ოთხშაბათი, მაისი 6, 2026
- Advertisement -
Google search engine

როგორი იყო მამა გაბრიელი… – ქეთევან ბექაური გაბრიელ ბერს პირადად იცნობდა და თითქმის ყოველ დღე მასთან ჩადიოდა მცხეთაში

0
#image_title

როგორი იყო მამა გაბრიელი…

ძალიან მაგარი ინტერვიუ ქალბატონ ქეთევან ბექაურთან, რომელიც გაბრიელ ბერს პირადად იცნობდა და თითქმის ყოველ დღე მასთან ჩადიოდა მცხეთაში.

გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!

მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.

ოთახის მცენარის აუცილებელი საკვები

0
ოთახის მცენარის აუცილებელი საკვები
#image_title

ოთახის მცენარის აუცილებელი საკვები

ოთახის მცენარისათვის აუცილებელი საკვებია: ფოსფორი, აზოტი, კალიუმი, კალციუმი, გოგირდი, მაგნიუმი და რკინა. ყოველივე ამას კი შეიცავს კომბინირებული სასუქი, რომლის მომზადება თავადაც შეგიძლიათ.
აიღეთ: ფოსფორმჟავა ამონიუმი – 1,5გ, აზოტ­­მჟავა კალიუმი – 1,4 გ, კალიუმოვანი მარილი – 0,5გ, ჩი­ლეს გვარჯილა – 2,5 გ, გოგირდმჟავა ამონიუმი – 4,0გ. შეურიეთ ერთმანეთს და გახსენით 10 ლიტრ წ­ყალში.
ყოველ 1 კგ მიწაზე საკმარისია 200 მლ ხსნარი.
ვიდრე ამ სასუქს ნიადაგში შეიტანთ, მცენარე მორწყეთ სუფთა წყლით. სასუქით მორწყვა შეიძლება საღამოობით, ორ კვირაში ერთხელ. ყუათიან სასუქად ითვლება ქათმის სკორე. 1 ლ წყალში იხსნება 5 გ სკორე, აყოვნებენ ერთი კვირის განმავლობაში, რის შემდეგაც სანახევროდ აზავებენ წყალში და ანოყიერებენ ნიადაგს.
სხვადასხვა ჯგუფის ქოთნის ყვავილებისათვის საჭირო ნიადაგის ნარევები

აუკუბის, ევონიმუსისა და ბაღის ინისათვის საუკეთესოა შემდეგი ნარევი: ნეშომპალა, კორდის მიწა და სილა – შესაბამისად: 4-2-1 წილი; ამარილისის, ვარდისა და ბზის­თვის: ნეშომპალა, კორდის მიწა, სილა – 8-1-2; მონსტერა, ანთირიუმი, ტიტა, სუმბული, კამელია კარგად ხარობს, თუ ნიადაგად აქვს: ტორფი, კორდის მიწა, სილა – 4-2-1; ბეგონია, გერანი, ფილოკაქტუსი, ყავა, კოლეუსი, ჰორტენზია, ფურისულა, ყოჩივარდა, ქლოროფიტიუმი, ფიკუსი, ციტრუსები: კორდის მიწა, ტორფი, ნეშომპალა, სილა – 2-2-2-1; აგავა, ალოე, სატაცური, ჰიბისკუსი, დრაცენა, კორდილინა, კლივია, ოლეანდრი, ჭორტანა, ფილადელფუსი: ნეშომპალა, კორდის მიწა, სილა – 2-6-1; ტუია, პალმა: ტორფი, კორდის მიწა, სილა – 1-1-1; ფუქსია (პატარძლის ყვავილი), კრინი: ნეშომპალა, კორდის მიწა, სილა – 1-1-1.

როგორ მოვუაროთ ოთახის მცენარეებს

წყარო: ნიკოლოზ იოსებიძე, ყველაფერი საოჯახო მეურნეობის შესახებ (გამომცემლობა პალიტრა L)

drpkhakadze

ოთახის მცენარეების მორწყვა – მორწყეთ თბილი წყლით, რომლის ტემპერატურა 1-2º-ით აღემატება ოთახისას

0
ოთახის მცენარეების მორწყვა - მორწყეთ თბილი წყლით, რომლის ტემპერატურა 1-2º-ით აღემატება ოთახისას
#image_title

ოთახის მცენარეების მორწყვა

მორწყეთ თბილი წყლით, რომლის ტემპერატურა 1-2º-ით აღემატება ოთახისას.
სუბტროპიკული მცენარეების მოსარწყავად გა­მოიყენეთ 20-25º ტემპერატურამდე შემთბარი წყა­ლი. ასეთივე წყლით მორწყეთ მცენარეები, რო­­მელ­თა ზრდა და კოკრების გაშლაც გეჩქარებათ.
დაუშვებელია ანადუღარი წყლით მორწყვა, რადგან მასში არ არის გახსნილი ჰაერი. არ ვარგა ხისტი, კი­რი­ანი ან ჭის წყალი. მოსარწყავად სა­უ­კე­­თე­სოა წვიმის ან მდი­ნარის წყალი. ზა­­ფხულობით მცენა­­­­რეები მორწყეთ სა­­ღა­­მოთი, ხოლო ზამ­­თარში – დილით. ძლიერი სიცხის დროს მორწყეთ დილა-­სა­ღამოს.
მზეზე მცენარის მორწყვა არ შეიძლება, რადგან ღეროსა და ფოთლებზე მოხვედრილი წვეთები გამადიდებელ შუშასავით კრებენ მზის სხივებს და სერიოზულად აზიანებენ მცენარეს.
პატარა ქოთანში დარგულ მცენარეს უფ­რო ხშირად ესაჭიროება რწყვა, ვიდრე დიდ ქოთანში.
კაქტუსებს რწყავენ მხოლოდ მას შემდეგ, როდესაც ნიადაგი სავსებით გამოშრება.
მორწყვისას წყალმა ქოთნის ძირიდან უნდა გაჟონოს. თუ ქოთანში ნიადაგი ძალიან გამხმარია, მორწყვის დროს მთელი წყალი ქვედა სადგარში ჩაედინება ისე, რომ მიწას არ ასველებს. ასეთ შემთხვევაში წყალი ჩაასხით ქვედა სადგარში და მიწა გაიჟღინთება ქვემოდან.
ქვესადგარიდან ირწყვება ბოლქვიანი და ტუბერიანი მცენარეები – ტიტა, ყოჩივარდა და სხვ. შვებულების დროს ოთახის მცენარეები უწყლოდ რომ არ გაგიხმეთ, გთავაზობთ ორ მეთოდს:

1.პლასტმასის ბოთლის სახურავი ნემსით გახვრიტეთ, ბოთლი აავსეთ წყლით და ღრმად ჩადგით ქოთანში თავდაყირა.

2. დად­გით წყლი­ანი ქილა ყვავილის ქოთანზე მაღლა. აიღეთ შალის სქელი ძაფი და მისი ერთი ბოლო მოათავსეთ წყლიან ქილაში (წყალმა იატაკზე რომ არ იწვეთოს, ძაფი გაუყარეთ კოქტეილის ჩხირში), მეორე ბოლო კი ჩაფალით ყვავილის ქოთანში

ოთახის მცენარის აუცილებელი საკვები

წყარო: ნიკოლოზ იოსებიძე, ყველაფერი საოჯახო მეურნეობის შესახებ (გამომცემლობა პალიტრა L)

drpkhakadze

როგორ მოვუაროთ ოთახის მცენარეებს

0
როგორ მოვუაროთ ოთახის მცენარეებს
#image_title

როგორ მოვუაროთ ოთახის მცენარეებს

მცენარის სიცოცხლისათვის ხუთი პირობაა აუცილებელი: სინათლე, ჰაერი, სითბო, სინოტივე და კვება.
მზიან ფანჯარაზე, სითბოსთან ახლოს, მიუჩინეთ ადგილი კაქტუსებს, ალოეს, აგავას და სხვა „მეუდაბნოე“ მცენარეებს.
შედარებით ბნელ, მაგრამ თბილ ადგილას დად­გით ტროპიკული და სუბტროპიკული ნოტიო და ბნელი ტყეების მცენარეები მონსტერა, ბეგონია, ჭორტანა, ცისუსი, სატაცური, გვიმრა.
გრილი ოთახის ფანჯარასთან განალაგეთ სუბტროპიკების მკვიდრნი: გერანი, ფუქსია, ციტრუსები, არალია.
მთავარი ყურადღება სინათლეს მიაქციეთ. მცე­­ნარე გვერდულად რომ არ გაიზარდოს, პე­რი­ოდულად მოაბრუნეთ სინათლისაკენ. მცხუნვარე მზის დროს მცენარეებს მოუჩრდილეთ.
მცენარეებს აუცილებლად ესაჭიროება სუფ­თა ჰაერი, მაგრამ ისიც უნდა გვახ­სოვდეს, სარკმლის გაღებისას რომ არ გაცივდნენ, სარკმლიდან მოშორებით უნდა დავ­დგათ.
ზამთარში აუცილებელია ფანჯრის ღრიჭო­ების დაგმანვა, რათა ხვრელებიდან ცი­ვი ჰაერი არ უბერავდეს.

წყარო: ნიკოლოზ იოსებიძე, ყველაფერი საოჯახო მეურნეობის შესახებ (გამომცემლობა პალიტრა L)

drpkhakadze

 

ცხოველების და ფრინველების შვილების სახელები – იცით, რა ჰქვია: ზღარბის, ირმის, მწყრის, წეროს, კამეჩისა და სხვათა ნაშიერებს?

0
ცხოველების და ფრინველების შვილების სახელები - იცით, რა ჰქვია: ზღარბის, ირმის, მწყრის, წეროს, კამეჩისა და სხვათა ნაშიერებს?
#image_title

იცით, რა ჰქვია: ზღარბის, ირმის, მწყრის, წეროს, კამეჩისა და სხვათა ნაშიერებს? – ცხოველების და ფრინველების შვილების სახელები

 

ცხოველთა შვილების სახელები

აქლემი – კოზაკი
დათვი – ბელი
ვეფხვი – ბოკვერი
ვირი – ჩოჩორი (წამოზრდილ ვირს მუტრუკი ჰქვია)
ზღარბი – ზღურბლი
თხა – თიკანი
ირემი – ბიჟინი
კამეჩი – ზაქი
კატა – კნუტი
კურდღელი – ბაჭია
ლომი – ბოკვერი
მგელი – ლეკვი
მელა – ლეკვი
სპილო – სპლიყვი
ტურა – ლეკვი
ღორი – გოჭი
შველი – ნუკრი
ციყვი – დღნაჩვი
ცხენი – კვიცი
ცხვარი – ბატკანი
ძაღლი – ლეკვი
ძროხა – ხბო
ჯიქი – ბოკვერი
ჯიხვი – ფოთრი

 

შინაური ცხოველების შვილები:

ძროხის – ხბო;
კამეჩის – ყოყინა,ზაქი;
ცხენის – კვიცი;
ვირის – ჩოჩორი; ჩოკინა, მუტრუკი;
აქლემის – კოზაკი;
თხის – თიკანი;(ციკანი)
ცხვრის – ბატკანი; კრავი
ღორის – გოჭი
ძაღლის – ლეკვი;
კატის – კნუტი;

ფრინველთა შვილების სახელები

არწივი – მართვე
ბატი – ჭუკი
ბეღურა – ბარტყი
ბუ – მართვე
ბულბული – ბარტყი
გვრიტი – ხუნდი
გნოლი – წიწილა
გუგული – ბარტყი
თოლია – მართვე
ინდაური – ჭუკი
იხვი – ჭუჭული
კაკაბი – წიწილი
კაჭკაჭი – ბახალა
კოდალა – ბარტყი
კოკორინა – წიწილა
მერცხალი – ბარტყი
მიმინო – ქულა
მტრედი – ხუნდი
მწყერი – ჩოჩორი
როჭო – ლაპი
ფარშევანგი – ნამლევი
ქათამი – წიწილა
ქორი – ქულა
ყარყატი – ბარტყი
ყვავი – ბახალა
ყორანი – ბახალა
შაშვი – ბარტყი
შევარდენი – ქულა
ჩხიკვი – ბარტყი
ძერა – ქულა
წერო – ბჟიტი
ჭილყვავი – ბახალა
ხოხობი – ლაპი

 

შინაური ფრინველების შვილები:

ქათმის – წიწილა;
ბატის, ინდაურის – ჭუკი
იხვის – ჭუჭული; ბჟიტი;
ქვეწარმავლების ,თევზების,ამფიბიების შვილები:
გველის,ხვლიკის,ნიანგის – წიწილი;
კუს- კუსანა
თევზის – ლიფსიტა;
ლოქოს (ღლავის) – ღლაბუტა
ბაყაყის,გომბეშოს – ბაჭყატი

სხვა არსებათა შვილების სახელები

თევზი – ლიფსიტა
ლოქო – ღლაბუტა
გველი – წიწილი
თაგვი – წრუწუნა
კუ – კუსანა
ფუტკარი – მართვე

ღონისძიებაზე გამოვლინდა წლის წარმატებული მეტყევეებიც, რომლებსაც განსაკუთრებულად რთული და რისკის შემცველი საქმიანობისთვის ჯილდოები და სიმბოლური საჩუქრები გადაეცათ

0
ღონისძიებაზე გამოვლინდა წლის წარმატებული მეტყევეებიც, რომლებსაც განსაკუთრებულად რთული და რისკის შემცველი საქმიანობისთვის ჯილდოები და სიმბოლური საჩუქრები გადაეცათ
#image_title

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინიციატივით, ბოტანიკურ ბაღში, მეტყევის დღე აღინიშნა. მინისტრმა ოთარ შამუგიამ მეტყევეებს პროფესიული დღე მიულოცა და სატყეო სექტორის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის მადლობა გადაუხადა. ღონისძიებაზე გამოვლინდა წლის წარმატებული მეტყევეებიც, რომლებსაც განსაკუთრებულად რთული და რისკის შემცველი საქმიანობისთვის ჯილდოები და სიმბოლური საჩუქრები გადაეცათ. ღონისძიებაზე ვიდეორგოლის „მე მეტყევე ვარ“ პრეზენტაცია გაიმართა.

„თითოეულ მეტყევეს ვულოცავ პროფესიული დღეს და განსაკუთრებულ მადლობას ვუხდი საქმიანობისთვის. მე ვიტყოდი, რომ ეს არის საამაყო, საპატიო და, ამავდროულად, ძალიან საპასუხისმგებლო პროფესია. მნიშვნელოვანია, რომ მეტყევეებს ჰქონდეთ სათანადო შრომის პირობები, ღირსეული ანაზღაურება, შესაბამისი აღჭურვილობა. ჩვენ წლებია ამაზე ვზრუნავთ. ჩვენი დღის წესრიგის ნაწილია, რომ მომავალში კიდევ უფრო მეტად განვითარდეს ჩვენი სატყეო სააგენტოს შესაძლებლობები, მეტყევეს ჰქონდეთ სოციალური გარანტიები, შესაბამისი ინფრასტრუქტურა, აღჭურვილობა იმისთვის, რომ კიდევ უფრო ეფექტიანად შეძლონ საქმიანობის განხორციელება. კიდევ ერთხელ მინდა მადლობა გადავუხადო თითოეულ მეტყევეს, რომელიც კეთილსინდისიერად ემსახურება ჩვენს ქვეყანას”, – განაცხადა ოთარ შამუგიამ.
მინისტრის განცხადებით, სატყეო სექტორს აქვს ის შედეგები, რომლებიც მომავალში კიდევ უფრო მეტ სარგებელს მოუტანს ქვეყნის მოსახლეობას. ამ სარგებლის მიღებისთვის საჭიროა ტყის რესურსის სწორი მართვა, ტყეების დაცვა, მოვლა და აღდგენაზე ზრუნვა, რაშიც მეტყევეების როლი განსაკუთრებულია.
მეტყევის დღის აღნიშვნის ღონისძიებას ესწრებოდა საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე მაია ბითაძე.
კომიტეტის თავმჯდომარემ პროფესიული დღე მიულოცა მეტყევეებს და მადლობა გადაუხადა იმ რთული და სპეციფიკური საქმიანობისთვის, რასაც ტყეში მუშაობა ჰქვია.
„საქართველოს პარლამენტის ჩვენი კომიტეტის სახელით მინდა მხარდაჭერა გამოვუცხადო სამინისტროსა და სააგენტოს, თითოეულ მეტყევეს. ჩვენ მაქსიმალურად რაც შეგვეძლება, სამინისტროსთან ერთად, ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ გაუმჯობესდეს სააგენტოს მუშაობის ხარისხი”, – განაცხადა მაია ბითაძემ.
მეტყევეებს პროფესიული დღე მიულოცა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, კახა კაკაბაძემ. მინისტრის მოადგილემ ქვეყნის უნიკალური რესურსის დაცვისთვის გაწეული შრომისთვის მადლობა გადაუხადა როგორც მეტყევეებს, ასევე, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს გაწეული მხარდაჭერისთვის. მისივე განცხადებით, ყოველწლიურად იზრდება ტყის აღდგენის მასშტაბები, თუმცა, ჯერ კიდევ გამოწვევაა უკანონო ტყითსარგებლობა და ამ მიმართულებით ხდება როგორც ეროვნული სატყეო სააგენტოს, ისე გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ტექნიკური და ადამიანური რესურსით გაძლიერება.
ღონისძიებაზე ეროვნული სატყეო სააგენტოს უფროსმა კახა ცერცვაძემ საინფორმაციო კამპანიებში მუდმივი ჩართულობისთვის, საზოგადოებისთვის ცნობილი სახეები, სპორტსმენები, მსახიობები, მომღერლები და მედიის წარმომადგენლები დააჯილდოვა.
მეტყევის დღის აღსანიშნავ ღონისძიებას საკანონმდებლო ორგანოს, აკადემიური წრის, გარემოსდაცვითი არასამთავრობო და პარტნიორი საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

10 ოქტომბერს საქართველოში მეტყევის პროფესიული დღე აღინიშნება.

„სატყეო სკოლაში“ სწავლა დაიწყო

0
ფოტო: გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო
#image_title

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის „სატყეო სკოლაში“ სწავლა დაიწყო.

სასწავლო კურსის „სატყეო სკოლის” მიზანია ტყესთან დაკავშირებული საკითხებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს მისცეს სიღრმისეული ცოდნა როგორც თეორიული, ისე პრაქტიკული ასპექტების გათვალისწინებით და ხელი შეუწყოს დეფიციტური პროფესიების პოპულარიზაციას ახალგაზრდებში.

IX-XII კლასის მოსწავლეები გაეცნობიან ისეთ საკითხებს, როგორიცაა ტყის როლი მდგრადი განვითარების მიზნების მიღწევაში, ტყის ტიპები, ტყის შემქმნელი ძირითადი მერქნიანი სახეობები, მერქნული და არამერქნული რესურსები, მავნებლები, ტყის მდგრადი მართვის პრინციპები, ტყის ბიომრავალფეროვნება, კლიმატის ცვლილება და მისი გავლენა ტყეზე, ბუნებრივი საფრთხეები, ტყის ხანძრები, ენერგოეფექტურობა, ალტერნატიული საწვავი, როგორც ტყეზე ზეწოლის შემცირების შესაძლებლობა, დაცული ტერიტორიები, ეკოტურიზმი, ტყეზე მონიტორინგისა და კანონის აღსრულების მექანიზმები, მეტყევის პროფესია და სატყეო განათლება.

სასწავლო კურსი ორი თვე გაგრძელდება. ონლაინ სემინარების შემდეგ, ახალგაზრდები საველე პრაქტიკას გაივლიან, სადაც ტყის ინვენტარიზაციის ტექნიკურ პროცესებს გაეცნობიან, შეისწავლიან მეთოდოლოგიას, რომლის მეშვეობითაც ქვეყნის მასშტაბით ტყის ეროვნული აღრიცხვა ხდება.

ლექციებს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს წარმომადგენლები და მოწვეული სპეციალისტები ჩაატარებენ.

კურსი შემუშავებულია პროექტის „საქართველოში ტყის სექტორის რეფორმის განხორციელების მხარდაჭერა – ECO.Georgia“ ფარგლებში, კლიმატის მწვანე ფონდის (GCF), საქართველოს მთავრობის, გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ფედერალური სამინისტროს (BMZ), შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს (SDC) თანადაფინანსებით. პროექტი ხორციელდება გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოებისა (GIZ) და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ, სამინისტროს დაქვემდებარებული უწყებების ჩართულობით.

ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

იცით თუ არა, რომ… შუა საუკუნეების ადამიანისთვის ღვინო და ლუდი ფუფუნება კი არ იყო, არამედ აუცილებელი სასმელი

0
იცით თუ არა, რომ… შუა საუკუნეების ადამიანისთვის ღვინო და ლუდი ფუფუნება კი არ იყო, არამედ აუცილებელი სასმელი
#image_title

იცით თუ არა, რომ…

შუა საუკუნეების ადამიანისთვის ღვინო და ლუდი ფუფუნება კი არ იყო, არამედ აუცილებელი სასმელი. ქალაქებში სასმელი წყალი დაბინძურებული იყო, ხშირად სიცოცხლისთვის სახიფათოც.

იმ პერიოდის პრიმიტიულ მედიცინაში ღვინო ანტისეპტიკად გამოიყენებოდა. მას წყალში ურევდნენ იმისთვის, რომ სასმელად ვარგისი გაეხადათ. სუფთა წყალს იშვიათად სვამდნენ, ყოველ შემთხვევაში ქალაქებში. „მარტო წყალი ინგლისელისთვის სასარგებლო არ არის“ – წერ­და 1542 წელს ინგლისელი ერუდიტი ენდრიუ ბურდი.

ღვინის წარმოშობა – ვინ დააყენა პირველად ღვინო? სად გაშენდა პირველი ვენახი?

როგორ ინახავდნენ ღვინოს საქართველოში

0
როგორ ინახავდნენ ღვინოს საქართველოში
#image_title

როგორ ინახავდნენ ღვინოს საქართველოში

უძველეს საქართველოში ღვინის შესანახად იყენებდნენ ქვევრს, ანუ ჭურს. სხვათა შორის, თავდაპირველად თიხის ამ ჭურჭელს ჭური რქმევია.
ჭურს, როგორც წესი, საუკეთესო ხარისხის თიხისგან ამზადებდნენ და, რაღა თქმა უნდა, სხვა­დასხვა ზომისას. უმთავრესად კი დასავლეთ საქართველოში ზემო იმერეთის თიხის ქვევრები იყო ცნობილი. სხვათა შორის, შროშაში ახლაც საუკეთესო თიხის ჭურჭელი (მათ შორის ქვევრებიც) მზადდება.
სანამ ჭურს მიწაში ჩამარხავდნენ, წინასწარ დაამუშავებდნენ, რათა კედლებს ღვინო არ შეეშრო და არ გაეჟონა, ან კიდევ ნესტი არ შეპარულიყო მასში და ღვინო არ გაეფუჭებინა. კახეთსა და ქართლში ახალშეძენილ ქვევრში ფიჩხს ჩაყრიდნენ, ცეცხლს დაანთებდნენ, რომ ჭურჭელი კარგად გახურებულიყო. ამის შემდეგ ქვევრს ცხელსვე გამოასუფთავებდნენ და შიგ საგანგებოდ მომზადებულ საცხს ჩაასხამდნენ, რომელსაც ღორის ქონის, კომშის ფოთლებისა და დარიჩინისგან ამზადებდნენ. ჭურჭელს ააგორავებდნენ, რომ საცხი ყველგან მოხვედრილიყო და ამასთანავე თანაბრად განაწილებულიყო. როცა ქვევრი ამ საცხს შეიშრობდა და გაიჟ­ღინთებოდა, ეს იმას ნიშნავდა, რომ მზად იყო მიწაში მოსათავსებლად.
აღმოსავლეთ საქართველოში ქვევრს მარანში ფლავდნენ, რომ ღვინოზე არ ემოქმედა გარემოს ტემპერატურის ცვალებადობას. თანაც, მეურნე კაცი ცდილობდა, ქვევრი ისეთ ადგილას ჩაემარხა, სადაც ნაკლები ნესტი იქნებოდა.
რაც შეეხება დასავლეთ საქართველოს, იქ ჭურებს დახურულ მარნებში შეხვდებით და ღია ადგილებშიც, რომელთაც „ჭურისთავს“ უწოდებენ და რატომღაც კომშის ხეებით არის შემო­რაგული. ჭურები კი ღია ცის ქვეშ მარხია.

რთველი და რიტუალები

წყარო: ნიკოლოზ იოსებიძე, ყველაფერი საოჯახო მეურნეობის შესახებ (გამომცემლობა პალიტრა L)

10 ოქტომბერს საქართველოში მეტყევის პროფესიული დღე აღინიშნება

0
10 ოქტომბერს საქართველოში მეტყევის პროფესიული დღე აღინიშნება
#image_title

10 ოქტომბერს საქართველოში მეტყევის პროფესიული დღე აღინიშნება.

როგორც გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში აცხადებენ, მეტყევეები ქვეყნის უმნიშვნელოვანეს ბუნებრივ სიმდიდრეს – ტყეს იცავენ, შესაბამისად, აღნიშნული პროფესია მეტად საპასუხისმგებლო და დასაფასებელია.

მეტყევის პროფესიის პოპულარიზაციის და დარგის მნიშვნელობის ხაზგასასმელად, საქართველოში მეტყევის პროფესიული დღე 1999 წლიდან აღინიშნება.

ცნობისთვის, 2013 წლიდან, საქართველოს მთავრობის ინიციატივით, სატყეო სექტორის ინსტიტუციური და საკანონმდებლო რეფორმა დაიწყო. დამტკიცდა ეროვნული სატყეო კონცეფცია და შემუშავდა ახალი ტყის კოდექსი. რეფორმის მიზანი ტყის მდგრადი მართვის სისტემის ჩამოყალიბებაა, რომელიც საქართველოში ტყეების რაოდენობრივი და ხარისხობრივი მაჩვენებლების გაუმჯობესებას, ბიომრავალფეროვნების დაცვას, ტყეების ეკოლოგიური ფასეულობების გათვალისწინებით მათი ეკონომიკური პოტენციალის ეფექტიან გამოყენებას უზრუნველყოფს.

10 ოქტომბერი მეტყევის დღედ 1999 წელს დაწესდა. როგორც პრეზიდენტის ბრძანებულებაშია აღნიშნული, ამ დღის დაწესების მიზანი „საქართველოს სატყეო მეურნეობის სისტემის მუშაკთა პროფესიული დონისა და პასუხისმგებლობის ამაღლება, შრომითი სულისკვეთების გაძლიერება, სატყეო მეურნეობის დარგის აღორძინება და სახელმ­წიფოებრივი აღმშენებლობის საქმეში მათი როლის შემდგომი ამაღლებაა“.