როგორ ინახავდნენ ღვინოს საქართველოში

SheniSofeli.ge
1 წუთიანი წაკითხვა
#image_title

როგორ ინახავდნენ ღვინოს საქართველოში

უძველეს საქართველოში ღვინის შესანახად იყენებდნენ ქვევრს, ანუ ჭურს. სხვათა შორის, თავდაპირველად თიხის ამ ჭურჭელს ჭური რქმევია.
ჭურს, როგორც წესი, საუკეთესო ხარისხის თიხისგან ამზადებდნენ და, რაღა თქმა უნდა, სხვა­დასხვა ზომისას. უმთავრესად კი დასავლეთ საქართველოში ზემო იმერეთის თიხის ქვევრები იყო ცნობილი. სხვათა შორის, შროშაში ახლაც საუკეთესო თიხის ჭურჭელი (მათ შორის ქვევრებიც) მზადდება.
სანამ ჭურს მიწაში ჩამარხავდნენ, წინასწარ დაამუშავებდნენ, რათა კედლებს ღვინო არ შეეშრო და არ გაეჟონა, ან კიდევ ნესტი არ შეპარულიყო მასში და ღვინო არ გაეფუჭებინა. კახეთსა და ქართლში ახალშეძენილ ქვევრში ფიჩხს ჩაყრიდნენ, ცეცხლს დაანთებდნენ, რომ ჭურჭელი კარგად გახურებულიყო. ამის შემდეგ ქვევრს ცხელსვე გამოასუფთავებდნენ და შიგ საგანგებოდ მომზადებულ საცხს ჩაასხამდნენ, რომელსაც ღორის ქონის, კომშის ფოთლებისა და დარიჩინისგან ამზადებდნენ. ჭურჭელს ააგორავებდნენ, რომ საცხი ყველგან მოხვედრილიყო და ამასთანავე თანაბრად განაწილებულიყო. როცა ქვევრი ამ საცხს შეიშრობდა და გაიჟ­ღინთებოდა, ეს იმას ნიშნავდა, რომ მზად იყო მიწაში მოსათავსებლად.
აღმოსავლეთ საქართველოში ქვევრს მარანში ფლავდნენ, რომ ღვინოზე არ ემოქმედა გარემოს ტემპერატურის ცვალებადობას. თანაც, მეურნე კაცი ცდილობდა, ქვევრი ისეთ ადგილას ჩაემარხა, სადაც ნაკლები ნესტი იქნებოდა.
რაც შეეხება დასავლეთ საქართველოს, იქ ჭურებს დახურულ მარნებში შეხვდებით და ღია ადგილებშიც, რომელთაც „ჭურისთავს“ უწოდებენ და რატომღაც კომშის ხეებით არის შემო­რაგული. ჭურები კი ღია ცის ქვეშ მარხია.

რთველი და რიტუალები

წყარო: ნიკოლოზ იოსებიძე, ყველაფერი საოჯახო მეურნეობის შესახებ (გამომცემლობა პალიტრა L)

ვიტამინი D3 — Sheni Labs
Sheni Network

სკანირება
QR კოდი
shenisofeli.ge

სტატიის ციტირება

შენი სოფელი. (2025). როგორ ინახავდნენ ღვინოს საქართველოში. 10 ოქტომბერი, 2025. https://shenisofeli.ge/როგორ-ინახავდნენ-ღვინოს-2/

სტატიის ციტირება
SheniSofeli.ge. როგორ ინახავდნენ ღვინოს საქართველოში [Internet]. თბილისი: Shenisofeli.ge; 2025 [ციტირებულია: 2026 სექ 12]. ხელმისაწვდომია: https://shenisofeli.ge/%e1%83%a0%e1%83%9d%e1%83%92%e1%83%9d%e1%83%a0-%e1%83%98%e1%83%9c%e1%83%90%e1%83%ae%e1%83%90%e1%83%95%e1%83%93%e1%83%9c%e1%83%94%e1%83%9c-%e1%83%a6%e1%83%95%e1%83%98%e1%83%9c%e1%83%9d%e1%83%a1-2/
shenisofeli.ge
გაუზიარეთ ეს სტატია
კომენტარები ჯერ არ არის
© 2026 შენი სოფელი · PHIG · Sheni Network