პარასკევი, მაისი 8, 2026
- Advertisement -
Google search engine

უნიკალური ვიდეო კადრები – წელიწადში მხოლოდ ერთხელ, ყოველ მარიამობას, ღვთისმშობლის მიძინების ტაძარში, ყოველწლიურად აღესრულება სასწაული – ხატის თაყვანის საცემად შხამიანი გველები მოდიან

0
უნიკალური ვიდეო კადრები - წელიწადში მხოლოდ ერთხელ, ყოველ მარიამობას, ღვთისმშობლის მიძინების ტაძარში, ყოველწლიურად აღესრულება სასწაული - ხატის თაყვანის საცემად შხამიანი გველები მოდიან
#image_title

კუნძულ კეფალონიაზე წელიწადში მხოლოდ ერთხელ, ყოველ მარიამობას, ღვთისმშობლის მიძინების ტაძარში, ყოველწლიურად აღესრულება სასწაული – ხატის თაყვანის საცემად შხამიანი გველები მოდიან.

ხატს “გველის ღვთისმშობელს” უწოდებენ, გველებს – “ღვთისმშობლის გველებს”. სასწაულია, სხვა რა არის, კლდიდან გამოდიან გველები, შედიან ტაძარში და იქ დაბრძანებულ ღვთისმშობლის ხატებზე განლაგდებიან.

ორი სოფელია, სადაც ეს სასწაული ფიქსირდება – არჯინია და მარკო პულოსი. სოფელ არჯინიაში მდებარე ისტორიულ ტაძარში დაახლოებით მე-14 – მე-15 საუკუნეში დაიწყო ეს ყველაფერი.

მთაზე მდებარე ტაძარში იყო დედათა მონასტერი, რომელსაც ძალიან ხშირად თავს ესხმოდნენ მეკობრეები. ერთ-ერთი ასეთი თავდასხმის დროს, როგორც ლეგენდა გვიყვება, მეკობრეებმა ალყა შემოარტყეს მონასტერს. დედებმა დახმარება ღვთისმშობელს სთხოვეს, რომელმაც ისმინა თხოვნა და ისინი გველებად გადააქცია.

ლეგენდის მიხედვით, დედები გველების სახით გამოდიან ტაძარში და ეს ყოველ მარიამობას ხდება. როგორც იქ ამბობენ, ეს გველები სხვა დროს არსად არ ფიქსირდებიან. სწორედ 28 აგვისტოს გამოდიან და ერთი კვირის შემდეგ უკან კლდეში ბრუნდებიან, მთელი წლის განმავლობაში კი მათი ნახვა თითქმის შეუძლებელია. ერთი კვირის განმავლობაში ეს გველები არიან საოცრად მშვიდნი და კეთილგანწყობილნი. ამ გველებისთვის დამახასიათებელი ნიშანია ასევე მათი სხეულის სითბო;

ამ პატარა სოფელში ყოველ ღვთისმშობლობაზე ათეულობით ათასი ადამიანი ჩადის. თავდაპირველად ტაძარი კლდეზე იყო მიდგმული, კლდის გარშემო იყო გაშენებული მონასტერიც, ახლა ასე აღარ არის, ტაძარი დაინგრა და დაახლოებით 50 მეტრში ახალი ღვთისმშობლის ტაძარი ააშენეს.

ნახეთ უნიკალური კადრები

 

გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!
მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.

ახალგაზრდა მამაკაცი დაიღუპა კრაზანის კბენის შედეგად გამოწვეული ანაფილაქსიური შოკით – რა უნდა გააკეთოთ თუ კრაზანამ გიკბინათ

0
ახალგაზრდა მამაკაცი დაიღუპა კრაზანის კბენის შედეგად გამოწვეული ანაფილაქსიური შოკით - რა უნდა გააკეთოთ თუ კრაზანამ გიკბინათ
#image_title

ექიმი ლალი ჯანაშია სოციალურ ქსელში წერს, რა უნდა მოიმოქმედოთ, თუ კრაზანამ გიკბინათ.

„სამწუხარო რეალობა და არა პირველად ახალგაზრდა მამაკაცი დაიღუპა კრაზანის კბენის შედეგად გამოწვეული ანაფილაქსიური შოკით.

საშიშ ადგილებში, სადაც შემჩნეული გაქვთ კრაზანების ბუდეები, მაქსიმალურად დახურული ტანსაცმელი გამოიყენეთ და ნუ ეცდებით მათი ბუდეების მოშლას, იმ ადამიანების გარეშე, ვინც სპეციალური აღჭურვილობით შეძლებს ამის გაკეთებას!

 ანაფილაქსიური შოკის მართვა აუცილებელია დაუყოვნებლივ და ეტაპობრივად:

 1. დაუყოვნებლივი ადრენალინის შეყვანა

• პირველი და მთავარი პრეპარატი.
• ინტრამუსკულარულად (IM) წინა-გარე ბარძაყში, დოზა: 0.01 მგ/კგ (ზრდასრულში საშუალოდ 0.3–0.5 მგ).
• საჭიროების შემთხვევაში 5–15 წუთში შეიძლება განმეორება.

 2. სუნთქვის გზების უზრუნველყოფა

• პაციენტის მოთავსება ჰორიზონტალურ მდგომარეობაში ფეხების აწევით.
• ჟანგბადის მიწოდება.
• მძიმე შემთხვევებში – ინტუბაცია ან ტრაქეოტომია.

 3. ინტრავენური თერაპია

• სწრაფი ინფუზია 0.9% NaCl-ის.
• ჰიპოტენზიის დროს – ვაზოპრესორები (ნორადრენალინი, დოპამინი).

 4. დამხმარე მედიკამენტები

• ანტიჰისტამინები (H1 და H2 ბლოკატორები).
• გლუკოკორტიკოიდები (მეტილპრედნიზოლონი, დექსამეტაზონი) – რეციდივის პრევენციისთვის.

 5. ჰოსპიტალიზაცია და მონიტორინგი

• ყველა პაციენტი საჭიროებს გადაყვანას სტაციონარში მინიმუმ 24 საათით, რადგან შესაძლებელია გვიანი რეციდივი“, – წერს ექიმი ლალი ჯანაშია.

გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!
მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.

სულგუნი: რატომ არის ეს ქართული ყველი TasteAtlas-ის 100 საუკეთესო ყველში?

0
სულგუნი: რატომ არის ეს ქართული ყველი TasteAtlas-ის 100 საუკეთესო ყველში?
#image_title

გავლენიანმა კულინარიულმა პლატფორმა TasteAtlas-მა 2024 წლის TOP 100 ყველის რეიტინგი გამოაქვეყნა, რომელშიც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის პროდუქტთან ერთად სულგუნიც მოხვდა. სულგუნი: რატომ არის ეს ქართული ყველი TasteAtlas-ის 100 საუკეთესო ყველში?

ქართულმა ყველმა რეიტინგში 52-ე ადგილი დაიკავა.

ამასთან, შებოლილი ყველის კატეგორიაში სულგუნი მე-3 ადგილს იკავებს.

TasteAtlas-ის ვებგვერდზე ვკითხულობთ, რომ რეიტინგი 1378 დასახელების ყველისგან, 36500-ზე მეტი მომხმარებლის შეფასებით შედგა.

სულგუნის წარმოშობა კავკასიის რეგიონშია, მაგრამ დღეს იგი არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მთელ მსოფლიოში ცნობილია.

სულგუნი გამოირჩევა თავისი უნიკალური გემოთი, ტექსტურით და წარმოების მეთოდებით, რაც მას TasteAtlas-ის 100 საუკეთესო ყველის სიაში ნამდვილი ღირსების მქონე პროდუქტად აქცევს. თუ გსურთ გასინჯოთ განსაკუთრებული და გემრიელი, სულგუნი აუცილებლად უნდა იყოს თქვენს სიაში!

  1. გემრიელი არომატი და ტექსტურა: სულგუნი ცნობილია თავისი კრემისებრი და მჟავე გემოთი, რაც მას განსაკუთრებულად მიმზიდველს ხდის ყველის მოყვარულთათვის. მისი მჟავე არომატი უნიკალურად განსხვავდება სხვა ყველებისგან.
  2. თხელი და ნაზი კონსისტენცია: სულგუნი გამოირჩევა უნიკალური კონსისტენციით, რაც მისი გამოყენების მრავალფეროვან შესაძლებლობებს უზრუნველყოფს.
  3. უნიკალური წარმოების მეთოდები: სულგუნის წარმოება მოიცავს სპეციფიურ ტრადიციულ მეთოდებს, რაც მას განსაკუთრებულ გემოს და თვისებებს ანიჭებს. მისი დამზადების პროცესში ხორციელდება ხელოსნობითი ტექნოლოგიები, რაც სექრეტულ და უნიკალურ სუნ-სურნელებს იძლევა.

როგორ იმყნობა კაკალი

0
როგორ იმყნობა კაკალი
#image_title

როგორ იმყნობა კაკალი

კაკლის ვეგეტაციური გამრავლების ყველაზე გავრცელებული მეთოდი მყნობაა. მაგ­რამ ეს მე­თოდი არ ვრცელდება ასაკოვან ხეებზე. ამ­ყნო­ბენ წინასწარ ამ მიზნით გამოყვანილ თესლნერ­გებს. თესლნერგებს ამყნობენ სათბურებში იანვარ-თებერვალში. საძირეებად იყენებენ წვრილ­ნაყოფა კირკიტი კაკლის ძლიერი ჯიშების თესლნერგებს.
მყნობამდე 1,5 თვით ადრე თესლნერგები გადააქვთ 22 სმ სიმაღლისა და 12 სმ დიამეტრის თიხის ქოთნებში. იმისათვის, რომ საძირეს არ განუვითარდეს ღერძული ფესვი, რაც ამ კულტურის დამახასიათებელი თვისებაა, მას წვერს აჭრიან და ფესვთა სისტემა სიგანეში ვითარდება. ხარისხოვანი სანამყენეების მისაღებად, სასურველი ჯიშის ხეებს აახალგაზრდავებენ გადაბელვით, ხოლო შემდეგ არჩევენ საუკეთესო, მსხვილ და თავმომრგვალებულკვირტებიან კალმებს. კალმების გული გაცილებით ნაკლები სიგანის უნდა იყოს, ვიდრე მერქანი. მყნობის საუკეთესო ხერხია ე.წ. ენიანი კალმით მყნობა. საძირისა და სანამყენის დიამეტრი თანაბარი უნდა იყოს, რაც შეხორცების ხარისხს ზრდის.
კაკლის გაშენება ფერდობზე
მიუხედავად იმისა, რომ საქართველო კაკ­ლის სამშობლოდ ითვლება, დღეს სხვა ქვეყ­ნე­­ბიდან შემოგვაქვს ნიგოზი და არცთუ ისე იაფად. კაკალი ზღვის დონიდან 500-900მ-ზე თავს კარგად გრძნობს, 14ºჩ-მდე ყინვასაც იტანს, არც მეწლეობა იცის. განსაკუთრებით ხარისხოვან და უხვ მოსავალს კი იმ შემთხვე­ვაში იძლევა, თუ ფერდობიან ადგილებშია გა­შე­ნებული, მაგალითად რაჭა-ლეჩხუმში, ადიგე­ნის, დუშეთის, თეთრი­წყაროს, თიანეთისა და ახალციხის რაიონებში. ქართველი მეცნიერები გვთავაზობენ ბაღის გაშენების წესს: 15-17º დახრილობის ფერდობი მოიხნას გარდიგარდმო საპლანტაჟე გუთნით. კაკალი დარგეთ ისე, რომ რიგები ერთმანეთისგან თანაბარი მანძილით იყოს დაშორებული. გადახრა არ უნდა აღემატებოდეს 2º-ს. ფერდობი უნდა დაიყოს ტერასებად ბულდოზერით. ნიადაგი უნდა გაფხვიერდეს 50-60 სმ-ის სიღრმეზე. ნარგა­ვებს უნდა ჰქონდეს კარგი განათება, რისთვისაც ძლიერ მოზარდი ჯიშები დავაშოროთ 10X10მ-ზე, ხოლო სუსტად მოზარდი – 10X8 მ-ზე.
60-70 სმ სიღრმის ორმოები უნდა ამოვიღოთ კაკლის დარგვამდე ორი კვირით ადრე და შევიტანოთ 1-1,5 კგ სუპერფოსფატი, ზემოდან დავაყაროთ ფხვიერი მიწა. ფესვებზე მისაყრელ მიწას კი უნდა დაემატოს 8-10 კგ გადამწვარი ნაკელი. კაკლის ჩარგვის შემდეგ მიწა უნდა დაიტკეპნოს და ნარგავს გაუკეთდეს სარწყავი ჯამი. ნერგი დარგვისთანავე კარგად უნდა მოირწყოს (2 ვედრო წყალი მაინც სჭირდება), ხოლო ზემოდან ფხვიერი მიწა მოეყაროს.

რა მოსწონს და რას ვერ იტანს კაკალი

წყარო: ნიკოლოზ იოსებიძე, ყველაფერი საოჯახო მეურნეობის შესახებ (გამომცემლობა პალიტრა L)

სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის მარცვლეული კულტურების კვლევის სამსახურის და სასოფლო-სამეურნეო კულტურათა სელექციური მიღწევების ეროვნული გამოცდის სამსახურის მიერ განხორციელებულ და მიმდინარე პროექტებს გაეცნო

0
სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის მარცვლეული კულტურების კვლევის სამსახურის და სასოფლო-სამეურნეო კულტურათა სელექციური მიღწევების ეროვნული გამოცდის სამსახურის მიერ განხორციელებულ და მიმდინარე პროექტებს გაეცნო
#image_title

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე იური ნოზაძე, სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის დირექტორ ლევან უჯმაჯურიძესთან ერთად, ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ვაჩიანში, სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის მარცვლეული კულტურების კვლევის სამსახურის და სასოფლო-სამეურნეო კულტურათა სელექციური მიღწევების ეროვნული გამოცდის სამსახურის მიერ განხორციელებულ და მიმდინარე პროექტებს გაეცნო. ინფორმაციას გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, ვაჩიანის ბაზაზე სსიპ სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი, ტექნოლოგიური სქემების სრული დაცვით, ადგილობრივი, ასევე საერთაშორისო (CIMMYT – ICARDA) სანერგეებიდან გამორჩეულ თავთავიანი კულტურათა სამეცნიერო კვლევით სამუშაოებს ახორციელებს.

„განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია ეროვნულ კატალოგში შესული ხორბლის ენდემური სახეობის „დიკა“ და ადგილობრივი ჯიშების „ახალციხის წითელი დოლის პური“, „შავფხა“, „ჯავახეთის დიკა“, „კორბოულის დოლის პური“ საბაზისო სათესლე მასალის მიღებასთან დაკავშირებული სამუშაოები, რომელიც სერტიფიცირებული სათესლე მასალის წარმოების წინაპირობაა.

აღსანიშნავია სასოფლო-სამეურნეო კულტურათა სელექციური მიღწევების ეროვნული გამოცდის სამსახურის საქმიანობაც, რომელიც საქართველოს ექვს რეგიონში, მათ შორის, სამცხე ჯავახეთში, საშემოდგომო, საგაზაფხულო თავთავიანი კულტურების (ქერი, ხორბალი), კარტოფილის ადგილობრივი და უცხოური ჯიშების გამოცდას წლებია წარმატებით ახორციელებს. სამსახურების საქმიანობის ძირითადი მიმართულებებია კონკრეტული რეგიონისთვის ადაპტირებული, მავნებელ-დაავადებათა მიმართ გამძლე, მაღალპროდუქტიული ჯიშების, შესწავლა, გამოცდა, გამოვლენა და შემდგომი გავრცელებისათვის ეროვნულ კატალოგში შესატანად რეკომენდაციის გაწევა.

„აგრარული სექტორისათვის უაღრესად მნიშვნელოვანია მარცვლეული, კარტოფილის და სხვა სასოფლო-სამეურნეო კულტურების ახალი პერსპექტიულ ჯიშების შერჩევა, გამოცდა, მათი სერტიფიცირებული სათესლე მასალის წარმოება და ფერმერებში გავრცელება, რაც მაღალი, ჯანსაღი, მაღალხარისხოვანი პროდუქციის მიღების შესაძლებლობას იძლევა. ამ მხრივ საყურადღებოა ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში განხორციელებული ფართომასშტაბიანი სამეცნიერო და პრაქტიკული სამუშაოები“, – განაცხადა იური ნოზაძემ.

სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ და სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის დირექტორმა, ცენტრის მმართველობაში არსებულ შპს „ ადამ ბერიძის სახელობის ნიადაგის, სურსათისა და მცენარეთა ინტეგრირებული დაცვის დიაგნოსტიკურ ცენტრ „ანასეულის“ დირექტორ იოსებ ბასილიასთან და სასოფლო-სამეურნეო კულტურათა სელექციური მიღწევების ეროვნული გამოცდის სამსახური უფროს გიორგი ღუღუნიშვილთან ერთად, ვაჩიანის ბაზაზე არსებული საცდელ სადემონსტრაციო ნაკვეთები, ტექნიკა, მანქანა იარაღები, მარცვლეული კულტურების, კარტოფილის სათესლე და სარგავი მასალის წარმოება-შენახვის თანამედროვე ინფრასტრუქტურა დაათვალიერეს და სამომავლო საქმიანობებზე იმსჯელეს.“ – აღნიშნულია ინფორმაციაში.

#drpkhakadze

ღვინის ეროვნული სააგენტო რთველის პერიოდში 100-მდე ახალგაზრდას ასაქმებს

0
ღვინის ეროვნული სააგენტო რთველის პერიოდში 100-მდე ახალგაზრდას ასაქმებს
#image_title

რთველის მიმდინარეობის პერიოდში, ღვინის ეროვნული სააგენტო 100-მდე ახალგაზრდას ღვინის საწარმოებში ოპერატორის პოზიციაზე ასაქმებს. ოპერატორის პოზიციაზე დასაქმების მსურველი ახალგაზრდები გასაუბრების საფუძველზე შეირჩნენ.

შერჩეულ კანდიდატებს სპეციალური ტრენინგები გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სპეციალისტებმა რთველის საკოორდინაციო შტაბში ჩაუტარეს. რთველის აღრიცხვის პროგრამა ქვეყანაში 2013 წლიდან მუშაობს.

პროგრამა უზრუნველყოფს ჩაბარებული ყურძნის შესახებ სრული და დაზუსტებული მონაცემების შეგროვებას, რაც მაღალი ხარისხის ღვინის წარმოების უზრუნველყოფისთვის მნიშვნელოვანი ფაქტორია.

დასაქმებული ახალგაზრდების ნაწილს ანალოგიური სამუშაო გამოცდილება გასული წლების რთველიდან უკვე აქვს. აღსანიშნავია, რომ 2024 წელს ყურძნის საპროგნოზო მოსავალი 300 ათას ტონას შეადგენს. რთველის მიმდინარეობის დროს ყურძნის გადამუშავების პროცესში, ჯამურად, 500-ზე მეტი ღვინის საწარმო იქნება ჩართული.

კომპანია 9000 ტონა ყურძნის გადამუშავებას გეგმავს

0
კომპანია 9000 ტონა ყურძნის გადამუშავებას გეგმავს
#image_title

მეღვინეობა „ბადაგონი“ პირველი ღვინის კომპანიაა, რომელმაც კახეთში ფერმერებისგან ყურძნის ჩაბარება უკვე დაიწყო.

კომპანიის დირექტორის, მარი გიორგაძის განცხადებით, “ბადაგონში” 2024 წლის რთველმა სტარტი წარმატებით აიღო. კომპანიაში  ცქრიალა ღვინისთვის ყურძნის მიღება ინტენსიურად მიმდინარეობს. 

„წელს,  ყურძნის ხარისხი გამორჩეულად მაღალია. მეღვინეობა „ბადაგონი“ საკუთარი ვენახებიდან და ფერმერებისგან 9000 ტონა ყურძნის მიღებას და გადამუშავებას გეგმავს“, – აღნიშნა მარი გიორგაძემ.

წყარო: 

#drpkhakadze

ფერმერები სიმინდის უხვ და ხარისხიან მოსავალს ელოდებიან

0
ფერმერები სიმინდის უხვ და ხარისხიან მოსავალს ელოდებიან
#image_title

სურსათის ეროვნული სააგენტო სასიმინდე ფართობების დამუშავებას ინტენსიურად ახორციელებს, რაც ბოლო წლებში თვალსაჩინოდ აისახა სასოფლო-სამეურნეო კულტურებზე.

ფერმერთა განმარტებით, მიმდინარე წელსაც სიმინდის უხვ და ხარისხიან მოსავალს ელიან.

სურსათის ეროვნული სააგენტოს აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის მართვის ცენტრი მავნებლის საწინააღმდეგო ღონისძიებებს რამდენიმე ეტაპად ატარებს. ბუფერულ ზონებში, საყანე ფართობების მიმდებარედ და სოფლის პერიმეტრებზე დამონტაჟებულია „მოიზიდე და გაანადგურე“ სადგურები და მავნებლის დამჭერი „მონიტორინგის ხაფანგები“. ჯაგნარები, სასიმინდე ფართობები და მიმდებარე ტერიტორიები ცივი შესხურების მეთოდით მუშავდება.

ღონისძიებები ღამის საათებში, უსაფრთხოების ნორმების სრული დაცვით მიმდინარეობს. ყველა ადმინისტრაციულ ერთეულში, სოფლის შიდა და გარე პერიმეტრები თერმული ნისლით მუშავდება.

დღეის მონაცემებით, ქვეყნის მასშტაბით სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ ცივი შესხურების მეთოდით დამუშავებულია 25 000 ჰა-მდე სასიმინდე ფართობი, ხოლო ჯამურად – 58 000 ჰა-მდე ტყის პერიმეტრი, ჯაგნარი და სიმინდის მასივი.

თერმული ნისლით კი ამ ეტაპისთვის 170 390 ჰა ფართობია დამუშავებული. სურსათის ეროვნული სააგენტოს სპეციალისტებმა ქვეყნის მასშტაბით, 103 819 „მოიზიდე და გაანადგურე” სადგური და 7474 “მონიტორინგის ხაფანგი” განათავსეს.

ინფორმაციას სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

დუსელდორფში ქართული ღვინის წარდგენა გაიმართა

0
დუსელდორფში ქართული ღვინის წარდგენა გაიმართა
#image_title

ღვინის ეროვნული სააგენტოს ფინანსური მხარდაჭერით და ცნობილი გერმანელი ინფლუესერის და სომელიეს, ტონი ასკიტისის (Toni Askitis) ორგანიზებით, გერმანიის ქალაქ დუსელდორფში ქართული ღვინის დეგუსტაცია გაიმართა.

ტონი ასკიტისი საკუთარ პოპულარულ არხზე #Asktoni ღვინის სფეროს სიახლეებს და ტენდენციებს გადმოსცემს.

სხვადასხვა სახეობის ქართული ღვინის წარდგენა გაიმართა ტონი ასკიტისის ღვინის ბარში „Pelican Fly“ და ასევე ადგილობრივ პარკში დეგუსტაციაზე სახელწოდებით – “Tasting in the park”.

ევროპაში ღვინის უდიდესი იმპორტიორი ქვეყანა გერმანია ქართული ღვინის სტრატეგიული ბაზრების ჩამონათვალს 2020 წლიდან დაემატა და საექსპორტო ქვეყნების ათეულში სტაბილურად დაიმკვიდრა ადგილი.

ქართული ღვინის პოპულარიზაციისა და საექსპორტო პოტენციალის გაზრდის მიზნით, აქტიური პოპულარიზაციის კამპანია გერმანიაში მიმდინარე წელსაც გრძელდება. კამპანიის ფარგლებში, დეგუსტაცია-სემინარები გერმანიის სხვადასხვა ქალაქში ღვინის პროფესიონალების, ღვინით ვაჭრობის სფეროს წარმომადგენლებისა და მომხმარებლებისთვის იმართება; ქართული ღვინო წარმოდგენილია საერთაშორისო გამოფენებზე, ხორციელდება მიზნობრივი სარეკლამო და მედია კამპანიები; გარდა ამისა, მედიის, სომელიეებისა და გაყიდვების სფეროს წარმომადგენლებისთვის ეწყობა ღვინის ტურები საქართველოში.

ინფორმაციას ღვინის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

ქართული ნუში ჩვენი ენდემია

0
ქართული ნუში ჩვენი ენდემია
#image_title

ქართული ნუში ჩვენი ენდემია

ამ გვარში 40-მდე სახეობა შედის, რო­მელიც გავრცელებულია ხმელთაშუა ზღვის­პირეთიდან ცენტრალურ აზიამდე. სა­ქართველოში ორი სა­ხეობის ნუში იზრდება – ჩვეულებრივი, კულტივირებული და ველური – ქართული ნუში, რომელიც ჩვენი ქვეყნის ენდემია.
ჩვეულებრივი ნუში თავისთავად იყოფა ტკბილ, მწარე, თხელნაჭუჭა და სქელნაჭუჭა ჯიშებად. ჩვე­ულებრივი ტკბილი ნუშის გული შეიცავს 40-60% ზეთს და 20-30% ც­ილებს. ნუშის გულს მი­ირთმევენ ნედლად, მოხალულს. იხმარება კუ­ლინარიაში. ნუშის ზეთი გამოიყენება კვების მრე­წველობაში, პარფიუმერიასა და მედიცინა­ში; იხმარება საინიექციო ქაფურის გამხსნელად, სამკურნალო და კოსმეტიკური მალამოების ნედლეულად, ინიშნება როგორც კუჭში გამ­ხსნელი საშუალება. კოპტონი კი გამოიყენება ცხოველების საკვებად.
ნაჭუჭი გამოიყენება გააქტიურებული ნახში­რის მისაღებად. მისგანვე გამოიმუშა­ვებენ ნივთიერებას, რომელსაც იყენებენ ახალგამოხდი­ლი საკონიაკე სპირტისა და თეთრი ღვინის არო­მატისათვის.
ამრავლებენ თესლით. თესავენ ნოემბერ-­დეკემბერში, 1-2-წლიან საძირეებზე ამყნობენ სასურველი ჯიშის კვირტებს.
ნუშის საძირედ ვარგა აგრეთვე: ჭერამი, ატამი, ქლიავი, ტყემალი და, რა თქმა უნდა, ყველა ჯიშის ველური ნუში.
ნუშის დარგვა-გახარების აგროტექნიკა არ განსხვავდება სხვა დანარჩენი მერქ­ნიანი კულტურებისგან.

რა უნდა ვიცოდეთ თხილის კულტურის გაშენებისას

წყარო: ნიკოლოზ იოსებიძე, ყველაფერი საოჯახო მეურნეობის შესახებ (გამომცემლობა პალიტრა L)