ცხოვრება პანკისის ხეობაში – როგორ მზადდება ტრადიციული ქისტური კერძები და ლუდი

ცხოვრება პანკისის ხეობაში…

როგორ მზადდება ტრადიციული ქისტური კერძები და ლუდი.

„ბავშვი უნდა გააქციო სოფლად და ბუნებაში, უნდა ირბინოს, იხტუნოს“

აკადემიკოსმა შალვა ამონაშვილმა ისაუბრა თემაზე, რამდენად მნიშვნელოვანია ბავშვთა განვითარებისთვის სოფლად დასვენება.

„ბავშვი უნდა გააქციო სოფლად და ბუნებაში, რომ ბავშვმა ამოცალოს თავისი ენერგია. მან უნდა ირბინოს, უნდა იხტუნოს. ეს უნდა როგორც ორი წლის, ხუთი წლის ბავშვს, ასევე მოზარდსაც, რომელსაც 15-17 წელი შეუსრულდა. მას სადღაც განმარტოება უნდა, ბუნებაში უნდა, რომ არავინ არ იყოს მის ირგვლივ. წინანდლის ბაღში უნდა დაკარგვა ბავშვს. ეს პირობები უნდა შევუქმნათ ბავშვებს.

სოფელი არის სილაღე. რა სივრცესაც ვუყურებ, ის ცნობიერება მიყალიბდება. მთებს ვუყურებ? მწვერვალებზე ასვლა მინდა. ხეებს ვუყურებ? იქ მინდა მოვექცე მაღლა. ყვავილებს ვუყურებ? დაკრეფა მინდა და ვიღაცას მინდა მივართვა. სოფელი სხვა გასაქანს ქმნის სულიერი და გონებრივი განვითარებისთვის. თუ სოფელში კეთილი ბებია ჰყავს ბავშვს, რომელმაც ლოცვები იცის და შეულოცავს შვილსა და შვილიშვილს საღამოობით, თუ პაპა ჰყავს ბრძენი, რომელიც გლეხურ სიტყვას ეტყვის და ბავშვს ეს სიბრძნე გაჰყვება თან, მე ვერ გეტყვით, ეს რანაირი აღზრდის მარაგია ბავშვისთვის“ – განაცხადა ამონაშვილმა „ფორმულას“ ეთერში.

#datashvil #drpkhakadze #sheniambebi #shenisofeli

სტუმრები ქართული ღვინის მწარმოებელ კომპანიებს ქართლსა და კახეთში ეწვივნენ, დააგემოვნეს სხვადასხვა სტილის ქართული ღვინო

0

ღვინის ეროვნული სააგენტოს ფინანსური მხარდაჭერითა და სააგენტოს კონტრაქტორი გერმანული მარკეტინგული კომპანიის „ff.k Public Relations“ ორგანიზებით, საქართველოს გერმანელი ღვინის პროფესიონალების 10-კაციანი ჯგუფი სტუმრობდა.

ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

ჯგუფის შემადგენლობაში შედიოდნენ სომელიეები, კომერციული სექტორის და მედიის წარმომადგენლები.

5-დღიანი ტურის ფარგლებში, სტუმრები ქართული ღვინის მწარმოებელ კომპანიებს ქართლსა და კახეთში ეწვივნენ, დააგემოვნეს სხვადასხვა სტილის ქართული ღვინო.

ქართული ღვინის პოპულარიზაციისა და საექსპორტო პოტენციალის გაზრდის მიზნით, გერმანულ კომპანიასთან „ff.k Public Relations” ღვინის ეროვნული სააგენტო თანამშრომლობა 2021 წლიდან დაიწყო. აქტიური პოპულარიზაციის კამპანია მიმდინარე წელსაც გრძელდება.

ევროპაში ღვინის უდიდესი იმპორტიორი ქვეყანა გერმანია ქართული ღვინის სტრატეგიული ბაზრების ჩამონათვალს 2020 წლიდან დაემატა და საექსპორტო ქვეყნების ათეულში სტაბილურად დაიმკვიდრა ადგილი. მიმდინარე წლის პირველ კვარტალში საქართველოდან გერმანიაში 300 ათასი ლიტრი ღვინოა ექსპორტირებული, ზრდამ გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 31% შეადგინა.

დეკემბერში პირდაპირ მისწრებაა მერქნიანი კულტურების დარგვა. მოსაჭრელი მოჭერით, ამოსაძირკვი ამოძირკვეთ

ნოემბერ-დეკემბერი

დეკემბერში პირდაპირ მისწრებაა მერქნიანი კულტურების დარგვა. მოსაჭრელი მოჭერით, ამოსაძირკვი ამოძირკვეთ. მათ ადგილას კი ახალი, თქვენთვის სასურველი საუკეთესო ჯიშის ხეხილის ნერგები დარგეთ. თუ ახლა აპირებთ ბაღის გაშენებას, გათვალისწინებულ ხეებს რომ ამოძირკვავთ, ორმო ნაკელშერეული ახალი მიწით შეავსეთ და დააცადეთ, რომ კარგად დაჯდეს. ამოთხარეთ 50 სმ სიღრმისა და 100 სმ სიგანის ორმო, წინასწარ დასარგავად მომზადებული ნერგი ისე მოათავსეთ მასში, რომ ნამყენი ადგილი მიწის ზემოთ დარჩეს. ამისთვის, რა თქმა უნდა, ამოთხრილი მიწის ერთი ნაწილი უკან უნდა ჩაყაროთ. დარგვამდე ორმოში მიწა კონუსისებურად შეაგროვეთ და ფესვები ზედ გადაანაწილეთ, შემდეგ დააყარეთ მიწა და კარგად მიუტკეპნეთ. ღრმად დამუშავებული ნიადაგი ხელს შეუწყობს ფესვთა სისტემის კარგად განვითარებას და, შესაბამისად, ნერგის გახარებას. მართალია, ბაღში ხეების დარგვა თუ ახლის გაშენება საქართველოს ყველა რაიონში გაზაფხულზეც და მთელი შემოდგომა-ზამთრის პერიოდშიც შეიძლება, მაგ­რამ უპირატესობა მაინც შემოდგომა-ზამთარს ენიჭება. ჯერ ერთი, მოსავლის დაბინავების შემდეგ შედარებით მეტი თავისუფალი დრო გვაქვს და, მეორეც, ამ დროს დარგული ნერგი მჭიდრო `კონტაქტს ამყარებს~ ნიადაგთან და გაზაფხულის დადგომასთან ერთად აქტიურ ვეგეტაციას იწყებს.

აუცილებლად გასათვალისწინებელია, რომ დასარგავად საუკეთესოა ორწლიანი ნერგი, რომლის შტამბის სიმაღლე უნდა იყოს 60-90 სმ. მნიშვნელობა აქვს ტოტების თანაბარ განლაგებასაც. მთავარი ყურადღება აუცილებლად უნდა მიაქციოთ ფესვთა სისტემას. ძირითადი ფესვების სიგრძე ორწლიან ნამყენს 25-30 სმ მაინც უნდა ჰქონდეს, ხეებს შორის მანძილი კი უნდა იყოს 4X4 – 5X5 მ.

ოქტომბერი – ძირითადი მოსავალი ალბათ უკვე დაბინავებული გაქვთ და აქა-იქ შემორჩენილ ვაშლისა და კომშის ნაყოფს აგროვებთ. 

წყარო: ნიკოლოზ იოსებიძე, ყველაფერი საოჯახო მეურნეობის შესახებ (გამომცემლობა პალიტრა L)

როგორ გამოვიყენოთ ტექნიკა ისე რომ ჯანმრთელობა არ დავიზიანოთ – შეიძლება თუ არა კონდიციონერის გამოყენების პარალელურად გავაღოთ ფანჯრები

ზაფხულის ცხელ სიცხეს ბევრი კონდიციონერით ებრძვის.

როგორ გამოვიყენოთ ტექნიკა ისე რომ ჯანმრთელობა არ დავიზიანოთ, ამ საკითხზე რჩევებს გვაძლევს ტექნიკური­ უნივერსიტე­ტის ასოცირებული პროფესორი,­ ტექნიკის­ მეცნიერებათა­ დოქტორი ნანი მეფარიშვილი:

ბევრს ჰგონია, თუ ფანჯარას შეაღებენ ოთახში, კონდიციონერი გაფუჭდება. ნუ გეშინიათ, არაფერი მოუვა, მხოლოდ ოდნავ მეტ დენს დახარჯავს გაგრილებაზე.

რაც შეეხება ტემპერატურას, პირადად მე 24 გრადუსზე მაქვს დაყენებული, ზამთარში – 22 გრადუსზე­. როგორც ზაფხულში, ასევე ზამთარში ჰაერის შემოდინებას ყურადღებას ვაქცევ. “კოვიდის” დროს დიდმა ორგანიზაციებმაც გასცეს რეკომენდაციები, რომ კონდიცირების პარალელურად აუცილებლად უნდა გაიღოს ფანჯრები, რათა უფრო არ გავრცელდეს ვირუსები.

კარგი იქნება, თუ შინ გვექნება ტენიანობის საზომი ხელსაწყო, რომელიც ტემპერატურასაც ზომავს. იდეალური ტენიანობაა 30 პროცენტის ზემოთ, 60 პროცენტამდე.

ამ წესების დაცვა ზამთარშიც დაგჭირდებათ, რადგან ზამთარში, როცა ჩართულია ცენტრალური გათბობა, ჰაერი მაშინაც შრება და ეს ძალიან გვიზიანებს სასუნთქ გზებს, მით უმეტეს მაშინ, თუ ტენიანობა ბინაში 20-პროცენტიანია.

ძალიან კარგია, თუ გვექნება პატარა შადრევანიც, ე.წ. ოფისის შადრევანი, რომელიც კარგად ასუფთავებს ჰაერს და ატენიანებს. თუ ტენიანობა არ არის დაცული,­ მაშინ ადამიანი 17 გრადუსზეც დისკომ­ფორტშია და ოფლი ასხამს, რადგან არ მიეწოდება ჟანგბადი საჭირო რაოდენობით.­ ძალიან მომწონს წყლის ჭავლის გასაფრქვევი ხელსაწყოც (სხვათა შორის, სულაც არ ღირს ძვირი). ეს წყლის ბურუსი, როგორც მას უწოდებენ, 7 გრადუსით დაბლა სწევს­ ტემპერატურას. თუ აგარაკი გაქვთ, შეგიძლიათ გარე სივრცეში მოაწყოთ წყლის ბურუსი და გაგრილდეთ.

ასევე კარგია, თუ ოთახს წყლით დანამავთ ანუ ჰაერში გააფრქვევთ სასხურებლით წყალს, რომელიც მაშინვე აორთქლდება, მაგრამ გააგ­რილებს. ზუსტად ის ეფექტი აქვს, რაც ბურუსულ დანადგარს. საღამოს­, როცა აგრილდება, შეგიძლიათ გააღოთ ყველაფერი და სახლი გაანი­ავოთ. დილით კი ისევ აუცილებლად ჩამოაფარეთ ფარდები.

გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!
მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.

კურორტი კვერეთი – სამკურნალოდ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოდიოდნენ

კიდევ ერთი მიტოვებული კურორტი კვერეთი.

კურორტი კვერეთი ჯერ კიდევ XX საუკუნიდან ყოფილა ცნობილი. აქ სამკურნალოდ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოდიოდნენ, პირველი სანატორიუმის მშენებლობა კი მეორე მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ დაწყებულა.
კვერეთის გოგირდის წყლები კუჭ-ნაწლავის, ნერვული სისტემისა და სახსრების სხვადასხვა დაავადების მკურნალია. აქაური გოგირდის წყალი, დალევის გარდა, აბაზანებისთვისაც უნიკალურია. როგორც ადგილობრივები ამბობენ, კვერეთის გოგირდის წყლებს, სამკურნალოს გარდა, გამაახალგაზრდავებელი ეფექტიც აქვს.კიდევ ერთი მიტოვებული კურორტი კვერეთი.
კურორტი კვერეთი ჯერ კიდევ XX საუკუნიდან ყოფილა ცნობილი. აქ სამკურნალოდ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოდიოდნენ, პირველი სანატორიუმის მშენებლობა კი მეორე მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ დაწყებულა.
კვერეთის გოგირდის წყლები კუჭ-ნაწლავის, ნერვული სისტემისა და სახსრების სხვადასხვა დაავადების მკურნალია. აქაური გოგირდის წყალი, დალევის გარდა, აბაზანებისთვისაც უნიკალურია. როგორც ადგილობრივები ამბობენ, კვერეთის გოგირდის წყლებს, სამკურნალოს გარდა, გამაახალგაზრდავებელი ეფექტიც აქვს.
📷ნია ხარაძე

#datashvil #drpkhakadze #sheniambebi #shenisofeli

ფერმერი ჯამში 28 ჰექტარზე ფლობს ატმის, ვაშლატამას, გარგარისა და ქლიავის ბაღებს. წელს ფერმერი 250 ტონა მოსავალს ელოდება

გარემოსა დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი სოფელ გურჯაანში, ფერმერ ნიკოლოზ გეთიაშვილის ბაღში ვაშლატამას მოსავლის აღების პროცესს ადგილზე გაეცნო.

სამინისტროს ინფორმაციით, ნიკოლოზ გეთიაშვილმა მეურნეობა სოფლის განვითარების სააგენტოს ფინანსური ხელშეწყობით განავითარა. პროგრამის „დანერგე მომავალი“ თანადაფინანსება დაახლოებით 20,000 ლარია, ხოლო შეღავათიანი აგროკრედიტი 240,000 ლარს აჭარბებს. ფერმერი ჯამში 28 ჰექტარზე ფლობს ატმის, ვაშლატამას, გარგარისა და ქლიავის ბაღებს. წელს ფერმერი 250 ტონა მოსავალს ელოდება.

მინისტრმა ფერმერისგან წარმოების პროცესებთან დაკავშირებით არსებულ საჭიროებებზე მოისმინა ინფორმაცია. აღინიშნა, რომ სახელმწიფოს მხრიდან ბაღების გაშენების, ასევე სამაცივრე მეურნეობების და გადამმუშავებელი სიმძლავრეების შექმნის მხარდაჭერამ წარმოება გაზარდა, რაც პროპორციულად აისახა მოსახლეობის შემოსავლებზე.

პროგრამის „დანერგე მომავალი“ ფარგლებში, ატმის და ვაშლატამას ახალი ბაღების გაშენება საქართველოს მასშტაბით 300 ჰექტარზე მეტ ფართობზე დაფინანსდა, ინვესტიციის ოდენობა 4,3 მლნ ლარზე მეტია, სოფლის განვითარების სააგენტოს თანადაფინანსება 1,7 მლნ ლარს შეადგენს.

მინისტრთან ერთად, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე კახა კაკაბაძე, სახელმწიფო რწმუნებული კახეთის მხარეში გიორგი ალადაშვილი, სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსი ზურაბ ჩეკურაშვილი და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები იმყოფებოდნენ.

შეიძლება თუ არა საკვების გაყინვა?  

შეიძლება თუ არა საკვების გაყინვა?  – ამ კითხვებს ექიმი ზაზა თელია პასუხობს.

„საყინულეში მჭიდროდ შეფუთულ მდგომარეობაში ან დალუქულ კონტეინერში ბევრი საკვები პროდუქტი ვარგისიანობასა და კარგ თვისებებს ინარჩუნებს თვეების განმავლობაში.

ეს დრო საკვები პროდუქტების მიხედვით განსხვავდება: 1. კარაქი – 6-დან 9 თვემდე;

2. ბანანი – 2-3 თვე;

3. კვერცხის ცილა ან გული – 1 წელი;

4. ყველი – გაუხსნელი, ქარხნულად შეფუთული ყველი – 6 თვედაჭრილი ყველი – 3-4 თვე;

5. შეუჭმელი, დარჩენილი პიცა – 1-2 თვე;

6. ავოკადო – 8-12 თვე;

7. მცენარეული საკვები – 6 თვე;

8. პური – გამომცხვარი – 1 თვე;არაგამომცხვარი კონსერვანტების გარეშე – 3-5 თვე;

9. რძე – 3 თვე;

10. კანფეტი – 3-6 თვე;

11. ნაჭუჭიანი თხილეული – 6 თვე ან მეტი;

12. შემწვარი მორჩენილი საკვები – ხორცეული – 2-3 თვე.ქათამი, ინდაური ან თევზეული – 4-6 თვე;

13. წვნიანი ან სოუსის ტიპის მოთუშული კერძი ბოსტნეულით და ხორცით – 2-3 თვე.

ასე რომ ნუ გადაყრით საკვებ პროდუქტებს, მორჩენილ საკვებს – გახსოვდეთ რომ ბევრი ადამიანი განსაკუთრებით ჩვენს ქვეყანაში მშიერია ყოველდღიურად. შეგიძლიათ გაყინოთ პროდუქტები, შეინახოთ ან დაურიგოთ გაჭირვებულებს.“ – წერს ზაზა თელია სოციალურ ქსელში.

გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!
მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.

კისორეთი – მკურნალი სოფელი

კისორეთი – მკურნალი სოფელი

კისორეთი – მკურნალი სოფელი მდებარეობს ტყიბულის რაიონში, ტყიბულიდან 22 კილომეტრის დაშორებით. სოფელი გამორჩეულია კულტურული ღირსშესანიშნაობებით, ბუნებრივი პირობებით, ეკონომიკური და ტურისტული განვითარების პოტენციალით.

სოფელში არის სამკურნალო თვისებების მქონე ბუნებრივი წყარო.

ბუნებრივი პირობებიდან გამომდინარე, სოფელს ახასიათებს მთიანი რაიონისთვის დამახასიათებელი ზომიერად მშრალი კლიმატი. აქ ჩამოედინება მდინარე “ლეხიდარი”. სოფელ კისორეთში ასევე არის წყარო, რომელსაც აქვს სამკურნალო თვისებები. მის წყალს კუჭ-ნაწლავის დაავადების მქონე ადამიანები სამკურნალოდ მოიხმარენ.

ულამაზესი სოფელია შესანიშნავი ბუნებისა და ხედების წიაღში. სოფელი ხალხის განსაკუთრებული სიმრავლით გამოირჩევა ,,ილიაობის’’ დღესასწაულზე, რომელიც აღინიშნება 2 აგვისტოს. “ილიაობას” სოფლის მკვიდრები “კისორეთის” დღესასწაულს უწოდებენ.

კულტურულ ღირსშესანიშნაობას წარმოადგენს კისორეთში მდებარე წმინდა გიორგის სახელობის, მეათე-მეთერთმეტე საუკუნეში აგებული ეკლესია, რომელშიც სიძველის მიუხედავად, შემორჩენილი არის კედლებზე მოხატული ძველი და უნიკალური ფრესკები. ეკლესიის ეზოში არის ასევე სამრეკლო ზარი, რომელიც იშვიათობას წარმოადგენს როგორც საქართველოში, ასევე სხვა ქვეყნებშიც მისი ზომით, წონით, მეტალის შემცველობით, სიძველით და მასზე ამოტიფრული წარწერის უნიკალურობით.

სოფელში ასევე არის მთვარანგელოზის სახელობის სალოცავი, რომლის მხოლოდ ნანგრევებიღა არის შემორჩენილი. მას სასწაულმოქმედი ძალა და მადლი აქვს სნეულების განკურნებაში. ასევე არის “თვალისჯვარი”, რომელ ადგილზეც გამუდმებით ხარობს მუხის ხე. აქაც სანთელს ანთებენ და ამ სალოცავს მხედველობის პრობლემების მქონე ადამიანები თვალის სიჯანმრთელეს სთხოვენ.

„სარწყავი არხების და ინფრასტრუქტურის მოწყობა ჩვენთვის ერთ-ერთი პრიორიტეტული საკითხია“-ოთარ შამუგია

0

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ შამუგია და ქვემო ქართლის სახელმწიფო რწმუნებული გიორგი დოხტურიშვილი, ქვემო ქართლში, საქართველოს მელიორაციის მიერ ხრამ არხის სარწყავი სისტემის ერთ-ერთი წყალგამანაწილებლის რეაბილიტაციის შედეგებს ადგილზე გაეცნენ და ადგილობრივ ფერმერებს შეხვდნენ, – ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, რეაბილიტაციის პროექტის განხორციელებით, 1385 ჰექტარ სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობზე სარწყავი წყლის მიწოდება გაუმჯობესდა.

როგორც ადგილობრივი ფერმერები აცხადებენ, სოფელს წლებია წყლის პრობლემა ჰქონდა და მისი მოგვარება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი იყო.

„სარწყავი არხების და ინფრასტრუქტურის მოწყობა ჩვენთვის ერთ-ერთი პრიორიტეტული საკითხია. თქვენ იცით, რომ ამ მიმართულებით, ბოლო 10 წელია მნიშვნელოვან პროექტებს ვახორციელებთ, მხოლოდ ქვემო ქართლში, დაახლოებით 70 მლნ ლარის სარეაბილიტაციო ღონისძიებები არის განხორციელებული. ამ წლების განმავლობაში. დავასრულეთ წერეთლის არხის რეაბილიტაცია, რაც იმას ნიშნავს, რომ 1000-ზე მეტ ჰექტარ ფართობზე გარანტირებული წყალმომარაგება ექნებათ ფერმერებს. ეს ინფრასტრუქტურული პროექტები კიდევ უფრო მასშტაბური ხდება, რადგან ჩვენ გვყავს 4 საფინანსო ინსტიტუტი, დონორი და მომავალი ოთხი-ხუთი წლის განმავლობაში, 300 მლნ დოლარზე მეტი ინვესტიცია განხორციელდება“, – განაცხადა ოთარ შამუგიამ.

აღსანიშნავია, რომ წერეთლის არხის 2,5 კილომეტრიან მონაკვეთზე მოეწყო ტრაპეციული კვეთის მონოლითური რკინა-ბეტონის არხი, გამანაწილებელი კვანძები და წყლის ჩამკეტი ფარები; 2700 მეტრი სიგრძის საექსპლუატაციო გზა; სამანქანე და საფეხმავლო ხიდები.
პროექტის ღირებულება 1 მლნ ლარია.