საქსტატი – 2024 წლის ოქტომბერში სამრეწველო პროდუქციის მწარმოებელთა ფასების ინდექსი წლიურად 6.8 პროცენტით გაიზარდა

საქსტატი - 2024 წლის ოქტომბერში სამრეწველო პროდუქციის | შენი სოფელი
2 წუთიანი წაკითხვა
#image_title

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2024 წლის ოქტომბერში სამრეწველო პროდუქციის მწარმოებელთა ფასების ინდექსი, წინა თვესთან შედარებით, 0.1 პროცენტით შემცირდა, ხოლო წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით სახეზეა ინდექსის 6.8-პროცენტიანი მატება.

საქსტატის ცნობით, 2024 წლის სექტემბერთან შედარებით, ფასები 4.6 პროცენტით გაიზარდა სამთო-მოპოვებითი მრეწველობისა და კარიერების დამუშავების ჯგუფზე, რამაც 0.3 პროცენტული პუნქტით იქონია ზეგავლენა ჯამური ინდექსის ცვლილებაზე. ამავე პერიოდში ფასები -0.8 პროცენტით შემცირდა დამამუშავებელი მრეწველობის პროდუქციის ჯგუფზე, რამაც -0.62 პროცენტული პუნქტი შეიტანა მთლიანი ინდექსის ცვლილებაში.

ჯგუფში შემავალი პროდუქტებიდან აღსანიშნავია ფასების -3.5 პროცენტიანი კლება კვების პროდუქტებზე. გარდა ამისა, ფასების 2.1-პროცენტიანი ზრდა დაფიქსირდა ელექტროენერგიის, აირის, ორთქლის და კონდიცირებული ჰაერის ჯგუფზე, რომლის წვლილმაც თვის ჯამური ინდექსის ცვლილებაში 0.22 პროცენტული პუნქტი შეადგინა.

„12-თვიან პერიოდში ინდექსის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ პროდუქტებზე: სამთო-მოპოვებითი მრეწველობა და კარიერების დამუშავება: ფასები გაზრდილია 29.7 პროცენტით, რაც მთლიანი ინდექსის ცვლილებაზე 1.7 პროცენტული პუნქტით აისახა. ჯგუფში აღსანიშნავია ფასების მატება ლითონის მადნებზე (35.9 პროცენტი); დამამუშავებელი მრეწველობის პროდუქცია: ფასები გაიზარდა 5.3 პროცენტით, რამაც მთლიანი ინდექსის ზრდაზე 4.32 პროცენტული პუნქტით მოახდინა გავლენა. ფასები გაიზარდა შემდეგ ქვეჯგუფებზე: კვების პროდუქტები (6.6 პროცენტი) და ძირითადი ლითონები (11.8 პროცენტი); ელექტროენერგია, აირი, ორთქლი და კონდიცირებული ჰაერი: ფასები გაიზარდა 4.4 პროცენტით, რამაც მთლიანი ინდექსის წლიურ ცვლილებაზე 0.54 პროცენტული პუნქტით იქონია გავლენა; წყალმომარაგება, კანალიზაცია, მომსახურება ნარჩენების მართვით და რეკულტივირებით: ფასები გაიზარდა 10.9 პროცენტით, რამაც მთლიან ინდექსზე 0.26 პროცენტული პუნქტით იქონია გავლენა“ – აღნიშნულია საქსტატის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშში.

ვიტამინი D3 — Sheni Labs
Sheni Network

სკანირება
QR კოდი
shenisofeli.ge

სტატიის ციტირება

შენი სოფელი. (2025). საქსტატი – 2024 წლის ოქტომბერში სამრეწველო პროდუქციის მწარმოებელთა ფასების ინდექსი წლიურად 6.8 პროცენტით გაიზარდა. 20 ნოემბერი, 2025. https://shenisofeli.ge/საქსტატი-2024-წლის-ოქტომბერშ/

სტატიის ციტირება
შენი სოფელი. საქსტატი – 2024 წლის ოქტომბერში სამრეწველო პროდუქციის მწარმოებელთა ფასების ინდექსი წლიურად 6.8 პროცენტით გაიზარდა [Internet]. თბილისი: Shenisofeli.ge; 2025 [ციტირებულია: 2026 სექ 22]. ხელმისაწვდომია: https://shenisofeli.ge/%e1%83%a1%e1%83%90%e1%83%a5%e1%83%a1%e1%83%a2%e1%83%90%e1%83%a2%e1%83%98-2024-%e1%83%ac%e1%83%9a%e1%83%98%e1%83%a1-%e1%83%9d%e1%83%a5%e1%83%a2%e1%83%9d%e1%83%9b%e1%83%91%e1%83%94%e1%83%a0%e1%83%a8/
shenisofeli.ge
გაუზიარეთ ეს სტატია
კომენტარები ჯერ არ არის
© 2026 შენი სოფელი · PHIG · Sheni Network