მთავარი აგრო სიახლეები ოთახის მცენარის აუცილებელი საკვები

ოთახის მცენარის აუცილებელი საკვები

0
ოთახის მცენარის აუცილებელი საკვები
ოთახის მცენარეებისთვის სწორი საკვების მომზადება სახლში შესაძლებელია მარტივი ინგრედიენტებით. ეს სასუქი უზრუნველყოფს ყველა საჭირო ელემენტს ჯანსაღი ზრდისთვის.

ოთახის მცენარის აუცილებელი საკვები

ოთახის მცენარისათვის აუცილებელი საკვებია: ფოსფორი, აზოტი, კალიუმი, კალციუმი, გოგირდი, მაგნიუმი და რკინა. ყოველივე ამას კი შეიცავს კომბინირებული სასუქი, რომლის მომზადება თავადაც შეგიძლიათ.
აიღეთ: ფოსფორმჟავა ამონიუმი – 1,5გ, აზოტ­­მჟავა კალიუმი – 1,4 გ, კალიუმოვანი მარილი – 0,5გ, ჩი­ლეს გვარჯილა – 2,5 გ, გოგირდმჟავა ამონიუმი – 4,0გ. შეურიეთ ერთმანეთს და გახსენით 10 ლიტრ წ­ყალში.
ყოველ 1 კგ მიწაზე საკმარისია 200 მლ ხსნარი.
ვიდრე ამ სასუქს ნიადაგში შეიტანთ, მცენარე მორწყეთ სუფთა წყლით. სასუქით მორწყვა შეიძლება საღამოობით, ორ კვირაში ერთხელ. ყუათიან სასუქად ითვლება ქათმის სკორე. 1 ლ წყალში იხსნება 5 გ სკორე, აყოვნებენ ერთი კვირის განმავლობაში, რის შემდეგაც სანახევროდ აზავებენ წყალში და ანოყიერებენ ნიადაგს.
სხვადასხვა ჯგუფის ქოთნის ყვავილებისათვის საჭირო ნიადაგის ნარევები

აუკუბის, ევონიმუსისა და ბაღის ინისათვის საუკეთესოა შემდეგი ნარევი: ნეშომპალა, კორდის მიწა და სილა – შესაბამისად: 4-2-1 წილი; ამარილისის, ვარდისა და ბზის­თვის: ნეშომპალა, კორდის მიწა, სილა – 8-1-2; მონსტერა, ანთირიუმი, ტიტა, სუმბული, კამელია კარგად ხარობს, თუ ნიადაგად აქვს: ტორფი, კორდის მიწა, სილა – 4-2-1; ბეგონია, გერანი, ფილოკაქტუსი, ყავა, კოლეუსი, ჰორტენზია, ფურისულა, ყოჩივარდა, ქლოროფიტიუმი, ფიკუსი, ციტრუსები: კორდის მიწა, ტორფი, ნეშომპალა, სილა – 2-2-2-1; აგავა, ალოე, სატაცური, ჰიბისკუსი, დრაცენა, კორდილინა, კლივია, ოლეანდრი, ჭორტანა, ფილადელფუსი: ნეშომპალა, კორდის მიწა, სილა – 2-6-1; ტუია, პალმა: ტორფი, კორდის მიწა, სილა – 1-1-1; ფუქსია (პატარძლის ყვავილი), კრინი: ნეშომპალა, კორდის მიწა, სილა – 1-1-1.

როგორ მოვუაროთ ოთახის მცენარეებს

ვიტამინი D3 — Sheni Labs
Sheni Network

წყარო: ნიკოლოზ იოსებიძე, ყველაფერი საოჯახო მეურნეობის შესახებ (გამომცემლობა პალიტრა L)

drpkhakadze

სტატიის ციტირება
SheniSofeli.ge. ოთახის მცენარის აუცილებელი საკვები [Internet]. თბილისი: Shenisofeli.ge; 2025 [ციტირებულია: 2026 სექ 10]. ხელმისაწვდომია: https://shenisofeli.ge/%e1%83%9d%e1%83%97%e1%83%90%e1%83%ae%e1%83%98%e1%83%a1-%e1%83%9b%e1%83%aa%e1%83%94%e1%83%9c%e1%83%90%e1%83%a0%e1%83%98%e1%83%a1-%e1%83%90%e1%83%a3%e1%83%aa%e1%83%98%e1%83%9a%e1%83%94%e1%83%91%e1%83%94/
shenisofeli.ge
author avatar
SheniSofeli.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here