ოთხშაბათი, აპრილი 22, 2026
- Advertisement -
Google search engine
მთავარისაზოგადოებამიწათსარგებლობის მონიტორინგით 11 ჰექტარზე მეტი მოხნული საძოვარი გამოვლინდა

მიწათსარგებლობის მონიტორინგით 11 ჰექტარზე მეტი მოხნული საძოვარი გამოვლინდა

მიწის მდგრადი მართვისა და მიწათსარგებლობის მონიტორინგის ეროვნულმა სააგენტომ მიმდინარე წლის I კვარტალში განხორციელებული მონიტორინგის შედეგად გამოავლინა საძოვრების არამიზნობრივი გამოყენების ფაქტები.

იჯარით გაცემული საძოვრების ადგილზე დათვალიერების შედეგად დადგინდა, რომ მოხნული იყო 11.07 ჰექტარი საძოვრის კატეგორიის 7 სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთი, – ინფორმაციას გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, მონიტორინგი განხორციელდა „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული საძოვრების ხელმისაწვდომობის სახელმწიფო პროგრამის“ ფარგლებში, მოიჯარეების მიერ ნაკისრი ვალდებულებების შესრულების კონტროლის უზრუნველსაყოფად.

„საძოვრის მოხვნა იწვევს ადგილობრივი ეკოსისტემის მოშლას და ნიადაგის დეგრადაციას. აღნიშნულ დარღვევებთან დაკავშირებით, სააგენტომ მასალები შემდგომი რეაგირებისთვის გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტს გადასცა.

მიწის რესურსების მონიტორინგი წარმოადგენს სახელმწიფო კონტროლის მნიშვნელოვან მექანიზმს, რომელიც ხელს უწყობს მიწის რესურსების მდგრად მართვას და ნიადაგის დაცვას დეგრადაციისგან“, – აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

author avatar
SheniSofeli.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი სიახლეები

[fetch_posts]

- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები