წელს პირველად აჭარაში სალაშქრო ფესტივალი ჩატარდება

წელს პირველად აჭარაში სალაშქრო ფესტივალი ჩატარდება | შენი სოფელი
1 წუთიანი წაკითხვა

წელს პირველად აჭარაში სალაშქრო ფესტივალი ჩატარდება. აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტო მთიანი აჭარის ტურისტული მარშრუტების პოპულარიზაციისა და აჭარაში ლაშქრობის სტიმულირების მიზნით ფესტივალის ჩატარებას ზაფხულში გეგმავს.

4 დღის განმავლობაში, ფესტივალის მონაწილე მოლაშქრეები და მოგზაურები 45 კმ-ნ საფეხმავლო მარშრუტს „ჩირუხი-ხიხანი -შუამთის ტბები – ბეშუმი – გოდერძი – ალპური ბოტანიკური ბაღი“ დალაშქრავენ.

ტურისტული ბილიკები მოიცავს ალპურ ზონას, ბუნებრივ და კულტურულ მემკვიდრეობას, ისეთს როგორიცაა შრატიანის და შუამთის ტბები, ხიხანის ციხე, ალპური ბაღი, მწვანე ტბა, ასევე სხვადასხვა შემეცნებით და ინტერაქტიულ აქტივობას, კულინარიული მასტერკლასებსა და შეჯიბრებებს. ფესტივალი სტარტს ჩირუხში აიღებს და ალპურ ბოტანიკურ ბაღში დასრულდება.

ვიტამინი D3 — Sheni Labs
Sheni Network

მისი მიზანი ლაშქრობის, როგორც სათავგადასავლო ტურიზმის სახეობის პოპულარიზაცია, მოლაშქრე-მოგზაურებისთვის კი აჭარის ტურისტული ბილიკებისა და მარშრუტების გაცნობაა. სალაშქრო ფესტივალი აჭარაში პირველად ტარდება და მასში მონაწილეობა უფასოა. მონაწილეებისთვის რეგისტრაცია მაისში დაიწყება.

#datashvil #drpkhakadze #sheniambebi #shenisofeli
სკანირება
QR კოდი
shenisofeli.ge

სტატიის ციტირება

შენი სოფელი. (2026). წელს პირველად აჭარაში სალაშქრო ფესტივალი ჩატარდება. 21 ივლისი, 2026. https://shenisofeli.ge/tsels-pirvelad-acharashi-salashqro-festivali-chatardeba/

სტატიის ციტირება
შენი სოფელი. წელს პირველად აჭარაში სალაშქრო ფესტივალი ჩატარდება [Internet]. თბილისი: Shenisofeli.ge; 2026 [ციტირებულია: 2026 სექ 14]. ხელმისაწვდომია: https://shenisofeli.ge/tsels-pirvelad-acharashi-salashqro-festivali-chatardeba/
shenisofeli.ge
გაუზიარეთ ეს სტატია
კომენტარები ჯერ არ არის
© 2026 შენი სოფელი · PHIG · Sheni Network