ოთხშაბათი, ოქტომბერი 9, 2024
- Advertisement -spot_img
მთავარისაზოგადოებაჩრჩილი სხვადასხვა ადგილზე ბინადრობს - როგორ უნდა დავიცვათ მისგან ტანსაცმელი? როგორ მოვიშოროთ...

ჩრჩილი სხვადასხვა ადგილზე ბინადრობს – როგორ უნდა დავიცვათ მისგან ტანსაცმელი? როგორ მოვიშოროთ ჩრჩილი ბინიდან, როგორ ვებრძოლოთ

ჩრჩილი – პატარა პეპლების რამდენიმე ასეული სახეობის კრებითი სახელწოდებაა. ის სხვადასხვა ადგილზე ბინადრობს. ნაწილი სოფლის მეურნეობის კულტურას აზიანებს, სხვები – ქურქს (Tinea pellionella) ან ტანსაცმელს (Tineola bisselliella). მიუხედავად იმისა, რომ ჩრჩილისთვის ყველაზე ხელსაყრელი ბუნებრივი გარემო ის ადგილია, სადაც ის მკვდარი ცხოველების ქსოვილით, მატყლით თუ ბეწვით იკვებება, ეს პეპლები ჩვენს კარადებში ხშირად ბინადრობენ. საიდან ჩნდება ჩრჩილი ჩვენს საძინებელში და როგორ უნდა დავიცვათ მისგან ტანსაცმელი? როგორ მოვიშოროთ ჩრჩილი ბინიდან, როგორ ვებრძოლოთ

როგორ აღწევს ჩრჩილი ჩემს სახლში?

ჩრჩილს შეუძლია თქვენს სახლში ფანჯრიდან შეფრინდეს ან ვენტილაციის სისტემის მეშვეობით შეაღწიოს. თუმცა ყველაზე ხშირად ადამიანს თავად მიჰყავს ეს მწერი სახლში – ტანსაცმლით ან მაღაზიაში ნაყიდი პროდუქტებით. ჩრჩილი, შესაძლოა, ქუჩაში სეირნობიდან დაბრუნებულ ძაღლსაც მოჰყვეს.

ჩრჩილი ყველაფერს ჭამს?

ეს ჩრჩილის სახეობაზეა დამოკიდებული. ბუნებრივ პირობებში ეს პატარა პეპლები სოკოებით და მცენარეებით იკვებებიან ან სხვა მწერებზე ნადირობენ. სახლის ჩრჩილი კი ნატურალურ ქსოვილს ამჯობინებს. ეს არის შალი, ბამბა ან სელი, ასევე პროდუქტები: პური, ფქვილი, თხილი და ა.შ.

მატლის თავიდან მოცილება რთულია?

კი, ეს არც ისე ადვილია. ჭუპრის ზედაპირი კარგად იცავს მას ქიმიკატებისგან, ამიტომაც ჩრჩილის წინააღმდეგ მიმართული საშუალება ძალიან ძლიერი უნდა იყოს. მომწამლავი საკვები ნივთიერებები ამ პატარა პეპლის წინააღმდეგ არ გამოიყენება, რადგან ტარაკნებისგან განსხვავებით, ისინი მხოლოდ კონკრეტული ნივთიერებებით იკვებებიან.

და რა გავაკეთო?

მოწამლეთ. ჩრჩილის მომწამვლელი საშუალებების ორი ჯგუფი არსებობს: რეპელენტები და ინსექტიციდები. პირველი მწერებს სუნით აფრთხობს, მაგრამ არ კლავს, ამიტომაც მას პროფილაქტიკის მიზნით ხშირად იყენებენ. ინსექტიციდები კი შეიცავენ ქიმიურ ნივთიერებებს, რომლებიც ჩრჩილს კლავს – როგორც ზრდასრულ პეპელას, ასევე ჭუპრს. მათი შერჩევისას ყურადღებით უნდა წაიკითხოთ ამა თუ იმ საშუალების შემადგენლობა და დასახელება.

ეს ნივთიერებები მთელ ბინაში ვასხურო?

არ არის აუცილებელი. ჩრჩილის საწინააღმდეგო საშუალებებს სხვადასხვა ფორმით აწარმოებენ. იქნება ეს აეროზოლი, ფირფიტასა თუ ტომსიკაში განთავსებული წამალი. ყველა მათგანს თავისი დადებითი და უარყოფითი მხარეები აქვს. აეროზოლი მწერს სწრაფად კლავს, მაგრამ სუნს ტოვებს და თუ ინსტრუქციას სწორად არ შეასრულებთ, ტანსაცმელზე, შესაძლოა, ლაქა დატოვოს. თანაც თუ სათანადო მოცულობით არ შეასხურებთ კარადაში, შეიძლება ჩრჩილი გადარჩეს. ყუთები და ტომსიკები კი კვალს არ ტოვებს, მაგრამ უფრო ნელი ეფექტი აქვს.

ეს საშუალებები ჩემთვის სახიფათოა?

არა, თუ ყველაფერს სწორად გააკეთებთ. ჩრჩილის საწინააღმდეგო საშუალებები სხვადასხვა ნივთიერებას შეიცავს. ჩვეულებრივ გამოიყენება ინსექტიციდები, რომლებიც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის კლასიფიკაციით, საშიშ ნივთიერებათა მეორე კლასს განეკუთვნება. ისინი ადამიანისა და ცხოველის ჯანმრთელობას არ აზიანებს, თუ ინსქტრუქციის მიხედვით მოიხმართ. მთავარია, მწარმოებლის მიერ მითითებული უსაფრთხოების ნორმები დაიცვათ. მაგალითისთვის, ინსექტიციდების უმრავლესობა ადამიანის ლორწოვან გარსში არ უნდა მოხვდეს!

პროფილაქტიკა: ხშირად გავიტანოთ მზეზე ტანსაცმელი, რადგან ისინი ვერ იტანენ მკვეთრ სინათლეს და მზის სხივებს, ხოლო სანამ ზამთრისებს შევინახავთ აუცილებლად დავფერთოთ, გავანიავოთ და გავრეცხოთ, რადგან მატლები ჭამენ დალაქავებულ ან გასარეცხ ადგილებს.

თავიდან მოსაშორებლად საეჭვო ადგილები დავამუშავოთ დიხლოფოსის ხსნარით. ის კლავს როგორც მატლებს, ასევე პეპლებს.

ჩრიჩილის საწინააღმდეგო პრეპარატები: როგორც ამბობენ ისინი უხვადაა, დაწყებული ნაფტალინის აბებიდან, დამთავრებული სხვადასხვა ფირფიტებამდე, თუმცა ისინი ჯანმრთელობისთვის არც ისე უსაფრთხოა, თან აქვს რამდენიმე თვიანი ვადა. ყველაზე ცივილიზებული ფორმაა ბადეები, რომლებიც ძირითადად ბავშვების ტანსაცმლის გასახვევად გამოიყენება. ასევე შეგვიძლია გავჭიმოთ კარადის კარის შიგნით.

გახსოვდეთ!

ზამთრის ტანსაცმელი არასოდეს შეინახოთ გაურეცხავი, რადგანაც ჩრჩილი ძირითადად აზიანებს იმ ადგილებს, რომლებიც ოფლითა და ცხიმით არის დასვრილი. კარადები აუცილებლად ხშირად უნდა განიავდეს, ხოლო გაზაფხულზე უნდა გამზეურდეს ზამთრის ტანსაცმელი, ქურქები და ხალიჩები.

როგორ ვებრძოლოთ:

  • კარადაში, სადაც ინახება შალის პლედები, თბილი სვიტერები, ქურქები და ქუდები მოათავსეთ ლიმონის ან ფორთოხლის გამხმარი კანი, მარლის პატარა ტომსიკები ლავანდის თესლით, აბზინდას, ნემსიწვერას, იელის ტოტები, კრაზანას ყვავილები და ფოთლები, ევკალიპტის ფოთლები. მნიშვნელოვანია პერიოდულად დაცვის მცენარეული საშუალებების განახლება. სასარგებლოა მათი ქურთუკების, პალტოების ჯიბეებში მოთავსება.
  • კარგად დაგვეხმარება ჩრჩილთან ბრძოლაში კაკლის ტოტები, ფიჭვის ფისიანი ნაფოტები, მიხაკის ყვავილები და წაბლიც კი. წაბლს აგროვებენ შემოდგომაზე, ახმობენ და ათავსებენ ტანსაცმლის კარადაში.
  • ჩრჩილი ვერ იტანს ახალი საპნის სუნს.
  • საკვები პროდუქტების დასაცავად იყენებენ ნიორს. ბურღულეული, ჩირი უნდა შევინახოთ კარგად თავდახურულ ქილებში ერთ კბილ ნიორთან ერთად.
  • ჩრჩილი იშვიათად ჩნდება იმ სახლში სადაც ნემსიწვერა იზრდება. მისი ფოთლები და ღერო დაზიანებისას გამოყოფს საკმაოდ მკვეთრ სუნს, რომელიც აფრთხობს ჩრჩილს.ჩრჩილი უფრო სწრაფად მრავლდება წელიწადის თბილ დროს, ამიტომ უმჯობესია, თუ ნივთებსა და პროდუქტებს შევინახავთ გრილ, მშრალ ადგილზე.

სხვათა შორის, ჩრჩილი შეიძლება გაჩნდეს არამარტო სვიტერებსა და ქურქებში, არამედ, ანტიკვარულ ავეჯში, შალის ნოხებში, ნატურალურ ბეწვში, ფორტეპიანოს შიდა ნაწილში, ცხოველების ფიტულებსა და ძველებური თოჯინების თმაშიც კი.

მასალის გამოყენების პირობები
author avatar
SheniSofeli.ge
#drpkhakadze
მსგავსი სიახლეები
პერუგია, იტალია: საუკეთესო სანახაობები უმბრიის დედაქალაქში

პერუგია, იტალია: საუკეთესო სანახაობები უმბრიის დედაქალაქში

8 October, 2024
„ჩვენ გვაქვს ზუსტი ხედვა, როგორ უნდა გახდეს კიდევ უფრო მეტად ხელმისაწვდომი სხვადასხვა სამედიცინო სერვისი, თუ – მედიკამენტი“

„ჩვენ გვაქვს ზუსტი ხედვა, როგორ უნდა გახდეს კიდევ უფრო მეტად ხელმისაწვდომი სხვადასხვა სამედიცინო სერვისი, თუ – მედიკამენტი“

ოქტომბერი 8, 2024
“რადიო პოზიტივი”-ს დღის ამბები 8 ოქტომბერი

“რადიო პოზიტივი”-ს დღის ამბები 8 ოქტომბერი

8 ოქტომბერი 2024
როგორ გავზარდოთ სივრცე ვიზუალურად ფერების გამოყენებით? – 3 მარტივი გზა

როგორ გავზარდოთ სივრცე ვიზუალურად ფერების გამოყენებით? – 3 მარტივი გზა

ოქტომბერი 8, 2024
“ვერ წარმოვიდგენდი, რომ ჩემს შვილებს შორის ასაკობრივი სხვაობა 24 წელი იქნებოდა… თადა ერეკ­ლე პატ­რი­არ­ქის ნათ­ლუ­ლია…” – ნინო თოლორდავა

“ვერ წარმოვიდგენდი, რომ ჩემს შვილებს შორის ასაკობრივი სხვაობა 24 წელი იქნებოდა… თადა ერეკ­ლე პატ­რი­არ­ქის ნათ­ლუ­ლია…” – ნინო თოლორდავა

8 ოქტომბერი 2024
“კურორტი საირმე” გთავაზობთ უნიკალურ სამკურნალო და სარეკრეაციო გამოცდილებას, რაც საშუალებას გაძლევთ აღიდგინოთ ჯანმრთელობა და ისიამოვნოთ შესანიშნავი ბუნებით

“კურორტი საირმე” გთავაზობთ უნიკალურ სამკურნალო და სარეკრეაციო გამოცდილებას, რაც საშუალებას გაძლევთ აღიდგინოთ ჯანმრთელობა და ისიამოვნოთ შესანიშნავი ბუნებით

ოქტომბერი 8, 2024
21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

მარტი 21, 2024
ვაშლის დაბინავება რეალიზაციის პროცესი

ვაშლის დაბინავება რეალიზაციის პროცესი

ოქტომბერი 7, 2024
ახალი დეტალები გახმაურებულ ჰოლივუდურ სკანდალზე

ახალი დეტალები გახმაურებულ ჰოლივუდურ სკანდალზე

ოქტომბერი 3, 2024
რა საფრთხეები შეიძლება შეგექმნათ მგზავრობის დროს და როგორ ავირიდოთ ისინი

რა საფრთხეები შეიძლება შეგექმნათ მგზავრობის დროს და როგორ ავირიდოთ ისინი

8 ოქტომბერი 2024
ქართული სახვითი ხელოვნების მუზეუმი – კულტურის ცენტრალური ადგილი

ქართული სახვითი ხელოვნების მუზეუმი – კულტურის ცენტრალური ადგილი

ოქტომბერი 8, 2024
პროდუქტები რომელიც პოზიტიურად განგაწყობთ და შემოდგომის მელანქოლიის დაძლევაში დაგეხმარებათ

პროდუქტები რომელიც პოზიტიურად განგაწყობთ და შემოდგომის მელანქოლიის დაძლევაში დაგეხმარებათ

ოქტომბერი 7, 2024
- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები