„სატყეო სკოლაში“ სწავლა დაიწყო

SheniSofeli.ge
2 წუთიანი წაკითხვა
სატყეო სკოლების შესახებ არსებული მითების გამოძებნა. რეალური ფაქტები თანამედროვე ტყის მართვის განათლების შესახებ.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის „სატყეო სკოლაში“ სწავლა დაიწყო.

სასწავლო კურსის „სატყეო სკოლის” მიზანია ტყესთან დაკავშირებული საკითხებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს მისცეს სიღრმისეული ცოდნა როგორც თეორიული, ისე პრაქტიკული ასპექტების გათვალისწინებით და ხელი შეუწყოს დეფიციტური პროფესიების პოპულარიზაციას ახალგაზრდებში.

IX-XII კლასის მოსწავლეები გაეცნობიან ისეთ საკითხებს, როგორიცაა ტყის როლი მდგრადი განვითარების მიზნების მიღწევაში, ტყის ტიპები, ტყის შემქმნელი ძირითადი მერქნიანი სახეობები, მერქნული და არამერქნული რესურსები, მავნებლები, ტყის მდგრადი მართვის პრინციპები, ტყის ბიომრავალფეროვნება, კლიმატის ცვლილება და მისი გავლენა ტყეზე, ბუნებრივი საფრთხეები, ტყის ხანძრები, ენერგოეფექტურობა, ალტერნატიული საწვავი, როგორც ტყეზე ზეწოლის შემცირების შესაძლებლობა, დაცული ტერიტორიები, ეკოტურიზმი, ტყეზე მონიტორინგისა და კანონის აღსრულების მექანიზმები, მეტყევის პროფესია და სატყეო განათლება.

სასწავლო კურსი ორი თვე გაგრძელდება. ონლაინ სემინარების შემდეგ, ახალგაზრდები საველე პრაქტიკას გაივლიან, სადაც ტყის ინვენტარიზაციის ტექნიკურ პროცესებს გაეცნობიან, შეისწავლიან მეთოდოლოგიას, რომლის მეშვეობითაც ქვეყნის მასშტაბით ტყის ეროვნული აღრიცხვა ხდება.

ვიტამინი D3 — Sheni Labs
Sheni Network

ლექციებს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს წარმომადგენლები და მოწვეული სპეციალისტები ჩაატარებენ.

კურსი შემუშავებულია პროექტის „საქართველოში ტყის სექტორის რეფორმის განხორციელების მხარდაჭერა – ECO.Georgia“ ფარგლებში, კლიმატის მწვანე ფონდის (GCF), საქართველოს მთავრობის, გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ფედერალური სამინისტროს (BMZ), შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს (SDC) თანადაფინანსებით. პროექტი ხორციელდება გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოებისა (GIZ) და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ, სამინისტროს დაქვემდებარებული უწყებების ჩართულობით.

ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

სკანირება
QR კოდი
shenisofeli.ge

სტატიის ციტირება

შენი სოფელი. (2025). „სატყეო სკოლაში“ სწავლა დაიწყო. 10 ოქტომბერი, 2025. https://shenisofeli.ge/სატყეო-სკოლაში-სწავლა/

სტატიის ციტირება
SheniSofeli.ge. „სატყეო სკოლაში“ სწავლა დაიწყო [Internet]. თბილისი: Shenisofeli.ge; 2025 [ციტირებულია: 2026 სექ 12]. ხელმისაწვდომია: https://shenisofeli.ge/%e1%83%a1%e1%83%90%e1%83%a2%e1%83%a7%e1%83%94%e1%83%9d-%e1%83%a1%e1%83%99%e1%83%9d%e1%83%9a%e1%83%90%e1%83%a8%e1%83%98-%e1%83%a1%e1%83%ac%e1%83%90%e1%83%95%e1%83%9a%e1%83%90/
shenisofeli.ge
გაუზიარეთ ეს სტატია
კომენტარები ჯერ არ არის
© 2026 შენი სოფელი · PHIG · Sheni Network