ოთხშაბათი, მაისი 6, 2026
- Advertisement -
Google search engine

ჯილეხით მკვდარი ცხოველის მეპატრონემ სახელმწიფოსგან კომპენსაცია პირველად მიიღო

0
ჯილეხით მკვდარი ცხოველის მეპატრონემ სახელმწიფოსგან კომპენსაცია პირველად მიიღო
#image_title

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ, გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) ცხოველთა იდენტიფიკაცია-რეგისტრაციისა და მიკვლევადობის ეროვნული სისტემის (NAITS) პროექტის მხარდაჭერით, ჯილეხით მკვდარი ცხოველების მეპატრონეზე კომპენსაცია გასცა.

აღნიშნული გადაწყვეტილება საქართველოს მთავრობის №332 დადგენილების შესაბამისად იქნა მიღებული. დადგენილება 2024 წლის 1 იანვრიდან ამოქმედდა და ითვალისწინებს სახელმწიფოსგან კომპენსაციის გადახდას ცხოველის ჯილეხით სიკვდილის შემთხვევაში.

მსხვილფეხა საქონლის დაცემის ფაქტი მიმდინარე წლის ივნისში, ქობულეთის მუნიციპალიტეტის დაბა ოჩხამურში დაფიქსირდა. სურსათის ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული სამმართველოს ვეტერინარებმა, შემოსული ინფორმაციის საფუძველზე, აღნიშნულ მუნიციპალიტეტში მსხვილფეხა საქონლის პათოლოგიური მასალა აიღეს და აკრედიტებულ ლაბორატორიაში გადააგზავნეს. ლაბორატორიული კვლევით ჯილეხი დადასტურდა. სურსათის ეროვნულმა სააგენტომ, მეპატრონის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაციის შესწავლის შემდეგ, მიიღო გადაწყვეტილება კომპენსაციის გაცემის შესახებ. მეპატრონემ კომპენსაცია უკვე მიიღო”, – აღნიშნულია სააგენტოს განცხადებაში.

საქართველოს მთავრობის №332 დადგენილებით, 2024 წლის 1 იანვრიდან, ცხოველის ჯილეხით სიკვდილის შემთხვევაში, კომპენსაციის მიღება შეუძლიათ ფერმერებს:

• რომელთა პირუტყვი იდენტიფიცირებულია საყურე ნიშნით;

• ინფორმაცია ცხოველისა და ფერმერის შესახებ აღრიცხულია ცხოველთა იდენტიფიკაცია-რეგისტრაციის ელექტრონულ სისტემაში და ფერმერს უარი არ აქვს ნათქვამი ცხოველის ვაქცინაცია/რევაქცინაციაზე;

• ცხოველის მფლობელი/მომვლელი ვალდებულია ცხოველის შესაძლო ინფიცირების ან სიკვდილის შემთხვევაში, დაუყოვნებლივ აცნობოს სურსათის ეროვნულ სააგენტოს და მოითხოვოს შესაბამისი ეპიდემიოლოგიური სამუშაოების გატარება;

• კომპენსაციის მისაღებად ჯილეხის შემთხვევა უნდა დადასტურდეს ლაბორატორიულად.
ჯილეხი (ციმბირული წყლული) ინფექციური დაავადებაა, რომლითაც ავადდებიან შინაური და გარეული ცხოველები. ჯილეხით ავადდება ადამიანიც. ადამიანის დაინფიცირება ძირითადად დაავადებული ცხოველის დაკვლის ან მისი ხორცის გამოყენების შედეგად ან დაბინძურებული ნიადაგიდან ხდება.

სააგენტოს ცნობით, ჩატარებული ყოველწლიური ვაქცინაციისა და ერთიანი ჯანმრთელობის ფარგლებში განხორციელებული საინფორმაციო კამპანიების შედეგად, ცხოველის ჯილეხით დაავადების შემთხვევები, 2013 წელთან შედარებით, 94%-მდეა შემცირებული.

გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!
მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.

მეცნიერებმა შეიმუშავეს თხელი, გამჭვირვალე მინის ახალი ტიპი, რომელსაც შეუძლია თვითწმენდა ჩაშენებული ელექტროდების დახმარებით

0
მეცნიერებმა შეიმუშავეს თხელი, გამჭვირვალე მინის ახალი ტიპი, რომელსაც შეუძლია თვითწმენდა ჩაშენებული ელექტროდების დახმარებით
#image_title

ჩინეთის ჟეჟიანგის უნივერსიტეტის მეცნიერებმა შეიმუშავეს თხელი, გამჭვირვალე მინის ახალი ტიპი, რომელსაც შეუძლია თვითწმენდა ჩაშენებული ელექტროდების დახმარებით, რომლებიც ქმნიან ელექტრულ ველს.

მკვლევართა ჯგუფი აცხადებს, რომ გამოიგონეს თვითწმენდი მინის ტიპი, რომელსაც შეუძლია ზედაპირული ნაწილაკების 98%-მდე მოცილება სულ რაღაც რამდენიმე წამში, წყლისა და ქიმიკატების გამოყენების გარეშე. მკვლევრებმა აღმოაჩინეს, რომ დამუხტული ნაწილაკები მოულოდნელად იქცევიან ცვლადი ელექტრული ველის ზემოქმედებისას.

გავრცელებული მოლოდინის საწინააღმდეგოდ, მტვრის ნაწილაკები უბრალოდ გვერდულად კი არ მოძრაობდნენ, არამედ მიმართულებას იცვლიდნენ ან მთლიანად აირეკლებოდნენ ზედაპირიდან. ამ აღმოჩენის საფუძველზე მათ შეიმუშავეს გამჭვირვალე თვითწმენდი მინა, რომელიც ელექტრული ველით ამოძრავდებოდა და რომლის სისქე მხოლოდ 0.62 მმ-ია.

გასულ თვეში ჟურნალ „Advanced Science“ -ში გამოქვეყნებული კვლევის თანახმად, ახალ მინას შეუძლია ეფექტურად მოაშოროს როგორც ორგანული, ასევე არაორგანული ნაწილაკები ყოველგვარი ხელით ჩარევის გარეშე. ის ფაქტი, რომ ის გამჭვირვალეა და მაღალი ხილული სინათლის გამტარობით გამოირჩევა, მას იდეალურს ხდის.

ვინაიდან ეს მოითხოვს საერთო მასალებს და მარტივ წარმოების მეთოდებს, მოსალოდნელია, რომ ეს ახალი აღმოჩენა შეამცირებს მინის ზედაპირების გაწმენდასთან დაკავშირებულ ხარჯებსა და რისკებს მიუწვდომელ ადგილებში და გაზრდის მზის პანელების ეფექტურობას.

გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!
მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.

სინოპტიკოსები მოსახლეობას მოსალოდნელი ამინდის შესახებ აფრთხილებენ

0
თოვა და -7 გრადუსი ყინვა – 20 იანვარს მოსალოდნელი ამინდი ქალაქების მიხედვით
#image_title

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, დღეს საქართველოს ზოგიერთ რაიონში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა.

რაც შეეხება ტემპერატურას, დასავლეთ საქართველოში 23-28, აღმოსავლეთ საქართველოში 30-35 გრადუსი იქნება, ხოლო თბილისში 33 გრადუსი.

მომდევნო დღეებში უნალექო ამინდი გაგრძელდება და ტემპერატურა რამდენიმე გრადუსით მოიმატებს.

გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!
მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.

დღეის მდგომარეობით, უკვე 120-მდე ღვინის კომპანიაა რეგისტრირებული, რომლებიც ყურძნის მიღება-გადამუშავების პროცესში ჩაერთვებიან

0
რთველის ორგანიზებულად ჩატარების მიზნით, დამატებით ამოქმედდება რთველის საკოორდინაციო შტაბის ცხელი ხაზი - საკოორდინაციო შტაბი განთავსებულია გურჯაანში
#image_title

რთველის საკოორდინაციო შტაბში, დღეის მდგომარეობით, უკვე 120-მდე ღვინის კომპანიაა რეგისტრირებული, რომლებიც ყურძნის მიღება-გადამუშავების პროცესში ჩაერთვებიან. 2025 წლის რთველის პროცესში, მთავრობის გადაწყვეტილებით, ღვინის კერძო კომპანიებზე სუბსიდია აღარ გაიცემა.

იმ შემთხვევაში, თუ კერძო სექტორი ვერ შეისყიდის მთელ მოსავალს, ჭარბი ყურძნის მიღებას სახელმწიფო საწარმო „მოსავლის მართვის კომპანია“ უზრუნველყოფს.

კახეთის რეგიონში მოწეული საფერავის ჯიშის ყურძენს სახელმწიფო საწარმო 1.50 ლარად ჩაიბარებს, „ვაზისა და ღვინის შესახებ“ საქართველოს კანონით ნებადართულ – სხვა საღვინე ჯიშებს 1.20 ლარად, არაკონდიციურ და დაზიანებულ/ან დაავადებულ ყურძენს – 1.00 ლარად.

გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!
მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.

ამისათვის ვაშლის ძმარი დაგჭირდებათ – როგორ გავაკეთოთ ვაშლის ძმრის ხაფანგი?

0
ამისათვის ვაშლის ძმარი დაგჭირდებათ - როგორ გავაკეთოთ ვაშლის ძმრის ხაფანგი?
#image_title

ზაფხული წელიწადის მშვენიერი დროა, თუმცა მას ასევე შეუძლია არასასურველი სტუმრების მოყვანა, მაგალითად, ხილის ბუზების. ეს პატარა მავნებლები შეიძლება სახლში გამოჩნდნენ, როდესაც ახალი საკვები ხელმისაწვდომია. თუმცა, Real Simple-მა დაასახელა გამოსავალი, რომელიც ასეთ ბუზებთან გამკლავებაში დაგეხმარებათ.

ამისათვის, ექსპერტების თქმით, ვაშლის ძმარი დაგჭირდებათ.

„ხილის ბუზებს იზიდავს დუღილის პროცესში მყოფი ვაშლის ძმრის სუნი, რადგან ის დამპალი ხილის (მათი გამრავლების საუკეთესო ნიადაგის) სუნს წააგავს. ძმარი იზიდავს მათ, ხაფანგი კი შიგნით აკავებს“, – განმარტა ექსპერტმა.

როგორ გავაკეთოთ ვაშლის ძმრის ხაფანგი?

ამისათვის თქვენ უნდა შეურიოთ ნახევარი ჭიქა ვაშლის ძმარი და რამდენიმე წვეთი ჭურჭლის სარეცხი საშუალება. შემდეგ ეს ნარევი დააფარეთ პოლიეთილენის შესაფუთ ცელოფანს და გააკეთეთ პატარა ნახვრეტები.

შემდეგ ხაფანგები მოათავსეთ ხილის ბუზების თავშეყრის ადგილებში, მაგალითად, ხილის თასებში, ნაგვის ურნებსა და ნიჟარებში.

როგორ ავიცილოთ თავიდან მწერების გამოჩენა მომავალში?

სახლში ხილის ბუზების გამოჩენის თავიდან ასაცილებლად საუკეთესო გზა მათი საკვების წყაროს, ხილისა და საკვების ნარჩენების, აღმოფხვრაა.

„არ დატოვოთ სახლში ამ ტიპის ნარჩენებით სავსე ნაგვის ურნა 24 საათზე მეტხანს და ორგანული ნარჩენების გადაყრის შემდეგ აუცილებლად გარეცხეთ ჭურჭლის სარეცხი საშუალებით და ცხელი წყლით“, – გვირჩევს მაკკენდალი.

რა უნდა გავაკეთოთ, თუ ხაფანგები არ დაგვეხმარება?

თუ თქვენი ხელნაკეთი ხაფანგები ერთ კვირაში ხილის ბუზების მოშორებაში არ დაგეხმარებათ, მაშინ ექსპერტები სპეციალისტთან დაკავშირებას გვირჩევენ.

„თუ ხაფანგებს ერთ კვირაზე მეტია იყენებთ და ჯერ კიდევ ბევრი ხილის ბუზია, სავარაუდოდ, პრობლემა უფრო დიდია (მაგალითად, კანალიზაციაში დამალული ბუდე ან ნაგვის ურნაში ნარჩენების დაგროვება). ამ შემთხვევაში, დროა დაიქირაოთ დასუფთავების სერვისი ან მავნებლების კონტროლის სპეციალისტი“, – თქვა შრადერმა.

გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!
მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.

რჩევები და რეკომენდაციები – როგორ უნდა შევამოწმოთ თაფლი, რძე, კარაქი და სხვა პროდუქტები ნატურალურია თუ ხელოვნური დანამატებითაა გაყალბებული

0
რჩევები და რეკომენდაციები - როგორ უნდა შევამოწმოთ თაფლი, რძე, კარაქი და სხვა პროდუქტები ნატურალურია თუ ხელოვნური დანამატებითაა გაყალბებული
#image_title

ფალსიფიცირებული საკვები ჯანმრთელობისათვის სერიოზულ საფრთხეს წარმოადგენს. დღეს, როდესაც ბაზარზე უამრავი სახის პროდუქტი იყიდება, საკვების ფალსიფიკაცია ერთ-ერთი ყველაზე დიდი პრობლემაა.

ზოგიერთი მწარმოებელი არაბუნებრივ, ქიმიურ დანამატებს ხშირად იყენებს, რომლებსაც ჩვენი ჯანმრთელობის დაზიანება შეუძლია. როგორ უნდა ამოვიცნოთ საშიში დანამატები საკვებში – თემის შესახებ გადაცემაში “შუადღე” მაყურებელს საინტერესო რჩევები და რეკომენდაციები გაუზიარეს:

რძე – იმის გარკვევა, თუ რამდენადაა რძე ნატურალური, ფინჯნის დახმარებით შეგვიძლია. რძე სწორზედაპირიან ჭურჭელზე, მაგალითად, ფინჯანზე უნდა დავაწვეთოთ. როდესაც კიდეზე დავაწვეთებთ, ნაკვალევი უნდა დატოვოს. ეს ნიშნავს, რომ რძე ნატურალურია და არ არის ფალსიფიცირებული. თუ რძე დაუყოვნებლივ ჩამოიღვრება და კვალს არ ტოვებს, ეს ნიშნავს, რომ ფხვნილითაა გაკეთებული.

კარაქი იმისათვის, რომ გავარჩიოთ, კარაქი ნატურალურია თუ არაბუნებრივი მარგარინით დამზადებული, დაგვჭირდება დანა და ხელის გული. კარაქის პატარა ნაჭერი ხელის გულზე უნდა დავიდოთ. ნატურალური კარაქი მარტივად უნდა დადნეს. თუ კარაქი ნატურალური არ არის, მას ხელზე დნობა გაუჭირდება.

წითელი წიწაკა – შეგვიძლია, ცოტა წყალი ცარიელ ჭურჭელში ჩავასხათ. ჩავყაროთ წითელი წიწაკა და დავაკვირდეთ. თუ ზოლები გაიკეთა და წყალს მარტივად შეერია, ეს ნიშნავს, რომ ფალსიფიცირებულია. თუ ზოლები არ გაიკეთა და წყალსაც მარტივად არ შეერია, ეს ნიშნავს, რომ წიწაკა სინთეტიკური საღებავების გარეშეა დამზადებული.

მწვანე ბოსტნეული – ძალიან ხშირად მწვანე ფერის ბოსტნეულს მალაქიტის მწვანეთი ღებავენ. ეს არის ერთ-ერთი ქიმიური ნაერთი, რომელიც ჩვენი ჯანმრთელობისთვის საკმაოდ საშიშია. იმისათვის, რომ გავარკვიოთ, მწვანე ბოსტნეული ხომ არ არის შეღებილი, დაგვჭირდება ზეთი და ბამბის დისკი. ბამბის დისკი ზეთში დავასველოთ და წავუსვათ მწვანე ბოსტნეულს, მაგალითად, კიტრს. თუ ბამბაზე მწვანე ფერი არ გადავიდა, ეს ნიშნავს, რომ პროდუქტი შეღებილი არ არის.

ზაფრანა, იგივე ყვითელი ყვავილი – დაახლოებით, წიწაკის შემოწმების მსგავსი ხერხი გამოგვადგება. დაგვჭირდება წყალი. ჩავყაროთ ზაფრანა. წყალმა ფერი არ უნდა შეიცვალოს და არც მარტივად შეერიოს. თუ შეერევა და წყალსაც ფერი შეეცვლება, ეს ნიშნავს, რომ პროდუქტი შეღებილია.

დარიჩინი – არსებობს კასიის ქერქი, რომელიც დარიჩინს ძალიან ჰგავს. ეს საკმაოდ საშიში ნაერთია და შეიძლება, როგორც თირკმელები, ასევე ნაღველი დაგვიზიანოს. როგორ გავარჩიოთ, დარიჩინის ჩხირს ვყიდულობთ თუ კასიის ქერქს? შეგვიძლია, სურნელით ვიხელმძღვანელოთ. დარიჩინს უფრო ნაკლებად მძაფრი სუნი აქვს. ეს სუნი შემაწუხებელი არ არის. კასიის ქერქს უფრო მძაფრი, არასასიამოვნო სუნი აქვს. კასიის ქერქი უფრო სქელია და ვიზუალურადაც მეტად უხეში.

 

 

გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!
მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.

გომბორის გზის რეაბილიტაცია შემოდგომაზე დასრულდება

0
გომბორის გზის რეაბილიტაცია შემოდგომაზე დასრულდება
#image_title

 საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, კახეთში ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზის 33.6 კმ-იანი მონაკვეთის სარეაბილიტაციო სამუშაოები შემოდგომაზე დასრულდება.

კახეთში ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზის 33.6 კმ-იანი მონაკვეთის სარეაბილიტაციო სამუშაოები – პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტიდან 66 700 000 ლარით ფინანსდება.

უწყების ინფორმაციით, დასრულებულია ხელოვნური ნაგებობების ძირითადი ნაწილის და 26 კმ-ზე საგზაო სამოსის მოწყობის სამუშაოები. გრძელდება ასფალტის დაგება და დასრულების ეტაპზეა 35 მეწყრული უბნების პრევენციის სამუშაოები, საიდანაც დარჩენილია მხოლოდ 3 მეწყრული მონაკვეთი.

“პროექტის შესაბამისად, გათვალისწინებულია გზის სავალი ნაწილის სრული რეაბილიტაცია, ასფალტ-ბეტონის საფარის დაგება, 6 ხიდის რეაბილიტაცია, ახალი წყალგამტარი მილებისა და რკინაბეტონის ქვედა და ზედა საყრდენი კედლის მოწყობა. ასევე, გატარდება მეწყერსაწინააღმდეგო ღონისძიებები, შეკეთდება ტროტუარი, მოეწყობა მოსახლეობის ეზოებში შესასვლელები, ავტობუსის გასაჩერებელი მოედანი და ავტო პავილიონი, ჩატარდება საგზაო ნიშნების მოწყობისა და გზის ჰორიზონტალური მონიშვნის სამუშაოები,”- ნათქვამია საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

„საშუალო და მაღალი ხარისხის თხილის ღირებულება, გასულ წელზე 30-40%-ით მაღალია„ – მინისტრი

0
„საშუალო და მაღალი ხარისხის თხილის ღირებულება, გასულ წელზე 30-40%-ით მაღალია„ - მინისტრი
#image_title

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ შამუგია გურიასა და სამეგრელოში იმყოფებოდა. უწყების ცნობით, მინისტრი თხილის მწარმოებლებს შეხვდა და მოსავლის აღების, დაბინავების და რეალიზაციის მიმდინარე საკითხებს ადგილზე გაეცნო. „საშუალო და მაღალი ხარისხის თხილის ღირებულება, გასულ წელზე 30-40%-ით მაღალია“ – აღნიშნა მინისტრმა.

„შევხვდით ფერმერებს გურიის და სამეგრელოს რეგიონებში და არსებულ ვითარებას გავეცანით. წელს თხილის მოსავალი არის გაუმჯობესებული, როგორც ხარისხობრივი, ისე რაოდენობრივი მაჩვენებლებით. რაც შეეხება ფასს, მიმდინარე წელს, საშუალო და მაღალი ხარისხის თხილის ღირებულება, დაახლოებით 30-40% მაღალია გასული წლის ამავე პერიოდთან შედარებით. ეს ნიშნავს იმას, რომ წელს ფერმერები მიიღებენ მნიშვნელოვნად მეტ შემოსავალს თხილის რეალიზაციიდან – წელს მეთხილე ფერმერების შემოსავალი 250 მლ ლარზე მეტი იქნება. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. ჩვენი მიზანია, მაქსიმალურად დავუჭიროთ მხარი ფერმერებს, რომ ჰქონდეთ წვდომა ფინანსურ რესურსებზე; ასევე გადავცეთ ცოდნა იმისათვის, რომ სათანადოდ მოუარონ ბაღებს და მიიღონ ხარისხიანი მოსავალი, რაც პირდაპირპროპორციულად ნიშნავს მეტ შემოსავალს. სწორედ ამიტომ დავიწყეთ მხარდაჭერის კიდევ ერთი პროგრამა გასულ წელს, რომელიც წელსაც გაგრძელდა. ვეხმარებით როგორც მცირე ფერმერებს, ასევე მსხვილი ბაღების მფლობელებს“, – განაცხადა ოთარ შამუგიამ.

მინისტრმა ყურადღება გაამახვილა თხილის მოსავლის აღების პროცესზე და შეისწავლა იმ გამოწვევები, რაც გრძელდება ამ ეტაპზე.

ოთარ შამუგია ადგილობრივ მწარმოებლებთან შეხვედრაზე ასევე მიმოიხილა თხილის დაბინავების და რეალიზაციის პროცესები, რათა უზრუნველყოფოს ეფექტური და გაუმჯობესებული სერვისები.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრთან ერთად, გურიისა და სამეგრელოში თხილის ბაღები და გადამმუშავებელ-შემნახველი ინფრასტრუქტურა მხარეების გუბერნატორებმა, მაჟორიტარმა დეპუტატმა, გიორგი ხახუბიამ, სოფლის განვითარების სააგენტოს დირექტორმა, დავით წითლიძემ, თხილის მწარმოებელთა ასოციაციის აღმასრულებელი საბჭოს თავმჯდომარემ, მერაბ ჭითანავამ და სამინისტროს შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლებმა დაათვალიერეს.

ხეხილის ბაღი, სადაც მსხა­ლი არ დგას, ღირსი არ არის, ბაღად იწოდებოდეს

0
ხეხილის ბაღი, სადაც მსხა­ლი არ დგას, ღირსი არ არის, ბაღად იწოდებოდეს
#image_title

მსხალი – ხეხილის ბაღი, სადაც მსხა­ლი არ დგას, ღირსი არ არის, ბაღად იწოდებოდეს

გამოჩენილი ფრანგი მეცნიერი ოლივიე დე სერი აღნიშნავს, რომ ხეხილის ბაღი, სადაც მსხა­ლი არ დგას, ღირსი არ არის, ბაღად იწოდებოდესო; მეც ასე ვფიქრობ. მიუხე­დავად იმისა, რომ ვაშლი უძვირფასესი კულტურაა, ხილით დახუნძლულ ბაღში შესული ადამიანი, პირველ რიგში, მსხალს გაუსინჯავს გემოს. ხილი, რომელიც განთქმულია თა­ვისი განუმეორებელი გემოთი და სურნელებით, არც ქიმიური შემცველობით ჩამორჩება. მსხალი შეიცავს 5-16% შაქრებს, 1%-მდე ვაშლის, ლიმონისა და სხვა მჟავებს, ცილებს, პექტინებს, A, B, ჩ, PP ვიტამინებს. გამოიყენება ნედლად და სხვადასხვა ნაწარმის: წვენების, კომპოტის, მურაბის, მარ­მე­­ლადის, ხილფაფის, ჩირისა და ა.შ. სახით. ერთ-ერთი სა­უკეთესო თაფლოვანი მცენარეა, 1ჰა-ზე 8-დან 23 კგ-მდე თაფლს იძლევა.
მსხალი უძველესი კულტურაა. ცნობილია მი­სი 5000-მდე ჯიში, საქართველოში – 150-მდე.
საქართველოში გავრცელებული მსხლის ძი­რითადი ჯიშებია:
კახური გულაბი – კახეთი, ქართლი, მესხეთი
ქართლური გულაბი – ქართლი, კახეთი, მესხეთი
სამარიობო – იმერეთი
სასელო – იმერეთი
აყირო – იმერეთი
თიბათვის მსხალი (ყბაწითელი გულაბი) – კახეთი
უზუნ-არმუდი – მესხეთი
სოხუმის დუშესი – აფხაზეთი
ნანაზორი (ბებიას მსხალი) – მესხეთი, ქართლი
ყაბაღ-არმუდი – მესხეთი
შავი მსხალი – რაჭა-ლეჩხუმი
შემოდგომის ხეჭეჭური – კახეთი
ბჟო – ქართლი
გვერდწითელა – ქართლი
კაცისთავა – დასავლეთი საქართველო
ხეჭეჭური – კახეთი, ქართლი, რაჭა, იმერეთი, გურია, მესხეთი
საზამთრო მსხალი – იმერეთი
თავრიჯული – მესხეთი, სხვა რაიონები
მცენარე სინათლის მოყვარულია, ნაკლე­ბად გვალვაგამძლე. ყინვაგამძლეობით ჩა­მორ­ჩება ვაშლსა და ალუბალს. იზრდება ყო­ველ­ნაირ ნი­ადაგზე (გარდა ქვიშიანი და დამლაშებული ნი­ადაგისა), ყველას კი შავმიწა და წაბლა ნიადაგი ურჩევნია.
ასე რომ, 2 ძირი მსხალი, ერთი საადრეო და ერთიც საგვიანო, აუცილებლად დარგეთ თქვენს მამულში, არ ინანებთ.

ხეხილი, კენკროვანი და სუბტროპიკული მცენარეები – ვაშლი თითქმის მთელ დედამიწაზე მოშენებულ-დამკვიდრებული კულტურაა. 

წყარო: ნიკოლოზ იოსებიძე, ყველაფერი საოჯახო მეურნეობის შესახებ (გამომცემლობა პალიტრა L)

ოზურგეთს 24-საათიანი წყალმომარაგება 2025 წელს ექნება – პროექტის ღირებულება 48 მილიონი

0
ოზურგეთს 24-საათიანი წყალმომარაგება 2025 წელს ექნება - პროექტის ღირებულება 48 მილიონი
#image_title

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია გურიაში ქალაქ ოზურგეთის წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაციის პროექტს ახორციელებს. ოზურგეთს 24-საათიანი წყალმომარაგება 2025 წელს ექნება – პროექტის ღირებულება 48 მილიონი ლარია

კომპანიის ინფორმაციით, ქალაქში წყამომარაგების არსებული ქსელი ამორტიზებულია და განახლებას საჭიროებს, რისთვისაც 48 მილიონი ლარის ღირებულების პროექტი მიმდინარეობს.

“პროექტის ფარგლებში აშენდება: ახალი რეზერვუარი, ჭაბურღილები და სატუმბი სადგური, მოეწყობა აღრიცხვის კვანძები და ყველა საჭირო ინფრასტრუქტურა, რაც მოსახლეობას უწყვეტი წყალმომარაგებით უზრუნველყოფს. გარდა ამისა, დასრულების ეტაპზეა, წყალმომარაგების ქსელის სამშენებლო სამუშაოები სოფელი ქვემო ნატენების ორ უბანში: ნარუჯასა და წითელი სხივის უბანში. მიმდინარე პროექტი სახელწიფო ბიუჯეტიდან 48 მლნ. ლარით ფინანსდება და მისი დასრულება 2025 წლის ბოლოს იგეგმება, რის შედეგადაც 20 000-ზე მეტი ბენეფიციარი 24 საათიანი წყალმომარაგებით ისარგებლებს,”- ნათქვამია გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

კომპანია გურიის რეგიონში სულ 6 მიმდინარე პროექტს ახორციელებს, რომელთა ჯამური ღირებულება 115 მილიონ ლარს შეადგენს. მათ შორის წყალმომარაგების ქსელი სრულად განახლდა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფლებშიც: ცხემლისხიდში, დვაბზუსა და მშვიდობაურში. მიმდინარე პროექტის ფარგლებში მოეწყო: წყალმომარაგების ქსელი, აღრიცხვის კვანძები, სათავე ნაგებობები, საქლორატორო, სატუმბო სადგური და რეზერვუარი. პროექტს საქართველოს მთავრობის დაფინანსებით 10 მლნ. ლარამდე მოხმარდა.