომპანია გურიის რეგიონში სულ 6 მიმდინარე პროექტს ახორციელებს, რომელთა ჯამური ღირებულება 115 მილიონ ლარს შეადგენს. მათ შორის წყალმომარაგების ქსელი სრულად განახლდა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფლებშიც: ცხემლისხიდში, დვაბზუსა და მშვიდობაურში. მიმდინარე პროექტის ფარგლებში მოეწყო: წყალმომარაგების ქსელი, აღრიცხვის კვანძები, სათავე ნაგებობები, საქლორატორო, სატუმბო სადგური და რეზერვუარი. პროექტს საქართველოს მთავრობის დაფინანსებით 10 მლნ. ლარამდე მოხმარდა.

ვიტამინი D3 — Sheni Labs
Sheni Network
სკანირება
QR კოდი
shenisofeli.ge

სტატიის ციტირება

შენი სოფელი. (2026). ოზურგეთს 24-საათიანი წყალმომარაგება 2025 წელს ექნება – პროექტის ღირებულება 48 მილიონი. 23 აგვისტო, 2026. https://shenisofeli.ge/ოზურგეთს-24-საათიანი-წყალმ/

სტატიის ციტირება
შენი სოფელი. ოზურგეთს 24-საათიანი წყალმომარაგება 2025 წელს ექნება – პროექტის ღირებულება 48 მილიონი [Internet]. თბილისი: Shenisofeli.ge; 2026 [ციტირებულია: 2026 სექ 13]. ხელმისაწვდომია: https://shenisofeli.ge/%e1%83%9d%e1%83%96%e1%83%a3%e1%83%a0%e1%83%92%e1%83%94%e1%83%97%e1%83%a1-24-%e1%83%a1%e1%83%90%e1%83%90%e1%83%97%e1%83%98%e1%83%90%e1%83%9c%e1%83%98-%e1%83%ac%e1%83%a7%e1%83%90%e1%83%9a%e1%83%9b/
shenisofeli.ge
გაუზიარეთ ეს სტატია
კომენტარები ჯერ არ არის
© 2026 შენი სოფელი · PHIG · Sheni Network