„ვაზო, შვილივით ნაზარდო…“

„ვაზო, შვილივით ნაზარდო...“ | შენი სოფელი
1 წუთიანი წაკითხვა

„ვაზო, შვილივით ნაზარდო…“

ვისაც თავისი ხელით ვაზი არ დაურგავს და პირველი ყლორტის გამოჩენიდან მის მსხმოიარებამდე, მართლაც, შვილივით არ მოჰფერებია ნაამაგარს, ხოლო შემდეგ თავისი შრომის შედეგით უდიდესი სიხარული არ განუცდია, ის ვერ მიხვდება, რას ნიშნავს ხალხში ასე გავრცელებული გამოთქმა – „ვაზო, შვილივით ნაზარდო…“
„შენ ხარ ვენახი, ახლად აღყვავებული…“ – ვინ უწყის, რამდენი საუკუნეა მღერის ქართველი კაცი ამ საგალობელს. ვაზი ხომ უხსოვარი დროიდან გაჩნდა ქართველთა სამკვიდრებელში. ისტორიული წყაროების მიხედვით, ეს პერიოდი ძვ. წ. 3800-3000 წლებით თარიღდებოდა. ის ფაქტი, რომ მევენახეობის უძველეს კვალს ეგვიპტესა და მესოპოტამიაში მივყავართ, სულაც არ ნიშნავს, რომ ვაზის სამშობლო იქ არის… ვაზის სამშობლო რომ საქართველოა, ამის დასტურად ისიც კმარა, რომ არც შუამდი­ნარეთსა და არც ნილოსის ველზე არასოდეს ხარობდა ველური ვაზი, მაშინ, როდესაც ჩვენი ქვეყნის დალოცვილ მიწაზე, უძველესი დროიდან დღემდე, უხვად ხარობდა და ხარობს ველური ვაზი – კრიკინა. სწორედ ეს გახლავთ ძირითადი საბუთი იმისა, რომ საქარ­თველო მევენახეობის აკვანია.
ალბათ, თავადაც მოგისმენიათ კახელი გლე­ხისაგან: ჩვენს დალოცვილ კუთხეში ი­გეთი ბუნებრივი პირობებია, ვაზის რქა დილით რომ ქამარში გაიყარო, საღამომდე მტევან გამაიბამსო…

ტყე – კაცობრიობის აკვანი და მარჩენალი

წყარო: ნიკოლოზ იოსებიძე, ყველაფერი საოჯახო მეურნეობის შესახებ (გამომცემლობა პალიტრა L)

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #აქხარისხია
ვიტამინი D3 — Sheni Labs
Sheni Network
სკანირება
QR კოდი
shenisofeli.ge

სტატიის ციტირება

შენი სოფელი. (2026). „ვაზო, შვილივით ნაზარდო…“. 4 აგვისტო, 2026. https://shenisofeli.ge/vazo-shvilivit-nazardo/

სტატიის ციტირება
შენი სოფელი. „ვაზო, შვილივით ნაზარდო…“ [Internet]. თბილისი: Shenisofeli.ge; 2026 [ციტირებულია: 2026 სექ 14]. ხელმისაწვდომია: https://shenisofeli.ge/vazo-shvilivit-nazardo/
shenisofeli.ge
გაუზიარეთ ეს სტატია
კომენტარები ჯერ არ არის
© 2026 შენი სოფელი · PHIG · Sheni Network