iPhone: https://apps.apple.com/fr/app/sheni/id6746877342?l=en-GB
Telegram არხი: https://t.me/SheniEkimi
iPhone: https://apps.apple.com/fr/app/sheni/id6746877342?l=en-GB
Telegram არხი: https://t.me/SheniEkimi
როგორ ახერხებს სოციალური ქსელი ჩვენი ინტერესებისა და ფიქრების გამოცნობას – თემაზე გადაცემაში “დილა მშვიდობისა საქართველო” ScriptKid Academy-ის საოპერაციო დირექტორი, ეკატერინე დვალი საუბრობს:
„ერთ ამბავს გავიხსენებ – ჩემი მეგობარი მეუბნებოდა, პარანოია მაქვსო. მისი თქმით, ფეისბუკზე ზუსტად ის შეხვდა, რაზეც ფიქრობდა. პარანოია არ არის. რეალურად, გავლენას რამდენიმე ფაქტორი ახდენს. პირველი, ჩვენი მონაცემების თვალთვალია. ალგორითმი ჩვენს ქცევას სწავლობს – რაც ვნახულობთ, რას ვალაიქებთ, რა გავუზიარეთ სხვას. შესაძლოა, პირობითად, Gooogle-ში ვიკითხეთ, რომელია ყველაზე კარგი ყავის აპარატი. შევალთ თუ არა Facebook-ზე, ყავის უამრავი აპარატი შეგვხვდება. Facebook-ს ინფორმაცია Gooogle-დან გადააქვს და ამუშავებს. ასევე, სოციალური ქსელებისთვის პროგნოზირებადები გავხდით. რაკი ჩვენ ასე აქტიურად ჩვენს პირად ინფორმაციას ვაზიარებთ, შეიძლება, Gooogle-ს არც ვკითხოთ, რომ ყავის აპარატი გვინდა, მაგრამ ყავის შესახებ რაიმე ინფორმაცია მოვიძიოთ, ფოტოები დავალაიქოთ, ეს მას ნიშანს აძლევს, რომ კონკრეტული ადამიანი, შესაძლოა, პოტენციურად ყავის აპარატის შემძენი იყოს. ამიტომ, შესაბამის რეკლამას სთავაზობს. გაფიქრებაც ჩვენი ქცევის პროგნოზია. ის, რომ, პირობითად, ყავაზე რაღაც ინფორმაცია შევაფასე ან გავაზიარე, ყავის ჭიქა, ყავა მოვიწონე, ალგორითმი ჩვენს ქცევას სწავლობს და ხვდება, რა მოგვწონს. ხშირად სხვადასხვა პლატფორმა, აპლიკაცია Facebook-ს ჩვენს ინფორმაციას აძლევს და ის ამ ინფორმაციას ამუშავებს. შესაძლოა, ტელეფონში რაღაც მოვძებნეთ, ჩვენი ექაუნთი ჩართული გვაქვს და იგივე ექაუნთი კომპიუტერშიცაა, ინფორმაციას გადაიტანს და საბოლოო ჯამში, ნახულობს, რა გვინდა.“
iPhone: https://apps.apple.com/fr/app/sheni/id6746877342?l=en-GB
Telegram არხი: https://t.me/SheniEkimi
ხატს “გველის ღვთისმშობელს” უწოდებენ, გველებს – “ღვთისმშობლის გველებს”. სასწაულია, სხვა რა არის, კლდიდან გამოდიან გველები, შედიან ტაძარში და იქ დაბრძანებულ ღვთისმშობლის ხატებზე განლაგდებიან.
ორი სოფელია, სადაც ეს სასწაული ფიქსირდება – არჯინია და მარკო პულოსი. სოფელ არჯინიაში მდებარე ისტორიულ ტაძარში დაახლოებით მე-14 – მე-15 საუკუნეში დაიწყო ეს ყველაფერი.
მთაზე მდებარე ტაძარში იყო დედათა მონასტერი, რომელსაც ძალიან ხშირად თავს ესხმოდნენ მეკობრეები. ერთ-ერთი ასეთი თავდასხმის დროს, როგორც ლეგენდა გვიყვება, მეკობრეებმა ალყა შემოარტყეს მონასტერს. დედებმა დახმარება ღვთისმშობელს სთხოვეს, რომელმაც ისმინა თხოვნა და ისინი გველებად გადააქცია.
ლეგენდის მიხედვით, დედები გველების სახით გამოდიან ტაძარში და ეს ყოველ მარიამობას ხდება. როგორც იქ ამბობენ, ეს გველები სხვა დროს არსად არ ფიქსირდებიან. სწორედ 28 აგვისტოს გამოდიან და ერთი კვირის შემდეგ უკან კლდეში ბრუნდებიან, მთელი წლის განმავლობაში კი მათი ნახვა თითქმის შეუძლებელია. ერთი კვირის განმავლობაში ეს გველები არიან საოცრად მშვიდნი და კეთილგანწყობილნი. ამ გველებისთვის დამახასიათებელი ნიშანია ასევე მათი სხეულის სითბო;
ამ პატარა სოფელში ყოველ ღვთისმშობლობაზე ათეულობით ათასი ადამიანი ჩადის. თავდაპირველად ტაძარი კლდეზე იყო მიდგმული, კლდის გარშემო იყო გაშენებული მონასტერიც, ახლა ასე აღარ არის, ტაძარი დაინგრა და დაახლოებით 50 მეტრში ახალი ღვთისმშობლის ტაძარი ააშენეს.
iPhone: https://apps.apple.com/fr/app/sheni/id6746877342?l=en-GB
Telegram არხი: https://t.me/SheniEkimi
„სამწუხარო რეალობა და არა პირველად ახალგაზრდა მამაკაცი დაიღუპა კრაზანის კბენის შედეგად გამოწვეული ანაფილაქსიური შოკით.
საშიშ ადგილებში, სადაც შემჩნეული გაქვთ კრაზანების ბუდეები, მაქსიმალურად დახურული ტანსაცმელი გამოიყენეთ და ნუ ეცდებით მათი ბუდეების მოშლას, იმ ადამიანების გარეშე, ვინც სპეციალური აღჭურვილობით შეძლებს ამის გაკეთებას!
ანაფილაქსიური შოკის მართვა აუცილებელია დაუყოვნებლივ და ეტაპობრივად:
1. დაუყოვნებლივი ადრენალინის შეყვანა
• პირველი და მთავარი პრეპარატი.
• ინტრამუსკულარულად (IM) წინა-გარე ბარძაყში, დოზა: 0.01 მგ/კგ (ზრდასრულში საშუალოდ 0.3–0.5 მგ).
• საჭიროების შემთხვევაში 5–15 წუთში შეიძლება განმეორება.
2. სუნთქვის გზების უზრუნველყოფა
• პაციენტის მოთავსება ჰორიზონტალურ მდგომარეობაში ფეხების აწევით.
• ჟანგბადის მიწოდება.
• მძიმე შემთხვევებში – ინტუბაცია ან ტრაქეოტომია.
3. ინტრავენური თერაპია
• სწრაფი ინფუზია 0.9% NaCl-ის.
• ჰიპოტენზიის დროს – ვაზოპრესორები (ნორადრენალინი, დოპამინი).
4. დამხმარე მედიკამენტები
• ანტიჰისტამინები (H1 და H2 ბლოკატორები).
• გლუკოკორტიკოიდები (მეტილპრედნიზოლონი, დექსამეტაზონი) – რეციდივის პრევენციისთვის.
5. ჰოსპიტალიზაცია და მონიტორინგი
• ყველა პაციენტი საჭიროებს გადაყვანას სტაციონარში მინიმუმ 24 საათით, რადგან შესაძლებელია გვიანი რეციდივი“, – წერს ექიმი ლალი ჯანაშია.
iPhone: https://apps.apple.com/fr/app/sheni/id6746877342?l=en-GB
Telegram არხი: https://t.me/SheniEkimi
ქართულმა ყველმა რეიტინგში 52-ე ადგილი დაიკავა.
ამასთან, შებოლილი ყველის კატეგორიაში სულგუნი მე-3 ადგილს იკავებს.
TasteAtlas-ის ვებგვერდზე ვკითხულობთ, რომ რეიტინგი 1378 დასახელების ყველისგან, 36500-ზე მეტი მომხმარებლის შეფასებით შედგა.
სულგუნის წარმოშობა კავკასიის რეგიონშია, მაგრამ დღეს იგი არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მთელ მსოფლიოში ცნობილია.
სულგუნი გამოირჩევა თავისი უნიკალური გემოთი, ტექსტურით და წარმოების მეთოდებით, რაც მას TasteAtlas-ის 100 საუკეთესო ყველის სიაში ნამდვილი ღირსების მქონე პროდუქტად აქცევს. თუ გსურთ გასინჯოთ განსაკუთრებული და გემრიელი, სულგუნი აუცილებლად უნდა იყოს თქვენს სიაში!

როგორ იმყნობა კაკალი
კაკლის ვეგეტაციური გამრავლების ყველაზე გავრცელებული მეთოდი მყნობაა. მაგრამ ეს მეთოდი არ ვრცელდება ასაკოვან ხეებზე. ამყნობენ წინასწარ ამ მიზნით გამოყვანილ თესლნერგებს. თესლნერგებს ამყნობენ სათბურებში იანვარ-თებერვალში. საძირეებად იყენებენ წვრილნაყოფა კირკიტი კაკლის ძლიერი ჯიშების თესლნერგებს.
მყნობამდე 1,5 თვით ადრე თესლნერგები გადააქვთ 22 სმ სიმაღლისა და 12 სმ დიამეტრის თიხის ქოთნებში. იმისათვის, რომ საძირეს არ განუვითარდეს ღერძული ფესვი, რაც ამ კულტურის დამახასიათებელი თვისებაა, მას წვერს აჭრიან და ფესვთა სისტემა სიგანეში ვითარდება. ხარისხოვანი სანამყენეების მისაღებად, სასურველი ჯიშის ხეებს აახალგაზრდავებენ გადაბელვით, ხოლო შემდეგ არჩევენ საუკეთესო, მსხვილ და თავმომრგვალებულკვირტებიან კალმებს. კალმების გული გაცილებით ნაკლები სიგანის უნდა იყოს, ვიდრე მერქანი. მყნობის საუკეთესო ხერხია ე.წ. ენიანი კალმით მყნობა. საძირისა და სანამყენის დიამეტრი თანაბარი უნდა იყოს, რაც შეხორცების ხარისხს ზრდის.
კაკლის გაშენება ფერდობზე
მიუხედავად იმისა, რომ საქართველო კაკლის სამშობლოდ ითვლება, დღეს სხვა ქვეყნებიდან შემოგვაქვს ნიგოზი და არცთუ ისე იაფად. კაკალი ზღვის დონიდან 500-900მ-ზე თავს კარგად გრძნობს, 14ºჩ-მდე ყინვასაც იტანს, არც მეწლეობა იცის. განსაკუთრებით ხარისხოვან და უხვ მოსავალს კი იმ შემთხვევაში იძლევა, თუ ფერდობიან ადგილებშია გაშენებული, მაგალითად რაჭა-ლეჩხუმში, ადიგენის, დუშეთის, თეთრიწყაროს, თიანეთისა და ახალციხის რაიონებში. ქართველი მეცნიერები გვთავაზობენ ბაღის გაშენების წესს: 15-17º დახრილობის ფერდობი მოიხნას გარდიგარდმო საპლანტაჟე გუთნით. კაკალი დარგეთ ისე, რომ რიგები ერთმანეთისგან თანაბარი მანძილით იყოს დაშორებული. გადახრა არ უნდა აღემატებოდეს 2º-ს. ფერდობი უნდა დაიყოს ტერასებად ბულდოზერით. ნიადაგი უნდა გაფხვიერდეს 50-60 სმ-ის სიღრმეზე. ნარგავებს უნდა ჰქონდეს კარგი განათება, რისთვისაც ძლიერ მოზარდი ჯიშები დავაშოროთ 10X10მ-ზე, ხოლო სუსტად მოზარდი – 10X8 მ-ზე.
60-70 სმ სიღრმის ორმოები უნდა ამოვიღოთ კაკლის დარგვამდე ორი კვირით ადრე და შევიტანოთ 1-1,5 კგ სუპერფოსფატი, ზემოდან დავაყაროთ ფხვიერი მიწა. ფესვებზე მისაყრელ მიწას კი უნდა დაემატოს 8-10 კგ გადამწვარი ნაკელი. კაკლის ჩარგვის შემდეგ მიწა უნდა დაიტკეპნოს და ნარგავს გაუკეთდეს სარწყავი ჯამი. ნერგი დარგვისთანავე კარგად უნდა მოირწყოს (2 ვედრო წყალი მაინც სჭირდება), ხოლო ზემოდან ფხვიერი მიწა მოეყაროს.
რა მოსწონს და რას ვერ იტანს კაკალი
წყარო: ნიკოლოზ იოსებიძე, ყველაფერი საოჯახო მეურნეობის შესახებ (გამომცემლობა პალიტრა L)
უწყების ცნობით, ვაჩიანის ბაზაზე სსიპ სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი, ტექნოლოგიური სქემების სრული დაცვით, ადგილობრივი, ასევე საერთაშორისო (CIMMYT – ICARDA) სანერგეებიდან გამორჩეულ თავთავიანი კულტურათა სამეცნიერო კვლევით სამუშაოებს ახორციელებს.
„განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია ეროვნულ კატალოგში შესული ხორბლის ენდემური სახეობის „დიკა“ და ადგილობრივი ჯიშების „ახალციხის წითელი დოლის პური“, „შავფხა“, „ჯავახეთის დიკა“, „კორბოულის დოლის პური“ საბაზისო სათესლე მასალის მიღებასთან დაკავშირებული სამუშაოები, რომელიც სერტიფიცირებული სათესლე მასალის წარმოების წინაპირობაა.
აღსანიშნავია სასოფლო-სამეურნეო კულტურათა სელექციური მიღწევების ეროვნული გამოცდის სამსახურის საქმიანობაც, რომელიც საქართველოს ექვს რეგიონში, მათ შორის, სამცხე ჯავახეთში, საშემოდგომო, საგაზაფხულო თავთავიანი კულტურების (ქერი, ხორბალი), კარტოფილის ადგილობრივი და უცხოური ჯიშების გამოცდას წლებია წარმატებით ახორციელებს. სამსახურების საქმიანობის ძირითადი მიმართულებებია კონკრეტული რეგიონისთვის ადაპტირებული, მავნებელ-დაავადებათა მიმართ გამძლე, მაღალპროდუქტიული ჯიშების, შესწავლა, გამოცდა, გამოვლენა და შემდგომი გავრცელებისათვის ეროვნულ კატალოგში შესატანად რეკომენდაციის გაწევა.
„აგრარული სექტორისათვის უაღრესად მნიშვნელოვანია მარცვლეული, კარტოფილის და სხვა სასოფლო-სამეურნეო კულტურების ახალი პერსპექტიულ ჯიშების შერჩევა, გამოცდა, მათი სერტიფიცირებული სათესლე მასალის წარმოება და ფერმერებში გავრცელება, რაც მაღალი, ჯანსაღი, მაღალხარისხოვანი პროდუქციის მიღების შესაძლებლობას იძლევა. ამ მხრივ საყურადღებოა ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში განხორციელებული ფართომასშტაბიანი სამეცნიერო და პრაქტიკული სამუშაოები“, – განაცხადა იური ნოზაძემ.
სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ და სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის დირექტორმა, ცენტრის მმართველობაში არსებულ შპს „ ადამ ბერიძის სახელობის ნიადაგის, სურსათისა და მცენარეთა ინტეგრირებული დაცვის დიაგნოსტიკურ ცენტრ „ანასეულის“ დირექტორ იოსებ ბასილიასთან და სასოფლო-სამეურნეო კულტურათა სელექციური მიღწევების ეროვნული გამოცდის სამსახური უფროს გიორგი ღუღუნიშვილთან ერთად, ვაჩიანის ბაზაზე არსებული საცდელ სადემონსტრაციო ნაკვეთები, ტექნიკა, მანქანა იარაღები, მარცვლეული კულტურების, კარტოფილის სათესლე და სარგავი მასალის წარმოება-შენახვის თანამედროვე ინფრასტრუქტურა დაათვალიერეს და სამომავლო საქმიანობებზე იმსჯელეს.“ – აღნიშნულია ინფორმაციაში.

შერჩეულ კანდიდატებს სპეციალური ტრენინგები გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სპეციალისტებმა რთველის საკოორდინაციო შტაბში ჩაუტარეს. რთველის აღრიცხვის პროგრამა ქვეყანაში 2013 წლიდან მუშაობს.
პროგრამა უზრუნველყოფს ჩაბარებული ყურძნის შესახებ სრული და დაზუსტებული მონაცემების შეგროვებას, რაც მაღალი ხარისხის ღვინის წარმოების უზრუნველყოფისთვის მნიშვნელოვანი ფაქტორია.
დასაქმებული ახალგაზრდების ნაწილს ანალოგიური სამუშაო გამოცდილება გასული წლების რთველიდან უკვე აქვს. აღსანიშნავია, რომ 2024 წელს ყურძნის საპროგნოზო მოსავალი 300 ათას ტონას შეადგენს. რთველის მიმდინარეობის დროს ყურძნის გადამუშავების პროცესში, ჯამურად, 500-ზე მეტი ღვინის საწარმო იქნება ჩართული.
კომპანიის დირექტორის, მარი გიორგაძის განცხადებით, “ბადაგონში” 2024 წლის რთველმა სტარტი წარმატებით აიღო. კომპანიაში ცქრიალა ღვინისთვის ყურძნის მიღება ინტენსიურად მიმდინარეობს.
„წელს, ყურძნის ხარისხი გამორჩეულად მაღალია. მეღვინეობა „ბადაგონი“ საკუთარი ვენახებიდან და ფერმერებისგან 9000 ტონა ყურძნის მიღებას და გადამუშავებას გეგმავს“, – აღნიშნა მარი გიორგაძემ.
ფერმერთა განმარტებით, მიმდინარე წელსაც სიმინდის უხვ და ხარისხიან მოსავალს ელიან.
სურსათის ეროვნული სააგენტოს აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის მართვის ცენტრი მავნებლის საწინააღმდეგო ღონისძიებებს რამდენიმე ეტაპად ატარებს. ბუფერულ ზონებში, საყანე ფართობების მიმდებარედ და სოფლის პერიმეტრებზე დამონტაჟებულია „მოიზიდე და გაანადგურე“ სადგურები და მავნებლის დამჭერი „მონიტორინგის ხაფანგები“. ჯაგნარები, სასიმინდე ფართობები და მიმდებარე ტერიტორიები ცივი შესხურების მეთოდით მუშავდება.
ღონისძიებები ღამის საათებში, უსაფრთხოების ნორმების სრული დაცვით მიმდინარეობს. ყველა ადმინისტრაციულ ერთეულში, სოფლის შიდა და გარე პერიმეტრები თერმული ნისლით მუშავდება.
დღეის მონაცემებით, ქვეყნის მასშტაბით სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ ცივი შესხურების მეთოდით დამუშავებულია 25 000 ჰა-მდე სასიმინდე ფართობი, ხოლო ჯამურად – 58 000 ჰა-მდე ტყის პერიმეტრი, ჯაგნარი და სიმინდის მასივი.
თერმული ნისლით კი ამ ეტაპისთვის 170 390 ჰა ფართობია დამუშავებული. სურსათის ეროვნული სააგენტოს სპეციალისტებმა ქვეყნის მასშტაბით, 103 819 „მოიზიდე და გაანადგურე” სადგური და 7474 “მონიტორინგის ხაფანგი” განათავსეს.
ინფორმაციას სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.