როგორ მოვიშოროთ? – სახლში გაჩნდა ე.წ. ხის ჩრჩილი

როგორ მოვიშოროთ? - სახლში გაჩნდა ე.წ. ხის ჩრჩილი | შენი სოფელი
2 წუთიანი წაკითხვა
#image_title

– არც ისე დიდი ხნის წინ სახლში გაჩნდა ე.წ. ხის ჩრჩილი. ნასვრეტები შევამჩნიე როგორც პარკეტზე, ასევე ხის კედლებსა და თაროებზე. გვირჩიეთ, როგორ მოვიშოროთ.
– მართლაც მერქნის დაუძინებელი მტერია ხოჭო, რომელსაც რკილი ჰქვია. არსებობს ბინის რკილი, რომელიც აზიანებს ხის კედლებსა და იატაკს; ავეჯის რკილი – აზიანებს ავეჯს, ხის ჩარჩოებს, იატაკს; ხორბლის რკილი – აზიანებს ხორბლის ნაწარმს, წიგნებს და სხვ. ეს მცირე ზომის ხოჭო, რომლის სიგრძე 2-დან 8 მმ-მდეა, პირდაპირ მტრად მოგვევლინა, რადგან მისი მოსპობა საკმაოდ შრომატევადია და ხშირად უშედეგოც. არადა, არსებობს მრავალი საშუალება მის მოსაშორებლად: ვაზელინის ზეთი; 3 წილი სკიპიდარისა და 1 წილი ნავთის ნარევი; შეიძლება აგრეთვე ბენზინში გახსნილი ნაფტალინის გამოყენებაც. ამ საშუალებებით შეიძლება დაზიანებული ადგილების გაწმენდაც და ხოჭოსგან დახრულ ნასვრეტებში მათი შესხურება შპრი­ცით, რის შემდეგაც უნდა ამოილესოს უნივერსა­ლური ან ჩვეულებრივი ფანჯრის მინის საგოზავით, პარაფინით, ცვილით. 2-3 კვირის შემდეგ ასეთი პროცედურა გაიმეორეთ, ერთი თვის შემდეგ შეამოწმეთ ხოლმე რეგულარულად, ხომ არ გაჩნდა ახალი ნასვრეტები.

გახსოვდეთ

რკილის წინააღმდეგ ბრძოლის სა­უ­კეთესო საშუალებაა პროფილაქტიკური ღონისძიებები: პირველ რიგში, ხშირად გაანიავეთ ბინა, ასევე ხშირად გაწმინდეთ ავეჯი, იატაკი, ხის ჩარჩოები სკიპიდარის შემცველი მასტიკით.
საუკეთესო საშუალება, რომლითაც შე­გიძლიათ დაამუშაოთ რკილისგან დაზი­ანებული მერქანი, გახლავთ ვაზელინის ზეთი, მით უმეტეს, არც სპეციფიკური სუნი აქვს და არც ცეცხლსაშიშია.

ვიტამინი D3 — Sheni Labs
Sheni Network

გააგრძელეთ კითხვა

ლიმონი კასრში –  ლიმონის ბუჩქი ციტრუსებიდან ერთადერთია, რო­მელიც ოთახის პირობებში კარგად ხა­რობს და მოსავალსაც იძლევა.

წყარო: ნიკოლოზ იოსებიძე, ყველაფერი საოჯახო მეურნეობის შესახებ (გამომცემლობა პალიტრა L)

სკანირება
QR კოდი
shenisofeli.ge

სტატიის ციტირება

შენი სოფელი. (2025). როგორ მოვიშოროთ? – სახლში გაჩნდა ე.წ. ხის ჩრჩილი. 20 ნოემბერი, 2025. https://shenisofeli.ge/როგორ-მოვიშოროთ-სახლში-გ/

სტატიის ციტირება
შენი სოფელი. როგორ მოვიშოროთ? – სახლში გაჩნდა ე.წ. ხის ჩრჩილი [Internet]. თბილისი: Shenisofeli.ge; 2025 [ციტირებულია: 2026 სექ 19]. ხელმისაწვდომია: https://shenisofeli.ge/%e1%83%a0%e1%83%9d%e1%83%92%e1%83%9d%e1%83%a0-%e1%83%9b%e1%83%9d%e1%83%95%e1%83%98%e1%83%a8%e1%83%9d%e1%83%a0%e1%83%9d%e1%83%97-%e1%83%a1%e1%83%90%e1%83%ae%e1%83%9a%e1%83%a8%e1%83%98-%e1%83%92/
shenisofeli.ge
გაუზიარეთ ეს სტატია
კომენტარები ჯერ არ არის
© 2026 შენი სოფელი · PHIG · Sheni Network