სურსათის ეროვნულმა სააგენტომ გორში ფრინველთა არალეგალური სასაკლაო გამოავლინა

Orange background with a white rounded-square logo in the center containing the letters 'ag60', and a white Georgian wordmark beneath the logo.
1 წუთიანი წაკითხვა
#image_title

შიდა ქართლის დეპარტამენტის ინსპექტორებმა გორში ფრინველთა არალეგალურ სასაკლაოს საქმიანობა შეუჩერეს.

ინდივიდუალური მეწარმე გ. მ. (მის: გორი, სოფელი პატარა გარეჯვარი) სავალდებულო აღიარებისა და ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში რეგისტრაციის გარეშე საქმინობდა. ობიექტზე დაფიქსირდა კრიტიკული შეუსაბამობები. ინფორმაციას სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

კანონმდებლობის შესაბამისად, ბიზნესოპერატორი დაჯარიმდა და შეუჩერდა საწარმოო პროცესი რეგისტრაციამდე და შეუსაბამობების გამოსწორებამდე.

სურსათის ეროვნული სააგენტო არალეგალური საწარმოებისა და სასაკლაოების გამოვლენას მთელი საქართველოს მასშტაბით განაგრძობს და მოუწოდებს ბიზნესოპერატორებს, არ აწარმოონ პროდუქცია აღიარების მინიჭების გარეშე.

გაუზიარეთ ეს სტატია
კომენტარები ჯერ არ არის