მიწათსარგებლობის მონიტორინგით 11 ჰექტარზე მეტი მოხნული საძოვარი გამოვლინდა

SheniSofeli.ge
1 წუთიანი წაკითხვა
#image_title

მიწის მდგრადი მართვისა და მიწათსარგებლობის მონიტორინგის ეროვნულმა სააგენტომ მიმდინარე წლის I კვარტალში განხორციელებული მონიტორინგის შედეგად გამოავლინა საძოვრების არამიზნობრივი გამოყენების ფაქტები.

იჯარით გაცემული საძოვრების ადგილზე დათვალიერების შედეგად დადგინდა, რომ მოხნული იყო 11.07 ჰექტარი საძოვრის კატეგორიის 7 სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთი, – ინფორმაციას გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, მონიტორინგი განხორციელდა „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული საძოვრების ხელმისაწვდომობის სახელმწიფო პროგრამის“ ფარგლებში, მოიჯარეების მიერ ნაკისრი ვალდებულებების შესრულების კონტროლის უზრუნველსაყოფად.

„საძოვრის მოხვნა იწვევს ადგილობრივი ეკოსისტემის მოშლას და ნიადაგის დეგრადაციას. აღნიშნულ დარღვევებთან დაკავშირებით, სააგენტომ მასალები შემდგომი რეაგირებისთვის გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტს გადასცა.

ვიტამინი D3 — Sheni Labs
Sheni Network

მიწის რესურსების მონიტორინგი წარმოადგენს სახელმწიფო კონტროლის მნიშვნელოვან მექანიზმს, რომელიც ხელს უწყობს მიწის რესურსების მდგრად მართვას და ნიადაგის დაცვას დეგრადაციისგან“, – აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

სკანირება
QR კოდი
shenisofeli.ge

სტატიის ციტირება

შენი სოფელი. (2026). მიწათსარგებლობის მონიტორინგით 11 ჰექტარზე მეტი მოხნული საძოვარი გამოვლინდა. 22 აპრილი, 2026. https://shenisofeli.ge/მიწათსარგებლობის-მონიტო/

სტატიის ციტირება
SheniSofeli.ge. მიწათსარგებლობის მონიტორინგით 11 ჰექტარზე მეტი მოხნული საძოვარი გამოვლინდა [Internet]. თბილისი: Shenisofeli.ge; 2026 [ციტირებულია: 2026 სექ 12]. ხელმისაწვდომია: https://shenisofeli.ge/%e1%83%9b%e1%83%98%e1%83%ac%e1%83%90%e1%83%97%e1%83%a1%e1%83%90%e1%83%a0%e1%83%92%e1%83%94%e1%83%91%e1%83%9a%e1%83%9d%e1%83%91%e1%83%98%e1%83%a1-%e1%83%9b%e1%83%9d%e1%83%9c%e1%83%98%e1%83%a2%e1%83%9d/
shenisofeli.ge
გაუზიარეთ ეს სტატია
კომენტარები ჯერ არ არის
© 2026 შენი სოფელი · PHIG · Sheni Network