ცხოვრება სოფლად – ახალგაზრდა ოჯახის დაბრუნება სოფელ რაჭის უბანში

#datashvil #drpkhakadze #sheniambebi #shenisofeli

სექტემბერი – ეს ის დროა, როცა მარჯვენადალოცვილი მიწის მუშა სიხარუ­ლი­თა და სიამაყით შეჰყურებს თავის ნაამაგარს – სიმძიმისაგან ტოტებდახუნძლულ ბაღს

სექტემბერი

მობრძანდა მადლიანი შემოდგომა ხვავით, ბარაქითა და მოსავლის დასაბინა­ვებ­­ლად სა­უკეთესო ამინდით. ეს ის დროა, როცა მარჯვენადალოცვილი მიწის მუშა სიხარუ­ლი­თა და სიამაყით შეჰყურებს თავის ნაამაგარს – სიმძიმისაგან ტოტებდახუნძლულ ბაღს. უყურებს და ტკბება დამკრახული ყურძნის მტევნების, მუქი ლურჯი და ვარდისფერი ქლიავის, ფერად-ფერადი ვაშლისა და მსხლის, სხვა უტკბილესი და უგემრიელესი ხილის ცქერით, რომელსაც დროულად სჭირდება მოკრეფა-დაბინავება. ეს კი არც ისე ადვილი საქმეა. რა თქმა უნდა, გასათვალისწინებელია ხეხილის ჯიშების მიხედვით ნაყოფის ს­იმწიფის ხარისხიც. ნაადრევად მოკრეფილი ვაშლი ცუდად ინახება და არც არომატი აქვს შესაბამისი. არც დაგვიანებით მოკრეფილი ვარგა, გადამწიფებული კარტოფი­ლივით ფხვიერი ხდება.

კრეფის ნორმალურად ჩასატარებლად აუცი­ლებელია: კიბეები, ვედროები, კავები ტოტ­ის მო­საწევად და ვედროს ჩამოსაკიდებლად, გრძე­ლ ჭოკზე მიმაგრებული სპეციალური საკ­რეფი, რომელიც გამოიყენება ვაშლისა და მსხლის კენწეროებიდან ჩამოსაკრეფად. ვაშლის კრეფისას შეეცადეთ ნაკლებად დაზიანდეს ცვილი, რომლითაც დაფარულია ნა­ყო­ფი, ვინაიდან იგი აუცილებელია ნაყოფის შესანახად; ვედ­როშიც ფრთხილად ჩააწყვეთ, არ დაჟეჟოთ. მოკრიფეთ სათითაოდ და არა ორ-ორი ნაყოფი ერთად. კარგად ინახება მხოლოდ მწიფე (და არა გადამწიფებული ხილი). მოკრეფილი ხილი ფრთხილად ჩააწყვეთ ხის ყუთებში და შეინახეთ ბნელ სარდაფში, სადაც ტემპერატურა 2-4ºჩ-ია, შეფარდებითი ტენიანობა – 85-90%. ხილი მოკ­რეფისთანავე უნდა დახარისხდეს, დაჟეჟილი და ჭიანი მოსცილდეს და ზომის მიხედვით გადაირჩეს, ხოლო შემდეგ ფრთხილად ჩალაგდეს 4%-იანი საჭმელი სოდით წინასწარ გარეცხილ ყუთებში ან დალაგდეს თაროებზე. ვაშლი დაალაგეთ ყუნწით ქვემოთ, მსხალი – პირიქით. იმისათვის, რომ ჰაერი არ გამოშრეს, საცავში დადგით წყლიანი თასი. ტენიან სარდაფებში დგამენ ჩამქრალი კირით სავსე ყუთს, რომ ზედ­მეტი ტენი შეიწოვოს. იქ, სადაც ხილი ინა­ხება, არ შეიძლება მძაფრსუნიანი პროდუქციის ან ქიმიური საშუალებების (მათ შორის ბენზინის, ნავთის) შენახვა. ძალიან კარგად ინა­ხება გაუქმებულ ჭაში კალათით ჩაკიდებული ხილი, მათ შორის ქლიავიც. სარდაფის უქონლობის შემთხვევაში ხ­ილის შენახვა შეიძლება აივანზეც, ოღონდ წინასწარ სათითაოდ შეახვიეთ ქაღალდში და ი­ს­ე ჩააწყვეთ, ხოლო ყინვის შემთხვევაში ყუთები შეფუთეთ. კარგად ინა­ხე­ბა ვაშლი, მსხალი და კომში ღია აივანზე ან საკუჭნაოში დადგმულ სახურავიან ტახტებსა და სკივრებში, ოღონდ იქაც სათითაოდ ქაღალდში გახვეული ჩაალაგეთ. ყურძნის შე­სანახად ვარგისია სათავსი, სადაც ტემპე­რატურაა 5-6ºჩ, ტენიანობა – 80%, ასეთია სარდაფი. უკეთესია, თუ მტევნებს ასე ჩაალა­გებთ – ერთი ფენა ნახერხი, შემდეგ მტევნები და ა.შ.
მოსავლის აღების შემდეგ, როცა ყველა­ფერს დააბინავებთ, ნაკვეთი გადაბარეთ. თუ სამი წლის მანძილზე სასუქი არ შეგიტანიათ, სასურველია, ყოველ 10 მ2-ზე 40-60კგ ნაკელის შეტანა. ყინვების დაწყებამდე გადაბარვა იმიტომ არის აუცილებელი, რომ ყინვა ბელტებს შლის და ნიადაგს აფხვიერებს. გამხმარი და დაავადებული ხეები ძირიანად ამოძირკვეთ და ნაკვეთიდან გაიტანეთ. ხის ამოსაღებად ძირიდან 60-100 სმ-ის დაშორებით ირგვლივ მოთხარეთ და ყველა ფესვი გადაჭერით. როგორც კი ხეს გვერდზე გა­დახრით, მისი მოთხრა ადვილია.
სექტემბერში იბერტყება კაკალი; თხლად გა­შალეთ მშრალ სათავსში, რომელიც კარგად ნიავდება და დაცულია მღრღნელებისაგან. მსხვი­ლი, მაღალხარისხოვანი კაკლები გა­და­არჩიეთ და შეინახეთ სათესლედ. ითესება ადრე გაზაფხულზე.

გახსოვდეთ

შესანახი ვაშლი და მსხა­ლი იკ­რი­ფება ყუნწიანად, ნაყოფის დაუზი­ანებ­ლ­ად.

წყარო: ნიკოლოზ იოსებიძე, ყველაფერი საოჯახო მეურნეობის შესახებ (გამომცემლობა პალიტრა L)

#datashvil  #drpkhakadze #sheniambebi #shenisofeli

აგვისტო 

 

საჭირო ბაღში, ვენახსა და ბოსტანში შესაბამისი სამუშაოების ჩატარება, თორემ მერე გვიან იქნება

აპრილი

დადგა აპრილი, წელიწადის უმ­შვენიერესი თვე, გაიღვიძა ბუნებამ, ხემ, ბუჩქმა, ბალახმა. ეს ის დროა, როცა მამულის პატრონი მუხლჩა­უხ­რელად უნდა შრომობდეს; ახლაა საჭირო ბაღში, ვენახსა და ბოსტანში შესაბამისი სამუშაოების ჩატარება, თორემ მერე გვიან იქნება.
ბაღი. თუ ბაღში ხეხილის სხვლა დღემდე ვერ მოახერხეთ, ყვავილობის დამთავრების შემდეგ ხმელი ტოტები მაინც მოაჭერით, ძირები ამოუბარეთ, თუ ნაკელი გაქვთ, ნაცარიც შეურიეთ და ჩაბარეთ. თუ თქვენი ბაღი სამხრეთ ექსპოზიციაზე მდებარეობს, ალბათ მორწყვაც დასჭირდება. თუ ეს ასეა, ჯერ სასუქი ჩაუბარეთ და მერე კარგად დაუტბორეთ ჯამები.
ეს ის პერიოდია, როცა შეგიძლიათ დარგოთ ყველა სახის ხეხილი და კენკროვანი ბუჩქები, მათ შორის ხენდროც (კულტურული მარწყვი), რომელიც ირგვება 40სმ-ის რიგთაშორისებში და 25 სმ – მცენარეთა შორის. შეიძლება 20 სმ მცენარეთა შორის და 60სმ – რიგთა შორის. ნერგი ისე უნდა დარგოთ, რომ მისი შუა ნაწი­ლი მიწაში არ მოყვეს, ანუ იმავე სიღრმეზე, როგორც იყო დარგული. თუ საშუალება გაქვთ და ორმოებში 1-2 მუჭა ნაკელსაც ჩააყოლებთ, საუკეთესო მოსავალს მოიწევთ.
ვენახი. თუ ვაზი დღემდე არ გაგისხლავთ, ნუღარ გადადებთ, სასწრაფოდ ჩაატარეთ ეს ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ოპერაცია. სხვლის დროს, გარდა იმისა, რომ თითოეული ვაზი შეძლებისდაგვარად უნდა დატვირთოთ, სხვაც ბევრია გასათვალისწინებელი;

პირველ რიგში, ყველა ფორმის ვაზს (შპალერს, ხეივანს, ჭიგოზე მიბმულს) დაუტოვეთ სამამულე – 2 კვირტზე გასხლული და სანაყოფე – ხეივანზე 3-4-კვირტიანი, შპალერზე – 5-7-კვირტიანი და ჭიგოზე მიბმულს – 7-9-კვირტიანი. სანაყო­ფე რქებისა და მათზე კვირტების რაოდენობა დამოკიდებულია ვაზის სიძლიერეზე. თუ, მაგალითად, შპალერზე გაშვებულ ვაზს ძლიერი, კარგად განვითარებული რქები აქვს, შეგიძლიათ 3-4 რქაც დაუტოვოთ, თითოეული – 5-7-კვირტიანი, 2-3 რქის დატოვება ჭიგომიდგმულ ვაზზეც შეიძლება, თუ მასზე რქების განლაგების საშუ­ალება გვაქვს.
თუ გადასაწვენად ან ძირითადი მხრის გამოსაყვანად არ გჭირდებათ, შტამბზე ამოსული ყველა რქა მოაჭერით. მნიშვნელობა აქვს რქა­ზე მიყენებული ჭრილობის დახრილობას და მი­მართულებას: თუ ვაზს ადრე გაზაფხულზე სხლა­ვ­თ, ჭრილობა შეგიძლიათ მიაყენოთ ჰორი­ზონტალურად. მოგვიანებით, რო­ცა წვენთა დენა, ანუ როგორც სხვანაირად უწოდებენ – ტირილი, დაწყებულია, ჭრილობა დახრილად მიაყენეთ ისე, რომ გადმოსულმა წვენმა კვირტზე არ იაროს, თორემ აუცილებლად დააზი­ანებს.
გასხვლის შემდეგ იწყებთ შეყელვას. შე­ყელ­­ვის დანიშნულებაა, არა მხოლოდ რქებისა და მრა­ვალწლოვანი ნაწილების მავთულზე ან ჭი­გოზე მიბმა, არამედ შესაყელი რქების ფრთხი­ლად მოღუნვა ისე, რომ თითქმის მართი კუთხე შეიქმნას. ამას ისე ვერ გააკეთებთ, თუ რქას, ნელ-ნელა გადაწევით, ხელისგულებს შორის არ დაარბილებთ. მისაბმელ ადგილას აკეთებთ კანაფის მარყუჟს და რქის წვერს აბამთ მავ­თულზე. ამ პროცედურის ჩატარების ძირითადი მიზანი ის გახლავთ, რომ ვაზის რქას ახასია­თებს კენწეროსკენ `გაქცევა~, ანუ პოლარობა. შეყელვის დროს კი ხელოვნურად ვაზიანებთ ჭურჭელ-ბოჭკოვან კონებს და ვაფერხებთ წვენის კენწეროსკენ გაქცევას, რაც ყლორტების თანაბარი სიძლიერით ზრდის საწინდარია.
შესანიშნავი დროა მცენარეთა ვეგეტაცი­უ­რი გამრავლებისათვის: აპრილში ხდება გადა­წიდვნა, კალმების დაფესვიანება, ბუჩქების ამო­ნაყრებით გამრავლება და მყნო­ბა, აი, რა სა­მუ­შაოები შეგიძლიათ შეასრულოთ. არასოდეს იფიქ­როთ, რომ თქვენ რა­იმეს ვერ შეძლებთ. აბა, სცადეთ, ვაზის შტამბის ქვედა ნაწილში განვითარებული ლერ­წი გ­ადაწიდნეთ და რომ გაი­ხა­რებს, თქვენს სიხარულს საზღვარი არ ექნება. გათხარეთ 30-40 სმ სიღრმის არხი, გაამზადეთ ლერწი მიწაში ჩასაწვენად, ანუ `დააბრმავეთ~ ყველა ის კვირტი, რომლებიც მიწაში უნდა მოყვეს, წვერის 2-3 კვირტი კი დაუზიანებლად დატოვეთ. ჩააწვინეთ ლერწი თხრილში. შუა წელში დაუსვით მსხვილი მავთულის ან ხის ორკაპი და არხის ფსკერ­ზე ლერწი კარგად დაამაგრეთ, დააყარეთ მიწა და მაგრად დატკეპნეთ, წვერის მხარეზე სარი ჩაარჭვეთ მიწაში და ორ ადგილას წვერი კარგად მიაბით. მომავალ წელს უკვე სრულფასოვანი ნერგი გექნებათ. თუ იქვე გჭირდებათ გაცდენილი ადგილის შესავსებად – დატოვეთ, ოღონდ მომავალ წელს დედა ვაზთან გადანაწიდნი ჩაჭერით. აი, სულ ეს არის.
ამ წესით შეგიძლიათ დააფესვიანოთ: ლეღვი, კომში, მოცხარი, ბროწეული, ტყემალი, ალუჩა და სხვ.
ვაზის კალმების დასაფესვიანებ­ლად გათ­ხა­რეთ არხი (30-40 სმ სიღრმის), წინასწარ გამ­ზადებული კალმები დაჭე­რით ისე, რომ თი­­თოეულზე 3-4 კარგად განვითარებუ­ლი კვირ­ტი დარჩეს. დასაფესვიანებლად გრძელ­მუხლ­თშორისი­ანი რქები არც ისე სახარბიელოა, ჯობია, თუ მუხლთშორისების ზომა 12-15 სმ-ს არ აღემატება. იმისათვის, რომ არ შეგეშალოთ და რქა უკუღმა არ ჩაფლათ, დააკვირდით კვირტის წვერის მიმართულებას; იგი ზემოთ უნდა იყოს მიმართული და ქვეშ ფოთლის ყუნწის ადგი­ლიც კარგად ემჩნეოდეს. ქვედა კვირტი ზუსტად შუაზე გაჭერით. ის კვირტები, რომლებიც მიწაში მოყვება, აათალეთ, რომ იქიდან ყლორტის მაგივრად ფესვი განვითარდეს. ზედა 1-2 კვირტი მიწის ზემოთ დატოვეთ, რქები ოდნავ დააწვინეთ ისე, რომ მიწას კარგად ეხებოდეს, მაგრად მიტკეპნეთ და მიწის ზემოთ დატოვებულ კვირტებს ფხვიერი მიწა დააყარეთ, რომ კვირტები არ გამოშრეს. ამის შემდეგ მიწა კარგად გაჟღინთეთ. ასე ფესვიანდება: ბროწეულის, ლეღვის, კომშისა და სხვა ხეხილის კალმებიც.
თუ რომელიმე ბუჩქის ან ხის ტოტის `მიწის ზემოთ დაფესვიანება~ გინდათ, პოლიეთილენის ბოთლს ხრახნიანი მხარე მოაჭერით, ერთ მხარეს მთლიანად გაჭე­რით, ფ­სკერზე გა­უკე­თეთ იმ დიამეტრის ჭრილი, როგორითაც ტოტის დაფესვიანებას აპირებთ. გაატარეთ შიგ ტოტი, შეავსეთ მიწით, ბოთლი თავსა და ბოლოში შეკარით ისე, რომ მიწა არ დაიბნეს და რომელიმე ტოტზე მიამაგრეთ. მიწა ბოთლში მუდმივად სველი უნდა იყოს. ამ წესით ვარდების დაფესვიანებაც შეიძლება.
მოცხარის, ხურტკმელის, თხილის, ლეღვის, ბროწეულისა და ა.შ. ამონაყრები პირდაპირ ამოთხარეთ და თქვენთვის სასურველ ადგილზე დარგეთ, მიწა კარგად მიუტკეპნეთ და აუცილებლად მორწყეთ.
ბოსტანი. თუ ზამთარში ან ადრე გაზაფხულზე ნიადაგი დაბარულ-დამუშავებული გქონდათ, ახლა ისღა დაგრჩენიათ, კვლები გააკეთოთ; რაც კი რამ ხელის შემშლელი შეგხვდებათ – ქვა-ღორღი, მსხვილი ფესვი და ა.შ. ფოცხით მოასუფთავეთ და დათესეთ ნებისმიერი ბოსტნეული თუ ბაღჩეული (გოგრა, ნესვი, საზამთრო, ყაბაყი). უმჯობესია, თუ თესლის ჩათესვის წინ კვლებზე ჯოხით ხაზებს (ღარებს) გააკეთებთ, ჩათესავთ და შემდეგ დაფოცხავთ.
ამავე თვის 20 რიცხვიდან ითესება: პამიდორი, ბადრიჯანი, წიწაკა, 10-დან 20 აპრილამდე – კიტრი, გოგრა, ყაბაყი, ნესვი, საზამთრო და სხვ.

მცენარეთა დაცვის საშუალებები და დრო

წყარო: ნიკოლოზ იოსებიძე, ყველაფერი საოჯახო მეურნეობის შესახებ (გამომცემლობა პალიტრა L)

#datashvil #drpkhakadze #sheniambebi #shenisofeli

ბესო იდოიძის მიერ მოყოლილი ლეგენდა თუშეთის ქვის სასამართლოზე

ბესო იდოიძის მიერ მოყოლილი ლეგენდა თუშეთის ქვის სასამართლოზე.

#datashvil #drpkhakadze #sheniambebi #shenisofeli

ახალციხის წითელი დოლის პურის ტრადიციული მომზადების წეს-ჩვეულებები

0

ახალციხის წითელი დოლის პურის ტრადიციული მომზადების წეს-ჩვეულებები – საქპატენტისა და „იმედის“ საექსპედიციო მოგზაურობა უძველეს მესხეთში

#datashvil #drpkhakadze #sheniambebi #shenidasveneba

მეღვინეობის ძირძველი ჩვეულებები და ღვინის დაყენების ქვემო რაჭული ტრადიცია

„დიდება შენ, დალოცვილო ღმერთო” | მეღვინეობის ძირძველი ჩვეულებები და ღვინის დაყენების ქვემო რაჭული ტრადიცია
პირველი არხის არქივი

#datashvil #drpkhakadze #sheniambebi #shenisofeli

“ჟურნალისტს უნდა ჰქონდეს თავისუფლება პროფესიაში“ – ინტერვიუ ნათია ტალახაძესთან

0

21 მარტს ქართული ჟურნალისტიკის დღე აღინიშნება.

მედიაჰოლდინგი 《შენი》 ყველა ქართველ ჟურნალისტს ულოცავს პროფესიულ დღეს ✨

გთავაზობთ ინტერვიუს ჟურნალისტ ნათია ტალახაძესთან, რომელიც ამჟამად “რუსთავი 2”-ში მუშაობს:

– ნათია, პროფესიით ჟურნალისტი ხართ… გვიამბეთ, რატომ აირჩიეთ ეს პროფესია?

– მოგესალმებით ❤️ პატარაობიდან მხიბლავდა ტელევიზია, ყურადღებით ვუსმენდი და ვაკვირდებოდი ჟურნალისტთა მეტყველებას, ამბის მოწოდების სტილს, ვიზუალს, ჩაცმულობას და ეს ყველაფერი მხიბლავდა, რადგან ჩემთვის ძალიან ესთეტიური იყო.

მხიბლავდა ის გარემოებები, სადაც ჟურნალისტებს უწევდათ  მოეპოვებინათ ექსკლუზივი, მუდმივად ყოფილიყვნენ ყველა კრიტიკულ სიტუაციაში ზუსტ დროსა და ადგილას…იყო ეს მშვიდობა, თუ ომი…

– შესაძლოა, აქტიურ ჟურნალისტიკაში არ ხართ, თუმცა ტელევიზიის ცხოვრებას კარგად იცნობთ… როგორია, იყო ტელეჟურნალისტი?

– სამწუხაროდ, პირადი გარემოებებიდან გამომდინარე აქტიურ ჟურნალისტიკაში ვერ ვარ, თუმცაღა ვმუშაბ ერთ-ერთი რეიტინგულ და ვფიქრობ, ყველაზე ობიექტური ტელევიზიის ადმინისტრაციაში.

ასე თუ ისე, ჩართული ვარ ტელევიზიის ცოცხალ და აქტიურ რეჟიმში, სადაც არასდროს გაქვს მოდუნების საშუალება, ხარ მობილიზებული და მოტივირებული. გაქვს უდიდესი პასუხისმგებლობა მოქალაქეების წინაშე, რომ ყველა ამბავი მათ ყურამდე მივიდეს, რაც შეიძლება სწრაფად და ობიექტურად.

– ყველაზე მთავარი თვისება/უნარი, რომელიც ჟურნალისტს უნდა გააჩნდეს…

– ჩემი აზრით, ჟურნალისტს უნდა ჰქონდეს ყველაზე მთავარი, ამბის სიზუსტით მოწოდების უნარი და თავისუფლება პროფესიაში. აუცილებლად დაადასტუროს ფაქტის სინამდვილე და ხელი არ შეუწყოს დეზინფორმაციის გავრცელებას.

– ნათია, გაგვიმხილეთ თქვენი სილამაზის საიდუმლო… გაქვთ თუ არა რაიმე განსაკუთრებული რუტინა ან თუ ითვალისწინებთ პროფესიონალთა რჩევებს თავის მოვლისთვის?…

– ცოტა გადაჭარბებული ნათქვამია სილამაზის საიდუმლო 😊 თუმცაღა სასიამოვნო,მადლობა  ❤️ საიდუმლო უფრო მეტად გენეტიკა, ასევე შინაგანი სილაღე, შინაგანი სიყვარულით სავსე ბავშვი თავისუფლებასთან ერთად.

მე არ მიწევს ეკრანიზაცია, თუმცაღა ჟურნალისტის, კონკრეტულად კი წამყვანების ის ესთეტიურობა, რაც ღრმა ბავშვობიდან გამჯდარი მაქვს, დღემდე მომყვება. ეს არის კლასიკური პიჯაკი, მოწესრიგებული თმა, სახე და ფრჩხილი.

– დაბოლოს, გიტოვებთ თავისუფალ სივრცეს, რათა, უბრალოდ, სათქმელი თქვათ…

– ვისურვებდი, არასდროს თქვან უარი ბავშვურ ოცნებებზე და ყველაფრის მიუხედავად ეცადონ, შედგნენ იმ პროფესიაში, რაც უყვართ, სადაც თავს გრძნობენ ბედნიერად. სხვა სემთხვევაში, მუდმივად ექნებათ დანაკლისის გრძნობა…

ავტორი: თათია გოჩაძე

#datashvil #drpkhakadze #sheniambebi #shenisofeli

ზოდი – სამეფო სოფელი ჭიათურის მუნიციპალიტეტში

ზოდი – სამეფო სოფელი

ზოდი სოფელი ჭიათურის მუნიციპალიტეტში

ზოდი ზემო იმერეთის ერთ-ერთი ულამაზესი სოფელია, იგი მდებარეობს ჭიათურის პლატოზე. გადმოცემით, სოფელ ზოდის სახელწოდება წარმოდგება ამ ტერიტორიაზე ნაპოვნი ლითონისგან, ზოდისგან, რის შემდეგაც სოფელს დარქმევია „ზოდი”.

ზოდი ისტორიულ წყაროებში პირველად მოიხსენიება XV საუკუნეში. სოფელში არის მინერალური წყლები. აღსანიშნავია: კლდის წყალის, ნეკრესის, ჯრუჭულის, ხვედელიძეების კლდის მღვიმეები. ზოდის ტერიტორია მდიდარია უგემრიელესი წყაროებით, მათ შორის უმნიშვნელოვანესია სამკურნალო წყაროები. ზოდის აბანოს, რომელიც მდებარეობს მდ. ნეკრესას ხეობაში, მინიჭებული აქვს პროფილაქტიკური, გინეკოლოგიური, ნევროლოგიური სამკურნალო თვისებები. ასეთივე სამკურნალო წყალი გადმოედინება ქვედა ზოდის ტერიტორიაზე, გიორგაძეების უბნის ბოლოზე, რომელიც ცნობილი იყო “კოდისწყლის” სახელით. თანამედროვეების გადმოცემით, ხალხი სხვადასხვა რაიონიდან ჩამოდიოდა აღნიშნული წყაროს წყლის წასაღებად, რომელიც კუჭის წყლულის დაავადებას არჩენდა.

სოფლის ტერიტორიაზე მდებარეობს ყაველაშვილების ანუ ზედუბნის ციხის ნანგრევები, აქვე გვხვდება ძველი ეკლესიის ნანგრევები. სოფელში მდებარეობს გოგირდოვანი წყლის აბანო, რამდენიმე არქეოლოგიური ძეგლია აღმოჩენილი, რომელთა შორის აღსანიშნავია: სამგლე კლდე, სამელე კლდე და სამერცხლე კლდე.

უხუცესი ადამიანების გადმოცემით, სოფელ ზოდს „სამეფო სოფელს” უწოდებენ.

გემრიელი ხავიწი…

გემრიელი ხავიწი!

| მის მოსამზადებლად სულ რაღაც 10-15 წუთიც არ დაგვჭირდებათ….
ხულო…

 

#datashvil #drpkhakadze #sheniambebi #shenisofeli

შპალერი ასე მოაწყვეთ…. – არც ძველებური, მამაპაპური, აკაციის ბოძებია ურიგო

შპალერი ასე მოაწყვეთ

შპალერის მოსაწყობად საჭიროა: მწკრივის ბოლოებში დასაყენებელი ბოძები, შუალედური სარები და 2-2,5მმ სისქის თუთიის მავთული. ყველაზე ეკონომიურია რკინაბეტონის ბოძები და სარები, თუმცა უფრო გამძლე მაინც T-ს ფორმის რკინის ბოძები და მილებია. არც ძველებური, მამაპაპური, აკაციის ბოძებია ურიგო: თუ ბოლოებს მო­უწვავთ, თავებს კონუსისებურად წაუთლით და შეღებავთ, 15-20 წელს გაძ­ლებს.
სათავე ბოძების დასაყენებლად თხრიან 60-80სმ სიღრმის ორმოს, ერთდროულად ითხრება მეორე ორმოც ღუზისთვის, რომელიც ზუსტად მწკრივის სიბრტყეში უნდა მდებარეობდეს. ღუ­ზისთვის არჩევენ 5-8-კგ-იან მავთულისმარყუჟიან ქვას. დებენ მიწაში ისე, რომ მარყუჟი მოექცეს მიწის ზევით, აყრიან მიწას და მაგრად ტკეპნიან. შემდეგ ჩააყენებენ ბოძს და მასაც მაგ­რად მი­უტ­კეპნიან მიწას, რათა ორმოდან ამო­ყ­რილი მი­წის არც ერთი ნამცეცი არ დარ­ჩეს მიუტკეპნელი. ამის შემდეგ ბოძები მაგრდება ღუზებ­ზე. მო­აბით ორმაგი მავთული – ერთი ბოძის წვერში, მე­ორე – შუაში, გამოაბით ღუზის მარყუჟს, მე­რე გა­უყა­რეთ ორმაგ მავთულში ქანჩი და კარგად დაქანჩეთ; სარების დასა­ყენებლად ბოძებზე გააბით კანაფი, მონიშნეთ 6-8 მ-ის მანძილზე ადგილები და ჩასვით სარები.
მავთულს ვაბამთ, რა თქმა უნდა, ჯერ ბოძებ­ზე, ხოლო შემდეგ სარებზე. თუ რა სიმაღლეზე იბმება მავთულები, დამოკიდებულია შპალე­რის ტიპზე. მავთულების დასაჭიმად იყიდება სპეციალური ხელსაწყო, რომელიც თავისი აგებულებით მარტივი და ადვილად გამოსაყე­ნებელია. თუ ბოძები და სარები მეტალისაა, აუცილებლად უნდა დაიხვრიტოს საჭიროებისამებრ.

მათთვის, ვინც ვენახის გაშენებას აპირებს

წყარო: ნიკოლოზ იოსებიძე, ყველაფერი საოჯახო მეურნეობის შესახებ (გამომცემლობა პალიტრა L)