ქართული ნუში ჩვენი ენდემია

SheniSofeli.ge
1 წუთიანი წაკითხვა
#image_title

ქართული ნუში ჩვენი ენდემია

ამ გვარში 40-მდე სახეობა შედის, რო­მელიც გავრცელებულია ხმელთაშუა ზღვის­პირეთიდან ცენტრალურ აზიამდე. სა­ქართველოში ორი სა­ხეობის ნუში იზრდება – ჩვეულებრივი, კულტივირებული და ველური – ქართული ნუში, რომელიც ჩვენი ქვეყნის ენდემია.
ჩვეულებრივი ნუში თავისთავად იყოფა ტკბილ, მწარე, თხელნაჭუჭა და სქელნაჭუჭა ჯიშებად. ჩვე­ულებრივი ტკბილი ნუშის გული შეიცავს 40-60% ზეთს და 20-30% ც­ილებს. ნუშის გულს მი­ირთმევენ ნედლად, მოხალულს. იხმარება კუ­ლინარიაში. ნუშის ზეთი გამოიყენება კვების მრე­წველობაში, პარფიუმერიასა და მედიცინა­ში; იხმარება საინიექციო ქაფურის გამხსნელად, სამკურნალო და კოსმეტიკური მალამოების ნედლეულად, ინიშნება როგორც კუჭში გამ­ხსნელი საშუალება. კოპტონი კი გამოიყენება ცხოველების საკვებად.
ნაჭუჭი გამოიყენება გააქტიურებული ნახში­რის მისაღებად. მისგანვე გამოიმუშა­ვებენ ნივთიერებას, რომელსაც იყენებენ ახალგამოხდი­ლი საკონიაკე სპირტისა და თეთრი ღვინის არო­მატისათვის.
ამრავლებენ თესლით. თესავენ ნოემბერ-­დეკემბერში, 1-2-წლიან საძირეებზე ამყნობენ სასურველი ჯიშის კვირტებს.
ნუშის საძირედ ვარგა აგრეთვე: ჭერამი, ატამი, ქლიავი, ტყემალი და, რა თქმა უნდა, ყველა ჯიშის ველური ნუში.
ნუშის დარგვა-გახარების აგროტექნიკა არ განსხვავდება სხვა დანარჩენი მერქ­ნიანი კულტურებისგან.

რა უნდა ვიცოდეთ თხილის კულტურის გაშენებისას

ვიტამინი D3 — Sheni Labs
Sheni Network

წყარო: ნიკოლოზ იოსებიძე, ყველაფერი საოჯახო მეურნეობის შესახებ (გამომცემლობა პალიტრა L)

 

სკანირება
QR კოდი
shenisofeli.ge

სტატიის ციტირება

შენი სოფელი. (2026). ქართული ნუში ჩვენი ენდემია. 26 აგვისტო, 2026. https://shenisofeli.ge/ქართული-ნუში-ჩვენი-ენდემ/

სტატიის ციტირება
SheniSofeli.ge. ქართული ნუში ჩვენი ენდემია [Internet]. თბილისი: Shenisofeli.ge; 2026 [ციტირებულია: 2026 სექ 12]. ხელმისაწვდომია: https://shenisofeli.ge/%e1%83%a5%e1%83%90%e1%83%a0%e1%83%97%e1%83%a3%e1%83%9a%e1%83%98-%e1%83%9c%e1%83%a3%e1%83%a8%e1%83%98-%e1%83%a9%e1%83%95%e1%83%94%e1%83%9c%e1%83%98-%e1%83%94%e1%83%9c%e1%83%93%e1%83%94%e1%83%9b/
shenisofeli.ge
გაუზიარეთ ეს სტატია
კომენტარები ჯერ არ არის
© 2026 შენი სოფელი · PHIG · Sheni Network