მთავარი აგრო სიახლეები როგორ მოვუაროთ ოთახის მცენარეებს

როგორ მოვუაროთ ოთახის მცენარეებს

0
როგორ მოვუაროთ ოთახის მცენარეებს
#image_title

როგორ მოვუაროთ ოთახის მცენარეებს

მცენარის სიცოცხლისათვის ხუთი პირობაა აუცილებელი: სინათლე, ჰაერი, სითბო, სინოტივე და კვება.
მზიან ფანჯარაზე, სითბოსთან ახლოს, მიუჩინეთ ადგილი კაქტუსებს, ალოეს, აგავას და სხვა „მეუდაბნოე“ მცენარეებს.
შედარებით ბნელ, მაგრამ თბილ ადგილას დად­გით ტროპიკული და სუბტროპიკული ნოტიო და ბნელი ტყეების მცენარეები მონსტერა, ბეგონია, ჭორტანა, ცისუსი, სატაცური, გვიმრა.
გრილი ოთახის ფანჯარასთან განალაგეთ სუბტროპიკების მკვიდრნი: გერანი, ფუქსია, ციტრუსები, არალია.
მთავარი ყურადღება სინათლეს მიაქციეთ. მცე­­ნარე გვერდულად რომ არ გაიზარდოს, პე­რი­ოდულად მოაბრუნეთ სინათლისაკენ. მცხუნვარე მზის დროს მცენარეებს მოუჩრდილეთ.
მცენარეებს აუცილებლად ესაჭიროება სუფ­თა ჰაერი, მაგრამ ისიც უნდა გვახ­სოვდეს, სარკმლის გაღებისას რომ არ გაცივდნენ, სარკმლიდან მოშორებით უნდა დავ­დგათ.
ზამთარში აუცილებელია ფანჯრის ღრიჭო­ების დაგმანვა, რათა ხვრელებიდან ცი­ვი ჰაერი არ უბერავდეს.

წყარო: ნიკოლოზ იოსებიძე, ყველაფერი საოჯახო მეურნეობის შესახებ (გამომცემლობა პალიტრა L)

drpkhakadze

ვიტამინი D3 — Sheni Labs
Sheni Network

 

სტატიის ციტირება
SheniSofeli.ge. როგორ მოვუაროთ ოთახის მცენარეებს [Internet]. თბილისი: Shenisofeli.ge; 2025 [ციტირებულია: 2026 სექ 10]. ხელმისაწვდომია: https://shenisofeli.ge/%e1%83%a0%e1%83%9d%e1%83%92%e1%83%9d%e1%83%a0-%e1%83%9b%e1%83%9d%e1%83%95%e1%83%a3%e1%83%90%e1%83%a0%e1%83%9d%e1%83%97-%e1%83%9d%e1%83%97%e1%83%90%e1%83%ae%e1%83%98%e1%83%a1-%e1%83%9b%e1%83%aa/
shenisofeli.ge
author avatar
SheniSofeli.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here