სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის მარცვლეული კულტურების კვლევის სამსახურის და სასოფლო-სამეურნეო კულტურათა სელექციური მიღწევების ეროვნული გამოცდის სამსახურის მიერ განხორციელებულ და მიმდინარე პროექტებს გაეცნო

SheniSofeli.ge
2 წუთიანი წაკითხვა
#image_title

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე იური ნოზაძე, სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის დირექტორ ლევან უჯმაჯურიძესთან ერთად, ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ვაჩიანში, სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის მარცვლეული კულტურების კვლევის სამსახურის და სასოფლო-სამეურნეო კულტურათა სელექციური მიღწევების ეროვნული გამოცდის სამსახურის მიერ განხორციელებულ და მიმდინარე პროექტებს გაეცნო. ინფორმაციას გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, ვაჩიანის ბაზაზე სსიპ სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი, ტექნოლოგიური სქემების სრული დაცვით, ადგილობრივი, ასევე საერთაშორისო (CIMMYT – ICARDA) სანერგეებიდან გამორჩეულ თავთავიანი კულტურათა სამეცნიერო კვლევით სამუშაოებს ახორციელებს.

„განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია ეროვნულ კატალოგში შესული ხორბლის ენდემური სახეობის „დიკა“ და ადგილობრივი ჯიშების „ახალციხის წითელი დოლის პური“, „შავფხა“, „ჯავახეთის დიკა“, „კორბოულის დოლის პური“ საბაზისო სათესლე მასალის მიღებასთან დაკავშირებული სამუშაოები, რომელიც სერტიფიცირებული სათესლე მასალის წარმოების წინაპირობაა.

აღსანიშნავია სასოფლო-სამეურნეო კულტურათა სელექციური მიღწევების ეროვნული გამოცდის სამსახურის საქმიანობაც, რომელიც საქართველოს ექვს რეგიონში, მათ შორის, სამცხე ჯავახეთში, საშემოდგომო, საგაზაფხულო თავთავიანი კულტურების (ქერი, ხორბალი), კარტოფილის ადგილობრივი და უცხოური ჯიშების გამოცდას წლებია წარმატებით ახორციელებს. სამსახურების საქმიანობის ძირითადი მიმართულებებია კონკრეტული რეგიონისთვის ადაპტირებული, მავნებელ-დაავადებათა მიმართ გამძლე, მაღალპროდუქტიული ჯიშების, შესწავლა, გამოცდა, გამოვლენა და შემდგომი გავრცელებისათვის ეროვნულ კატალოგში შესატანად რეკომენდაციის გაწევა.

ვიტამინი D3 — Sheni Labs
Sheni Network

„აგრარული სექტორისათვის უაღრესად მნიშვნელოვანია მარცვლეული, კარტოფილის და სხვა სასოფლო-სამეურნეო კულტურების ახალი პერსპექტიულ ჯიშების შერჩევა, გამოცდა, მათი სერტიფიცირებული სათესლე მასალის წარმოება და ფერმერებში გავრცელება, რაც მაღალი, ჯანსაღი, მაღალხარისხოვანი პროდუქციის მიღების შესაძლებლობას იძლევა. ამ მხრივ საყურადღებოა ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში განხორციელებული ფართომასშტაბიანი სამეცნიერო და პრაქტიკული სამუშაოები“, – განაცხადა იური ნოზაძემ.

სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ და სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის დირექტორმა, ცენტრის მმართველობაში არსებულ შპს „ ადამ ბერიძის სახელობის ნიადაგის, სურსათისა და მცენარეთა ინტეგრირებული დაცვის დიაგნოსტიკურ ცენტრ „ანასეულის“ დირექტორ იოსებ ბასილიასთან და სასოფლო-სამეურნეო კულტურათა სელექციური მიღწევების ეროვნული გამოცდის სამსახური უფროს გიორგი ღუღუნიშვილთან ერთად, ვაჩიანის ბაზაზე არსებული საცდელ სადემონსტრაციო ნაკვეთები, ტექნიკა, მანქანა იარაღები, მარცვლეული კულტურების, კარტოფილის სათესლე და სარგავი მასალის წარმოება-შენახვის თანამედროვე ინფრასტრუქტურა დაათვალიერეს და სამომავლო საქმიანობებზე იმსჯელეს.“ – აღნიშნულია ინფორმაციაში.

#drpkhakadze

სკანირება
QR კოდი
shenisofeli.ge

სტატიის ციტირება

შენი სოფელი. (2026). სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის მარცვლეული კულტურების კვლევის სამსახურის და სასოფლო-სამეურნეო კულტურათა სელექციური მიღწევების ეროვნული გამოცდის სამსახურის მიერ განხორციელებულ და მიმდინარე პროექტებს გაეცნო. 27 აგვისტო, 2026. https://shenisofeli.ge/სამეცნიერო-კვლევითი-ცენტ/

სტატიის ციტირება
SheniSofeli.ge. სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის მარცვლეული კულტურების კვლევის სამსახურის და სასოფლო-სამეურნეო კულტურათა სელექციური მიღწევების ეროვნული გამოცდის სამსახურის მიერ განხორციელებულ და მიმდინარე პროექტებს გაეცნო [Internet]. თბილისი: Shenisofeli.ge; 2026 [ციტირებულია: 2026 სექ 12]. ხელმისაწვდომია: https://shenisofeli.ge/%e1%83%a1%e1%83%90%e1%83%9b%e1%83%94%e1%83%aa%e1%83%9c%e1%83%98%e1%83%94%e1%83%a0%e1%83%9d-%e1%83%99%e1%83%95%e1%83%9a%e1%83%94%e1%83%95%e1%83%98%e1%83%97%e1%83%98-%e1%83%aa%e1%83%94%e1%83%9c%e1%83%a2/
shenisofeli.ge
გაუზიარეთ ეს სტატია
კომენტარები ჯერ არ არის
© 2026 შენი სოფელი · PHIG · Sheni Network