ახალგაზრდა მამაკაცი დაიღუპა კრაზანის კბენის შედეგად გამოწვეული ანაფილაქსიური შოკით – რა უნდა გააკეთოთ თუ კრაზანამ გიკბინათ

SheniSofeli.ge
1 წუთიანი წაკითხვა
#image_title

ექიმი ლალი ჯანაშია სოციალურ ქსელში წერს, რა უნდა მოიმოქმედოთ, თუ კრაზანამ გიკბინათ.

„სამწუხარო რეალობა და არა პირველად ახალგაზრდა მამაკაცი დაიღუპა კრაზანის კბენის შედეგად გამოწვეული ანაფილაქსიური შოკით.

საშიშ ადგილებში, სადაც შემჩნეული გაქვთ კრაზანების ბუდეები, მაქსიმალურად დახურული ტანსაცმელი გამოიყენეთ და ნუ ეცდებით მათი ბუდეების მოშლას, იმ ადამიანების გარეშე, ვინც სპეციალური აღჭურვილობით შეძლებს ამის გაკეთებას!

 ანაფილაქსიური შოკის მართვა აუცილებელია დაუყოვნებლივ და ეტაპობრივად:

ვიტამინი D3 — Sheni Labs
Sheni Network

 1. დაუყოვნებლივი ადრენალინის შეყვანა

• პირველი და მთავარი პრეპარატი.
• ინტრამუსკულარულად (IM) წინა-გარე ბარძაყში, დოზა: 0.01 მგ/კგ (ზრდასრულში საშუალოდ 0.3–0.5 მგ).
• საჭიროების შემთხვევაში 5–15 წუთში შეიძლება განმეორება.

 2. სუნთქვის გზების უზრუნველყოფა

• პაციენტის მოთავსება ჰორიზონტალურ მდგომარეობაში ფეხების აწევით.
• ჟანგბადის მიწოდება.
• მძიმე შემთხვევებში – ინტუბაცია ან ტრაქეოტომია.

 3. ინტრავენური თერაპია

• სწრაფი ინფუზია 0.9% NaCl-ის.
• ჰიპოტენზიის დროს – ვაზოპრესორები (ნორადრენალინი, დოპამინი).

 4. დამხმარე მედიკამენტები

• ანტიჰისტამინები (H1 და H2 ბლოკატორები).
• გლუკოკორტიკოიდები (მეტილპრედნიზოლონი, დექსამეტაზონი) – რეციდივის პრევენციისთვის.

 5. ჰოსპიტალიზაცია და მონიტორინგი

• ყველა პაციენტი საჭიროებს გადაყვანას სტაციონარში მინიმუმ 24 საათით, რადგან შესაძლებელია გვიანი რეციდივი“, – წერს ექიმი ლალი ჯანაშია.

გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!
მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.
სკანირება
QR კოდი
shenisofeli.ge

სტატიის ციტირება

შენი სოფელი. (2026). ახალგაზრდა მამაკაცი დაიღუპა კრაზანის კბენის შედეგად გამოწვეული ანაფილაქსიური შოკით – რა უნდა გააკეთოთ თუ კრაზანამ გიკბინათ. 28 აგვისტო, 2026. https://shenisofeli.ge/ახალგაზრდა-მამაკაცი-დაიღ/

სტატიის ციტირება
SheniSofeli.ge. ახალგაზრდა მამაკაცი დაიღუპა კრაზანის კბენის შედეგად გამოწვეული ანაფილაქსიური შოკით – რა უნდა გააკეთოთ თუ კრაზანამ გიკბინათ [Internet]. თბილისი: Shenisofeli.ge; 2026 [ციტირებულია: 2026 სექ 12]. ხელმისაწვდომია: https://shenisofeli.ge/%e1%83%90%e1%83%ae%e1%83%90%e1%83%9a%e1%83%92%e1%83%90%e1%83%96%e1%83%a0%e1%83%93%e1%83%90-%e1%83%9b%e1%83%90%e1%83%9b%e1%83%90%e1%83%99%e1%83%90%e1%83%aa%e1%83%98-%e1%83%93%e1%83%90%e1%83%98%e1%83%a6/
shenisofeli.ge
გაუზიარეთ ეს სტატია
კომენტარები ჯერ არ არის
© 2026 შენი სოფელი · PHIG · Sheni Network