დავით სონღულაშვილი: „არაკონდიციური ყურძენი ჯერ არ ჩაბარებულა”

დავით სონღულაშვილი: „არაკონდიციური ყურძენი ჯერ არ ჩაბარებულა” | შენი სოფელი
1 წუთიანი წაკითხვა
#image_title

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა დავით სონღულაშვილმა რთველის მიმდინარე პროცესზე, ხარისხზე ორიენტირებული ახალი მიდგომის მნიშვნელობაზე, მევენახეების მიერ შესაბამისი სიმწიფისა და ხარისხის მიღწევის მოლოდინსა და რთველის შედარებით გვიან დაწყების მიზეზებზე ისაუბრა.

მინისტრის განცხადებით, წინა წლებისგან განსხვავებით, მიმდინარე რთველის პროცესში არაკონდიციური ყურძენი პრაქტიკულად არ ბარდება და მევენახეები ყურძნის შესაბამის კონდიციაში შესვლას ელოდებიან.

„ადრე თუ მევენახე მობილიზებული და ორიენტირებული იყო, სახელმწიფოს მიერ გარანტირებულ ფასში ჩაებარებინა ყურძენი და, შესაბამისად, რაც უფრო დიდი იქნებოდა მოსავალი, მით მეტი შემოსავალი მიეღო, ახლა, განხორციელებული ცვლილებით, ყურადღება არა რაოდენობრივ, არამედ ხარისხობრივ ნაწილს ექცევა. ხარისხი უკეთესი ღვინის მიღების საფუძველია, რაც, თავის მხრივ, საერთაშორისო ბაზრებზე ქართულ ღვინოს კიდევ უფრო კონკურენტუნარიანს ხდის. რაც შეეხება მიმდინარე რთველს, მინდა აღვნიშნო, რომ ფაქტობრივად, არაკონდიციური ყურძენი ჯერ არ ჩაბარებულა. ეს ნიშნავს, რომ მევენახეები ელოდებიან ყურძნის შესაბამის სიმწიფესა და ხარისხს, რათა მისი ჩაბარება შესაძლებელი გახდეს. ეს მიდგომა განსხვავებულია წინა წლების რთველისგან“, – განაცხადა დავით სონღულაშვილმა.

როგორც მინისტრმა აღნიშნა, წლევანდელი რთველი შედარებით გვიან დაიწყო, რაც, ერთი მხრივ, ყურძნის შესაბამისი სიმწიფის მიღწევის მოლოდინს, ხოლო, მეორე მხრივ, კლიმატურ და გარემო პირობებს უკავშირდება. მისივე განცხადებით, მიმდინარე წელს სხვადასხვა სასოფლო-სამეურნეო კულტურაც ჩვეულებრივზე უფრო გვიან შევიდა სიმწიფის ფაზაში, მათ შორის კენკროვანი კულტურები, მოცვი და ხორბალი.

ვიტამინი D3 — Sheni Labs
Sheni Network
სკანირება
QR კოდი
shenisofeli.ge

სტატიის ციტირება

შენი სოფელი. (2026). დავით სონღულაშვილი: „არაკონდიციური ყურძენი ჯერ არ ჩაბარებულა”. 18 სექტემბერი, 2026. https://shenisofeli.ge/დავით-სონღულაშვილი-არა/

სტატიის ციტირება
შენი სოფელი. დავით სონღულაშვილი: „არაკონდიციური ყურძენი ჯერ არ ჩაბარებულა” [Internet]. თბილისი: Shenisofeli.ge; 2026 [ციტირებულია: 2026 სექ 18]. ხელმისაწვდომია: https://shenisofeli.ge/%e1%83%93%e1%83%90%e1%83%95%e1%83%98%e1%83%97-%e1%83%a1%e1%83%9d%e1%83%9c%e1%83%a6%e1%83%a3%e1%83%9a%e1%83%90%e1%83%a8%e1%83%95%e1%83%98%e1%83%9a%e1%83%98-%e1%83%90%e1%83%a0%e1%83%90/
shenisofeli.ge
გაუზიარეთ ეს სტატია
კომენტარები ჯერ არ არის
© 2026 შენი სოფელი · PHIG · Sheni Network