უნიკალური ვიდეო კადრები – წელიწადში მხოლოდ ერთხელ, ყოველ მარიამობას, ღვთისმშობლის მიძინების ტაძარში, ყოველწლიურად აღესრულება სასწაული – ხატის თაყვანის საცემად შხამიანი გველები მოდიან

SheniSofeli.ge
2 წუთიანი წაკითხვა
#image_title

კუნძულ კეფალონიაზე წელიწადში მხოლოდ ერთხელ, ყოველ მარიამობას, ღვთისმშობლის მიძინების ტაძარში, ყოველწლიურად აღესრულება სასწაული – ხატის თაყვანის საცემად შხამიანი გველები მოდიან.

ხატს “გველის ღვთისმშობელს” უწოდებენ, გველებს – “ღვთისმშობლის გველებს”. სასწაულია, სხვა რა არის, კლდიდან გამოდიან გველები, შედიან ტაძარში და იქ დაბრძანებულ ღვთისმშობლის ხატებზე განლაგდებიან.

ორი სოფელია, სადაც ეს სასწაული ფიქსირდება – არჯინია და მარკო პულოსი. სოფელ არჯინიაში მდებარე ისტორიულ ტაძარში დაახლოებით მე-14 – მე-15 საუკუნეში დაიწყო ეს ყველაფერი.

მთაზე მდებარე ტაძარში იყო დედათა მონასტერი, რომელსაც ძალიან ხშირად თავს ესხმოდნენ მეკობრეები. ერთ-ერთი ასეთი თავდასხმის დროს, როგორც ლეგენდა გვიყვება, მეკობრეებმა ალყა შემოარტყეს მონასტერს. დედებმა დახმარება ღვთისმშობელს სთხოვეს, რომელმაც ისმინა თხოვნა და ისინი გველებად გადააქცია.

ვიტამინი D3 — Sheni Labs
Sheni Network

ლეგენდის მიხედვით, დედები გველების სახით გამოდიან ტაძარში და ეს ყოველ მარიამობას ხდება. როგორც იქ ამბობენ, ეს გველები სხვა დროს არსად არ ფიქსირდებიან. სწორედ 28 აგვისტოს გამოდიან და ერთი კვირის შემდეგ უკან კლდეში ბრუნდებიან, მთელი წლის განმავლობაში კი მათი ნახვა თითქმის შეუძლებელია. ერთი კვირის განმავლობაში ეს გველები არიან საოცრად მშვიდნი და კეთილგანწყობილნი. ამ გველებისთვის დამახასიათებელი ნიშანია ასევე მათი სხეულის სითბო;

ამ პატარა სოფელში ყოველ ღვთისმშობლობაზე ათეულობით ათასი ადამიანი ჩადის. თავდაპირველად ტაძარი კლდეზე იყო მიდგმული, კლდის გარშემო იყო გაშენებული მონასტერიც, ახლა ასე აღარ არის, ტაძარი დაინგრა და დაახლოებით 50 მეტრში ახალი ღვთისმშობლის ტაძარი ააშენეს.

ნახეთ უნიკალური კადრები

 

გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!
მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.
სკანირება
QR კოდი
shenisofeli.ge

სტატიის ციტირება

შენი სოფელი. (2026). უნიკალური ვიდეო კადრები – წელიწადში მხოლოდ ერთხელ, ყოველ მარიამობას, ღვთისმშობლის მიძინების ტაძარში, ყოველწლიურად აღესრულება სასწაული – ხატის თაყვანის საცემად შხამიანი გველები მოდიან. 28 აგვისტო, 2026. https://shenisofeli.ge/უნიკალური-ვიდეო-კადრები/

სტატიის ციტირება
SheniSofeli.ge. უნიკალური ვიდეო კადრები – წელიწადში მხოლოდ ერთხელ, ყოველ მარიამობას, ღვთისმშობლის მიძინების ტაძარში, ყოველწლიურად აღესრულება სასწაული – ხატის თაყვანის საცემად შხამიანი გველები მოდიან [Internet]. თბილისი: Shenisofeli.ge; 2026 [ციტირებულია: 2026 სექ 12]. ხელმისაწვდომია: https://shenisofeli.ge/%e1%83%a3%e1%83%9c%e1%83%98%e1%83%99%e1%83%90%e1%83%9a%e1%83%a3%e1%83%a0%e1%83%98-%e1%83%95%e1%83%98%e1%83%93%e1%83%94%e1%83%9d-%e1%83%99%e1%83%90%e1%83%93%e1%83%a0%e1%83%94%e1%83%91%e1%83%98/
shenisofeli.ge
გაუზიარეთ ეს სტატია
კომენტარები ჯერ არ არის
© 2026 შენი სოფელი · PHIG · Sheni Network