თხილის სუბსიდირებისთვის გამოყოფილი თანხის არამიზნობრივად ხარჯვისთვის ჯარიმები დაწესდება

სოფლის განვითარების სააგენტო თხილის წარმოების ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში აგროქულების მიზნობრივ ხარჯვას გაუწევს მონიტორინგს.

ინფორმაციას სააგენტო ავრცელებს.

თხილის წარმოების ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამა ითვალისწინებს თხილის მოვლა-მოყვანისთვის საჭირო აგროქიმიკატებისა და პესტიციდების ღირებულების სუბსიდირებას. სოფლის განვითარების სააგენტოს მხრიდან კონტროლის მექანიზმის გამკაცრება ითვალისწინებს პროცედურას, რომლითაც აგრომაღაზიები ვალდებულები იქნებიან, სახელმწიფო პროგრამის ფარგლებით
განსაზღვრული პროდუქციის რეალიზაციის სისტემური აღრიცხვა განახორციელონ.

სოფლის განვითარების სააგენტოს ინფორმაციით, პროგრამით დადგენილი პირობით, ფერმერები, რომელთაც საკუთრებაში ან/და ფაქტობრივ მფლობელობაში აქვთ თხილის ბაღი, არანაკლებ 0.2 ჰა და არაუმეტეს 3 ჰა. სახელმწიფოსგან ჰექტარზე 500 ლარიან დახმარებას მიიღებენ.
პროგრამაში ჩართულ პირებზე სუბსიდია გაიცემა ლიბერთი ბანკის აგრობარათზე შესაბამისი ქულების დარიცხვით. ქულების განაღდების პროცესი მიმდინარე წლის მარტის თვიდან დაიწყება და მისი გამოყენება შესაძლებელი იქნება 2024 წლის 31 აგვისტოს ჩათვლით საქართველოს მასშტაბით მოქმედ
500-ზე მეტ სპეციალიზებულ აგრომაღაზიაში.

#datashvil #drpkhakadze #sheniambebi #shenisofeli

ოზურგეთს 8 ახალი, თანამედროვე ტიპის ავტობუსი მოემსახურება

ოზურგეთის მუნიციპალიტეტში, საგზაო ინფრასტრუქტურის მშენებლობაზე ახალი პროექტები მზადდება, რომლის ჯამური მოცულობა 20 მილიონი ლარი იქნება, – ამის შესახებ ოზურგეთის მერმა, ავთანდილ თალაკვაძემ განაცხადა.

„განვაგრძობთ სოფლებში გზების რეაბილიტაციის და მოწყობის სამუშაოებსაც. 2024 წლის სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, რეგფონდისა და ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით, ჯამში 2 172 000 ლარის სამუშაოებს ვაკეთებთ. პროგრამის დასრულების შემდეგ, სოფლებში კრიტიკულ მონაკვეთებზე დაახლოებით 20 კმ-მდე გზა, ბეტონის საფარით მოეწყობა. აქვე მინდა გითხრათ, რომ უკვე დასრულდა ტენდერი და ვიწყებთ ქ. ოზურგეთსა და ჩვენს სოფლებში საგზაო ინფრასტრუქტურის მშენებლობაზე ახალი პროექტების მომზადებას, რომლის ჯამური მოცულობაც 20 მილიონი ლარი იქნება. თუ სად და რა მონაკვეთებზე გაკეთდება ახალი საგზაო ინფრასტრუქტურა – ამ ინფორმაციას მომდევნო სხდომებზე წარმოგიდგენთ.

სიახლეები გვაქვს ნატანების ადმინისტრაციულ ერთეულშიც – ნატანებში სამი მრავალბინიანი სახურავის სრულ რეაბილიტაციას გავაკეთებთ, რისთვისაც 160 000 ლარი დაიხარჯება. ასევე, დაგეგმილია ე.წ. მე-15 ბრიგადის დასახლებაში 720 მეტრი სიგრძის საგზაო მონაკვეთის რკინა-ბეტონის საფარით მოწყობა, რისთვისაც 396 000 ლარი დაიხარჯება“, – აღნიშნა მერმა.

მისივე თქმით, 35 წლის შემდეგ პირველად მოხდა სრულიად ახალი საზოგადოებრივი ავტობუსების შესყიდვა და ეს პროცესი გაგრძელდება.

ოზურგეთის მერის თქმით, საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით უკვე შეძენილი და შემოყვანილია 8 ერთეული ISUZU-ს მარკის თანამედროვე ტიპის ავტობუსის, რომლითაც მოქალაქეებს მგზავრობისას სრული კომფორტი შეექმნებათ.

„ძვირფასო თანამოქალაქეებო, მოგეხსენებათ, ოზურგეთის განვითარების ჩვენი 8 პუნქტიანი გეგმის ერთ-ერთი მთავარი საკითხი იყო ახალი ავტობუსების შემოყვანა და სატრანსპორტო სისტემის გაუმჯობესება – ვასრულებთ კიდევ ერთ პირობას, რომელიც საზოგადოებას მივეცით და ოზურგეთში ახალი საზოგადოებრივი ტრანსპორტი გვექნება – საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით უკვე შევიძინეთ და შემოვიყვანეთ 8 ერთეული ISUZU-ს მარკის თანამედროვე ტიპის ავტობუსი, რომლითაც ჩვენს მოქალაქეებს მგზავრობისას სრულ კომფორტს შევუქმნით. 35 წლის შემდეგ პირველად მოხდა სრულიად ახალი საზოგადოებრივი ავტობუსების შესყიდვა და ეს პროცესი გაგრძელდება,“- აღნიშნა მერმა.

ავთანდილ თალაკვაძემ სამარშრუტო გეგმაზე, ტარიფებსა და მარშრუტების მიმართულებებზეც ისაუბრა.

„მუნიციპალურ სატრანსპორტო კომპანიასთან კოორდინირებით, შემუშავდა ახალი სამარშრუტო გეგმა და ტარიფები, რომელიც მაქსიმალურად ხელმისაწვდომი და მორგებული უნდა იყოს ნებისმიერი შემოსავლის მქონე ადამიანსა და სოციალურ ჯგუფზე. მგზავრობის საფასურის გადახდა შესაძლებელი იქნება საბანკო პლასტიკური ბარათებით და ელექტრონული სისტემით, რომელიც ავტობუსშია დამონტაჟებული. სამგზავრო ბარათის შეძენა შესაძლებელია დეილის ქსელურ მარკეტებში ქალაქ ოზურგეთში და სოფელ ნატანებში, ასევე ლოტოს ჯიხურებში. გაგაცნობთ მიმართულებებს, რომელსაც ახალი ტრანსპორტი მოემსახურება: ოზურგეთი – ურეკი; ოზურგეთი – დვაბზუ – ცხემლისხიდი – ვაკიჯვარი; ოზურგეთი – ნაგომარი; ოზურგეთი – ნარუჯა – ლაითური; ოზურგეთი – შემოქმედი – გომი; ოზურგეთი – სოფ. ოზურგეთი – გურიანთა. რა თქმა უნდა, ახალი ტრანსპორტის ფუნქციონირებას დავაკვირდებით და საჭიროების შემთხვევაში ცვლილებებსაც შევიტანთ. კომფორტულ და სასიამოვნო მგზავრობას გისურვებთ!“ – განაცხადა ოზურგეთის მერმა.

მისივე თქმით, წარმატებით მიმდინარეობს და მალე დასრულდება მრავალბინიან საცხოვრებელ კორპუსებში, სამგზავრო და სატვირთო ლიფტების მოწყობის სამუშაოები.

„ამჯერად, ფარნავაზ მეფის ქ.N1 და N127-ში, მერაბ კოსტავას ქ.N2, N4,-ში, იოანე პეტრიწის ქ. N1 და გრიბოედოვის ქ.N31-ში მოეწყობა ლიფტები, ადგილობრივი ბიუჯეტიდან და საჯარო ფინანსების მართვის რეფორმის ფარგლებში მიღებული გრანტიდან, ჯამში 648 786 ლარი დაიხარჯება“,- განაცხადა მერმა.

მერმა ასევე სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო ღონისძიებებთან დაკავშირებით, განახლებული ინფორმაცია წარმოადგინა და ისაუბრა მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების სახურავების რეაბილიტაციის შესახებ. „გაგაცნობთ განახლებულ ინფორმაციას სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო ღონისძიებებთან დაკავშირებით. ამ მიმართულებით განვაგრძობთ მუშაობას: დაბა ლაითურში – სტიქიის შედეგად დაზიანებული 4 მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის სახურავების რეაბილიტაციას ვიწყებთ, რომლის ღირებულებაც შეადგენს 109 998 ლარს. დაბა ნარუჯაში დავიწყეთ სტიქიის შედეგად დაზიანებული 3 მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის სახურავის რეაბილიტაცია, დანახარჯი შეადგენს 109 409 ლარს. სოფელ მერიაში – მიმდინარეობს 4 მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის სახურავების რეაბილიტაცია, რაშიც 134 799 ლარი დაიხარჯება. სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო ღონისძიებების ფარგლებში, ოზურგეთის მუსიკალური სკოლის სახურავის რეაბილიტაციასაც ვიწყებთ, რისთვისაც დაიხარჯება 26 999 ლარი,“- განაცხადა ოზურგეთის მერმა.

მამა ბიქტორი მტაცებელი ფრინველის მოსაზიდად საჭირო სატყუარა ფრიველის დაჭერას გვასწავლის რაც მთავარია, ამ პროცესში, ყველა არსება ტყეს უვნებელი უბრუნდება

მამა ბიქტორი ქორების გაწვრთნის უძველეს ტრადიციას აგრძელებს

ჩოხატაურის სოფელ ჩაისუბანში, მის ეზოში, ვაზი, ფუტკარი, კურდღელი და მწყერი თანაცხოვრობენ
მამა ბიქტორი მტაცებელი ფრინველის მოსაზიდად საჭირო სატყუარა ფრიველის დაჭერას გვასწავლის
რაც მთავარია, ამ პროცესში, ყველა არსება ტყეს უვნებელი უბრუნდება

გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!

მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.

სეზონის ყველაზე ცხელი პერიოდი თვის ბოლო დღეებშია მოსალოდნელი

ზაფხულის ყველაზე ცხელი პერიოდი იწყება.

„აფრიკული ანტიციკლონი, რომელიც ჩვენს ირგვლივ დიდი ხნის განმავლობაში თითქმის უპრობლემოდ დომინირებდა, მომდევნო კვირაში საქართველოზე მოახდენს გავლენას.

სეზონის ყველაზე ცხელი პერიოდი თვის ბოლო დღეებშია მოსალოდნელი, ტემპერატურული ფონი საკმაოდ მაღალი იქნება და როგორც დასავლეთ, ასევე აღმოსავლეთ საქართველოში შესაძლებელია +40 გრადუსამდე მოიმატოს.

დასვენებისთვის იდეალური, მზიანი დღეებია მოსალოდნელი სანაპირო კურორტებზეც, სადაც მომდევნო კვირის შუა დღეებში ტემპერატურა +38 გრადუსამდე იქნება. ზღვის წყლის ტემპერატურა ყველაზე კომფორტულია 27-28 გრადუსი.

27 დან 31 აგვისტოს ჩათვლით საქართველოში ნალექი ნაკლებადაა მოსალოდნელი.

მშრალი მეტეო პირობების გავლენით ტყეებში მომატებულია ხანძრის გაჩენის რისკი, გაფრთხილდით გარემოს!აქვე გეტყვით, რომ +40 გრადუსამდე ტემპერატურა სეზონის ამ პერიოდისთვის არის ნორმა!გისურვებთ ბედნიერებას“, – მეტეოროლოგი კობა ფარტენაძე

გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!
მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.

„სპეციალური ბაზებიც კი შევქმენით, ყოველდღიურ მონიტორინგს ვუწევთ როგორც ონკოლოგიური, ისე ნებისმიერი მედიკამენტის ბრუნვას ფარმაცევტულ ბაზარზე“

0

„ფარმაცევტულ კომპანიებს შეუძლიათ, სასამართლოში გაასაჩივრონ კონკურენციის სააგენტოს გადაწყვეტილება, თუმცა ფაქტია, რომ მედიკამენტებთან დაკავშირებით იყო შეთანხმებული ქმედება კომპანიებს შორის, რათა ხელოვნურად გაზრდილი ფასების საფუძველზე, ბიუჯეტიდან მომხდარიყო გაცილებით მეტი თანხის გადახდა“. ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, ზურაბ აზარაშვილმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, ამ კომპანიების მხრიდან კონკურენციის სააგენტოში ვერ იქნა წარდგენილი ვერანაირი არგუმენტი, რაც სააგენტოს განსხვავებული მსჯელობის შესაძლებლობას მისცემდა.

„შეუძლიათ, გაასაჩივრონ სასამართლოში და ამტკიცონ თავიანთი სიმართლე.

ამ კომპანიებს შორის იყო ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ მიმართული, ხელოვნურად გაზრდილი ფასების საფუძველზე ბიუჯეტიდან რომ მოიმხდარიყო  გაცილებით მეტი თანხის გადახდა. ზოგ შემთხვევაში სამჯერ და ოთხჯერ გაძვირებული იყო მედიკამენტები და პაციენტები რჩებოდნენ მედიკამენტების გარეშე, რადგანმ ნაადრევად ხდებოდა ლიმიტების ამოწურვა…

ზოგ შემთხვევაში ნახეთ, რომ სამჯერ და ოთხჯერ იყო გაძვირებული მედიკამენტები. სამწუხაროდ, ეს პაციენტები რჩებოდნენ მედიკამენტების გარეშე, რადგან ნაადრევად ხდებოდა ლიმიტების ამოწურვა. შესაბამისი რეაგირებაც მოჰყვა კონკურენციის სააგენტოს მხრიდან კონკრეტულ მტკიცებულებებზე დაყრდნობით, რაც წარმოვადგინეთ კონკურენციის საგენტოში ჯერ კიდევ გასული წლის მარტის თვეში.

ცხადია, რომ ვერანაირი არგუმენტი ვერ იქნა წარმოდგენილი ამ კომპანიების მხრიდან კონკურენციის სააგენტოში, რაც კონკურენციის სააგენტოს მისცემდა განსხვავებული მსჯელობის შესაძლებლობას. ასეთი ფაქტი, სამწუხაროდ, საბოლოოდ დადასტურდა. მკაცრი რეაგირების შემდეგ, ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ჩვენს ქვეყანაში ასეთი ფაქტი აღარ განმეორდება, თუმცა მაქსიმალურად ყურა,ედდღებით ვართ. ამისთვის სპეციალური ბაზებიც კი გვაქვს შექმნილი. ყოველდღიურად მონიტორინგს ვუწევთ როგორც ონკოლოგიური, ასევე ნებისმიერი მედიკამენტის ბრუნვას ფარმაცევტულ ბაზარზე, აგრეთვე მათ ნაშთებს ხელოვნური დეფიციტის არშექმნის მიზნით, რომ მოვახდინოთ ამის პრევენცია. ონკოლოგიურ მედიკამენტებს რაც შეეხება, ონკოლოგიური მედიკამენტებით უზრუნველყოფის ვალდებულებას უკვე ეტაპობრივად, ამ წლიდან სახელმწიფო იღებს მთლიანად. მწარმოებლებთან პირდაპირი კონტრაქტებით ჩვენ შევძელით, რომ გარკვეულ მედიკამენტებს უკვე იანვრიდან მივაწვდით პაციენტებს“, – განაცხადა ზურაბ აზარაშვილმა.

საქართველოს კონკურენციის ეროვნულმა სააგენტომ ფარმაცევტულ სექტორში ოთხი კომპანია კონკურენციის საწინააღმდეგო ქმედების გამო დააჯარიმა. 

#datashvil  #drpkhakadze  #sheniganatleba #sheniambebi #sheniekimi

ისტორიულ შენობაში მოქცეული მარანი – სოფო ჭრებალოს ღვინის მარნის დამფუძნებელია

გაიცანი ჩვენი მასპინძელი სოფო ლეკიშვილი.
სოფო ჭრებალოს ღვინის მარნის დამფუძნებელია, რომელიც ყოველწლიურად უამრავ სტუმარს მასპინძლობს.
ისტორიულ შენობაში მოქცეული მარანი, კვების ობიექტთან ერთად, რაჭის ყველა ღირსშესანიშნაობას ერთ სივრცეში აერთიანებს.
უფრო ვრცლად, ვიდეოში თავად მოგიყვებათ 👉

 

#datashvil #drpkhakadze #sheniambebi #shenisofeli

მომღერალი გიდი-მძღოლი-ფოტოგრაფი, ახალ­გაზ­რდა კაცი, რო­მელ­მაც სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში დიდი მო­წო­ნე­ბა და­იმ­სა­ხუ­რა და სოციალური ქსელი დაიპყრო, ალექ­სან­დრე ალიმ­ბა­რაშ­ვი­ლია

მომღერალი გიდი-მძღოლი-ფოტოგრაფი, ახალ­გაზ­რდა კაცი, რო­მელ­მაც სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში დიდი მო­წო­ნე­ბა და­იმ­სა­ხუ­რა და სოციალური ქსელი დაიპყრო, 34 წლის ალექ­სან­დრე ალიმ­ბა­რაშ­ვი­ლია.

„თავისუფალ დროს, როცა არ მაქვს ტური, ვცდილობ დამატებითი შემოსავლისათვის ვიმუშაო ბოლტის აპლიკაციით…

დღის გან­მავ­ლო­ბა­ში ბევ­რი დას­ტრე­სი­ლი ადა­მი­ა­ნი მხვდება. ვცდი­ლობ, რომ მუ­სი­კით გა­ვა­ქარ­წყლო მათი პრობ­ლე­მე­ბი. უმე­ტე­სად მი­ღე­ბენ ვი­დე­ოს, რაც ძა­ლი­ან სა­სი­ა­მოვ­ნოა ჩემ­თვის. იმე­დია, ეს “აფეთ­ქე­ბა” სწო­რად გაგ­რძელ­დე­ბა და ვეც­დე­ბი ხალ­ხის იმე­დე­ბი გა­ვა­მარ­თლო”, – ამ­ბობს ალექ­სან­დრე ალიმ­ბა­რაშ­ვი­ლი.

ალექ­სან­დრე 5 წლის ასა­კი­დან მღე­რის და სიმ­ღე­რა მისი ცხოვ­რე­ბის გა­ნუ­ყო­ფე­ლი ნა­წი­ლია. 2012 წელს მუ­სი­კა­ლურ პრო­ექ­ტში – „ახა­ლი ხმა“ – იღებ­და მო­ნა­წი­ლე­ო­ბას.

დაამ­თავ­რა ილი­ას სახელმწიფო უნი­ვერ­სი­ტე­ტი (ბიზ­ნე­სის და მართვის მი­მარ­თუ­ლე­ბით, მეორად პროფესიად არჩეული ჰქონდა ტურიზმი). ასევე დაამთავრა თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონ­სერ­ვატორია (ვოკალური განყოფილება – პროფესია: ვოკალი). პატარაობაში გახლდათ ქართული ხალხური ცეკვების ანსამბლ „მამულის“ სოლისტი. 11 წელი დადიოდა კალათბურთზე ბატონ ნიკოლოზ დერიუგინთან.

უყვარს ცურვა, ფეხბურთი, კრივი. აქვს საკუთარი­ ტურისტული კომპანია „ალექსტურ ჯორჯია“, რომელიც თითქმის 10 წელია ემ­სა­ხუ­რე­ბა რო­გორც უცხო­ელ, ასევე ქარ­თველ ტუ­რის­ტებს. მისი ცხოვ­რე­ბის ნა­ხე­ვა­რზე მეტი უკა­ვია მუ­სი­კას.

ჰყავს 7 წლის ქალიშვილი მია ალიმბარაშვილი, რომელიც ძალიან ნიჭიერი და მონდომებულია, სწავლობს კერძო სკოლა „მწიგნობართუხუცესში’’,  მე-2 კლასში.

ასევე ცეკვაზე დადის ქალბატონ თეა დარჩიასთან.

#datashvil #drpkhakadze #sheniambebi #shenisofeli

ჩანაფიქრია, დამბალხაჭომ კონკურენცია გაუწიოს არაერთ ევროპულ ყველს და თავისი ადგილი საერთაშორისო ბაზარზე დაიმკვიდროს

0
დამბალხაჭო 63 გეოგრაფიული აღნიშვნიდან ერთ-ერთია და მას პარალელურად, არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი აქვს.
დამბალხაჭოს დამზადების ტრადიცია დავიწყების პირას იყო, თუმცა, სახელმწიფო პროგრამების და საერთაშორისო დონორების მხარდაჭერით, მცხეთა-მთიანეთის რეგიონში უკვე ფუნქციონირებს რამდენიმე საწარმო.
მწარმოებლების მიზანი და ჩანაფიქრი კი არის ის, რომ დამბალხაჭომ კონკურენცია გაუწიოს არაერთ ევროპულ ყველს და თავისი ადგილი საერთაშორისო ბაზარზე დაიმკვიდროს.

#datashvil #drpkhakadze #sheniambebi #shenisofeli

ქვის სამგანყოფილებიანი საწნახელი, რომელსაც საქართველოში ანალოგი არ მოეპოვება!

ქვის სამგანყოფილებიანი საწნახელი, რომელსაც საქართველოში ანალოგი არ მოეპოვება!
ფოტოზე, ხანის ქვის სამგანყოფილებიანი საწნახელია გამოსახული.

ქვის გიგანტურ ლოდში გამოკვეთილი უნიკალური ქმნილება, საუკუნეებს ითვლის.
ქვითხუროობის გენიალური შედევრი, ჟამთა სვლამ ხავსით გადაფარა.
დღეს ფუნქცია დაუკარგავს, მაგრამ დღემდე არ დაუკარგავს გამორჩეული ლაზათი და პეწი…

#datashvil #drpkhakadze #sheniambebi #shenisofeli

დიდი ძალისხმევით სოფელსა და თემს ახალი სიცოცხლე აჩუქეს…

გუდამაყრის მთის კიდეზე “კიდე” ბევრ საინტერესო სიახლეს გვპირდება!
გაიცანით სამმთისას წევრები გუდამაყრიდან, რომლებმაც დიდი ძალისხმევით სოფელსა და თემს ახალი სიცოცხლე აჩუქეს.
ერთი იდეიდან დაწყებული დიდი საქმე, რომელსაც წარმატებით უძღვება გიორგი ბექაური და ხატია სუხაშვილი.
ეს ობიექტი გუდამაყრის ტურისტული განვითარების ერთ-ერთი ნათელი მაგალითია.

#datashvil #drpkhakadze #sheniambebi #shenisofeli