არა მგონია, იცოდეთ, რომ მედიცინაში გამოიყენე­ბა – აბზინდას ყველა იცნობს…

არა მგონია, იცოდეთ, რომ მედიცინაში გამოიყენე­ბა | შენი სოფელი
1 წუთიანი წაკითხვა

აბზინდა – შხამქიმიკატების „კონკურენტი“

აბზინდას ყველა იცნობს, ვისაც ბუნებას­თან კავშირი აქვს, მაგრამ, არა მგონია, ის იცოდნენ, რომ მისი მიწისზედა ნაწილი, გარდა იმისა, რომ მედიცინაში გამოიყენე­ბა, შესანიშნავი ანტიპა­რაზიტული და ბაღ-ბოსტნის მავნებელთა საწინააღმდეგო საშუალებაა.
ვისაც ერთხელ მაინც მოუწყვეტია აბ­ზინ­დის მონაცრისფრო, წვრილი ყვითელი ყვა­ვილებით დაფარული ყლორტები, მას არასო­დეს შეეშლება იგი სხვა მცენარეში დამახასიათებელი მძაფრი სუნის გამო.
ფოთოლჭამია მუხლუხის საწინააღმდეგოდ ნა­ხარშს შემდეგნაირად ამზადებენ: 1კგ კარგად დამჭკნარ აბზინდის მიწისზედა ნაწილს ადუღებენ 10-15 წუთს მცირე რაოდენობის წ­ყალში, წურავენ და უმატებენ იმდენ წყალს, რომ 10 ლ გახდეს. მანამდე მასში ურევენ 1 კგ ქათმის ნაკელს (წყალ­შერეულს). ეს ნაყენი 1-2 დღეს უნდა გაჩერდეს და მერე შეერიოს აბზინდის ნა­ხარშს. მერე ყველაფერი ერთად გაიწურება და გაზავ­დება 10 ლიტრამდე.
ამგვარი ნარევით 2-ჯერადი შეწამვლის შემდეგ (7-დღიანი ინტერვალით) ერთი ფ­ოთოლ­ჭამიაც აღარ დარჩება მცენარეზე.

ზოგიერთი მცენარის ნახარშის გამოყენება მავნებლების წინააღმდეგ

ვიტამინი D3 — Sheni Labs
Sheni Network

წყარო: ნიკოლოზ იოსებიძე, ყველაფერი საოჯახო მეურნეობის შესახებ (გამომცემლობა პალიტრა L)

#datashvil #drpkhakadze #sheniambebi #shenisofeli
სკანირება
QR კოდი
shenisofeli.ge

სტატიის ციტირება

შენი სოფელი. (2026). არა მგონია, იცოდეთ, რომ მედიცინაში გამოიყენე­ბა – აბზინდას ყველა იცნობს…. 5 აგვისტო, 2026. https://shenisofeli.ge/ara-mgonia-itsodet-rom-meditsinashi-gamoiqene-ba-abzind/

სტატიის ციტირება
შენი სოფელი. არა მგონია, იცოდეთ, რომ მედიცინაში გამოიყენე­ბა – აბზინდას ყველა იცნობს… [Internet]. თბილისი: Shenisofeli.ge; 2026 [ციტირებულია: 2026 სექ 14]. ხელმისაწვდომია: https://shenisofeli.ge/ara-mgonia-itsodet-rom-meditsinashi-gamoiqene-ba-abzind/
shenisofeli.ge
გაუზიარეთ ეს სტატია
კომენტარები ჯერ არ არის
© 2026 შენი სოფელი · PHIG · Sheni Network