მთავარი აგრო სიახლეები ბროწეულის ხე მორთულ პატარძალს ჰგავს – ხასხასა მ­წვანე ფოთლებ­ში წითლად მოელვარე ყვავილებით შემკული

ბროწეულის ხე მორთულ პატარძალს ჰგავს – ხასხასა მ­წვანე ფოთლებ­ში წითლად მოელვარე ყვავილებით შემკული

0
ბროწეულის ხე მორთულ პატარძალს ჰგავს – ხასხასა მ­წვანე ფოთლებ­ში წითლად მოელვარე ყვავილებით შემკული
#image_title

ბროწეული – თუ დღემდე თქვენს ნაკ­ვეთს ეს ძვირფასი კულტურა არ ამშვენებს, შემატეთ და სრულყოფილი გახადეთ თქვენი მამული. გინა­ხავთ აყვავებული ან მსხმოიარე ბროწე­ულის ხე? – უფრო დეკორატიულს ვერაფერს შესძენთ თქვენს კარ-მიდამოს. ხასხასა მ­წვანე ფოთლებ­ში წითლად მოელვარე ყვავილებით შემკული ან მსხვილი შინდისფერი ნაყოფით დახუნძლული ბროწეულის ხე მორთულ პატარძალს ჰგავს.

ხასხასა მ­წვანე ფოთლებ­ში წითლად მოელვარე ყვავილებით შემკული ან მსხვილი შინდისფერი ნაყოფით დახუნძლული ბროწეულის ხე მორთულ პატარძალს ჰგავს. ნაყოფი 63%-მდე წვენს შეიცავს, რომლის შემადგენლობაშიც 4,5-19,2% შაქრებია, 0,2-9% ლიმონისა და ვაშლის მჟავები, 14% ვიტამინი C. გამოიყენება როგორც ნატურალური სახით, ისე დასაკონსერვებლად (წვენის სა­ხით). მისგან აყენებენ ალკოჰოლურ სასმელს, ე.წ. ბროწეულის ღვინოს და ადუღებენ უძვირფასეს საწებელს – მაშარაბს. ნა­ყო­ფის ქერქი და მასში არსებული თხელი ტიხრები შეიცავს 28% მთრიმლავ ნივთიე­რებებს, რომელთაც იყენებენ ტყავის დასამუშავებლად და ს­ხვადასხვა ქსოვილის შესაღებად. გამოიყენება ჩამოცვენილი ფოთლებიც. ღეროსა და ფესვის ქერქი შეიცავს ალკალოიდებს.
მედიცინაში გამოიყენება ბროწეულის წვენი ყელის ტკივილის დროს, ყვავილების ნახარში შემკვრელი საშუალებაა კუჭის აშლილობის დროს. ქერქის ნა­ხარშს ხმარობენ დამწვრობის, ანთებების სამკურნალოდ და კუჭის შემკვრელად. ფესვისა და ღეროს ქერქის ნახარში ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა მუცლის ყოველგვარი პარაზიტის მოსაცილებლად, ოღ­ონდ მისი ხმარება მკაცრი დოზირებით უნდა მოხდეს, წინააღმდეგ შემთხვევაში, მოწამვლა გარდაუვალია.
ადვილად ფესვიანდება ერთწლიანი კალმები, რომლებიც შემოდგომაზე უნდა აიჭრას; შეინახეთ გრილ სარდაფში მო­თავსებულ ქვი­შიან ყუთებში და გაზაფხულზე დარგეთ. მშვენივრად ფესვიანდება ადრე გაზაფხულზე აჭრილი და პირდაპირ დასაფესვიანებლად დარგული კალმებიც. ამობარეთ ერთ ბარისპირ­ზე კვალი, ჩააწყვეთ შიგ კალმები დახრილად, დააყარეთ მიწა, კარგად მიუტკეპნეთ და მორწყეთ. თუ ფეს­ვიანს იშოვით, შეგიძლიათ დარგოთ მუდმივ ად­გილზე. ძალიან კარგად ფესვიანდება ამო­ნაყარები გადაწვენითაც. დარგეთ აუცილებლად მზისგულზე, ჩრდილი არ უყვარს.

უნაბი – გამშრალი ნაყოფის ნახარში უძველესი დროიდან გამოიყენება: ხველების, ბრონქიტისა და ყივანახველის დროს

წყარო: ნიკოლოზ იოსებიძე, ყველაფერი საოჯახო მეურნეობის შესახებ (გამომცემლობა პალიტრა L)

იპოვე შენი ახალი სამსახური
Sheni Network
ამ სტატიის ციტირება (Vancouver)
SheniSofeli.ge. ბროწეულის ხე მორთულ პატარძალს ჰგავს – ხასხასა მ­წვანე ფოთლებ­ში წითლად მოელვარე ყვავილებით შემკული [Internet]. თბილისი: Shenisofeli.ge; 2025 [ციტირებულია: 2026 აგვ 30]. ხელმისაწვდომია: https://shenisofeli.ge/%e1%83%91%e1%83%a0%e1%83%9d%e1%83%ac%e1%83%94%e1%83%a3%e1%83%9a%e1%83%98%e1%83%a1-%e1%83%ae%e1%83%94-%e1%83%9b%e1%83%9d%e1%83%a0%e1%83%97%e1%83%a3%e1%83%9a-%e1%83%9e%e1%83%90%e1%83%a2%e1%83%90/
shenisofeli.ge
author avatar
SheniSofeli.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here