სამეგრელოს მუნიციპალიტეტებში ფაროსანას საწინააღმდეგოდ ტერიტორიები თერმული ნისლით მუშავდება

სამეგრელოს მუნიციპალიტეტებში ფაროსანას საწინააღმდეგოდ | შენი სოფელი
1 წუთიანი წაკითხვა

დასავლეთ საქართველოში აზიური ფაროსანას საწინააღმდეგო ღონისძიებები აქტიურად მიმდინარეობს. აბაშის, სენაკისა და ზუგდიდის

ადმინისტრაციულ ერთეულებში ტერიტორიები და სოფლების გარე პერიმეტრები თერმული ნისლით მუშავდება. ფაროსანას წინააღმდეგ ბრძოლის მართვის ცენტრმა თერმული ნისლით წამლობა იმ ტერიტორიებიდან დაიწყო, სადაც მონიტორინგის საფუძველზე მავნებლის მეტი კონცენტრაცია ფიქსირდება.

აბაშის, სენაკისა და ზუგდიდის  მუნიციპალიტეტებში უკვე დამუშავებულია 1860 ჰა ფართობი. სურსათის ეროვნული სააგენტოს აზიური ფაროსანას საწინააღმდეგო მართვის ცენტრის ხელძღვანელის, ლაშა შალამბერიძის განმარტებით,  მავნებელი პოპულაციის ფაზაშია და ამ ეტაპზე, სააგენტოს ღონისძიებების პარალელურად,  უმნიშვნელოვანესია მოსახლეობის აქტიური ჩართულობა. ფერმერების მიერ საკუთარი საკარმიდამო ტერიტორიების რეკომენდებული სქემებით დამუშავება მნიშვნელოვნად ამცირებს მავნებლის რიცხოვნობას.

ვიტამინი D3 — Sheni Labs
Sheni Network

ფაროსანას საწინააღმდეგო ღონისძიებები  მეფუტკრე-ფერმერებთან  კოორდინირებულად  და უსაფრთხოების წესების სრული დაცვით, ღამის საათებში მიმდინარეობს. პროცესში აქტიურად არის ჩართული ადგილობრივი თვითმმართველობა. პარალელურ რეჟიმში, ინტენსიურად მიმდინარეობს წერტილოვანი წამლობა ცივი შესხურებით.

სურსათის ეროვნული სააგენტო ტერიტორიების თერმული ნისლით  დამუშავებას დასავლეთ საქართველოს ყველა რეგიონში განახორციელებს.

#datashvil #drpkhakadze #sheniambebi #shenisofeli
სკანირება
QR კოდი
shenisofeli.ge

სტატიის ციტირება

შენი სოფელი. (2026). სამეგრელოს მუნიციპალიტეტებში ფაროსანას საწინააღმდეგოდ ტერიტორიები თერმული ნისლით მუშავდება. 21 ივლისი, 2026. https://shenisofeli.ge/samegrelos-munitsipalitetebshi-farosanas-satsinaaghmdeg/

სტატიის ციტირება
შენი სოფელი. სამეგრელოს მუნიციპალიტეტებში ფაროსანას საწინააღმდეგოდ ტერიტორიები თერმული ნისლით მუშავდება [Internet]. თბილისი: Shenisofeli.ge; 2026 [ციტირებულია: 2026 სექ 14]. ხელმისაწვდომია: https://shenisofeli.ge/samegrelos-munitsipalitetebshi-farosanas-satsinaaghmdeg/
shenisofeli.ge
გაუზიარეთ ეს სტატია
კომენტარები ჯერ არ არის
© 2026 შენი სოფელი · PHIG · Sheni Network