ცენტრი აღჭურვილია თანამედროვე ტექნოლოგიებით, მათ შორის, ენტომოლოგიური გალიებითა და II დონის ბიოუსაფრთხოების ბოქსებით, რომლებიც უზრუნველყოფენ მავნე ორგანიზმების ბიოლოგიური აგენტების შესწავლისთვის აუცილებელ კლიმატურ პირობებს

ცენტრი აღჭურვილია თანამედროვე ტექნოლოგიებით | შენი სოფელი
2 წუთიანი წაკითხვა
#image_title

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი გურიაში, სსიპ სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ადამ ბერიძის სახელობის ნიადაგის, სურსათისა და მცენარეთა ინტეგრირებული დაცვის დიაგნოსტიკურ ცენტრში („ანასეული“) იმყოფებოდა, – ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის დირექტორმა ლევან უჯმაჯურიძემ მინისტრს ცენტრის ინფრასტრუქტურა გააცნო და მიმდინარე კვლევით საქმიანობასა და სერვისებზე მიაწოდა ინფორმაცია.

„ცენტრის მომავალი განვითარების მიმართულებები, სერვისების გაფართოების გეგმები და რეგიონული კვლევითი ქსელის გაძლიერების საკითხები დავით სონღულაშვილმა თანამშრომლებთან გამართულ შეხვედრაზე განიხილა.

„რეგიონული კვლევითი ცენტრების განვითარება და მათი თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად მუშაობა ჩვენი სამინისტროს პრიორიტეტია. სწორედ ასეთ ბაზებზე იქმნება ცოდნა და ინოვაცია, რომელიც ფერმერს აწვდის სანდო და პრაქტიკაში გამოყენებად ინფორმაციას“, – განაცხადა დავით სონღულაშვილმა.

ვიტამინი D3 — Sheni Labs
Sheni Network

ანასეულის დიაგნოსტიკური ცენტრი წარმოადგენს ერთ-ერთ ყველაზე დიდ და მრავალმხრივ კვლევით ბაზას საქართველოში. სსიპ სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის შემდეგ, იგი ქვეყნის მასშტაბით უდიდესი ლაბორატორიული ინფრასტრუქტურაა, რომელიც აერთიანებს მცენარეთა ინტეგრირებული დაცვის, ნიადაგისა და წყლის კვლევის, აგრეთვე სურსათის (თაფლი, ღვინო) ანალიზის ლაბორატორიებს.

ცენტრი აღჭურვილია თანამედროვე ტექნოლოგიებით, მათ შორის, ენტომოლოგიური გალიებითა და II დონის ბიოუსაფრთხოების ბოქსებით, რომლებიც უზრუნველყოფენ მავნე ორგანიზმების ბიოლოგიური აგენტების შესწავლისთვის აუცილებელ კლიმატურ პირობებს. აღნიშნული შესაძლებლობები მნიშვნელოვანია აზიური ფაროსანასა და სხვა მავნე ორგანიზმების წინააღმდეგ ბიოლოგიური კონტროლის მიმართულებით.

ცენტრში ფუნქციონირებს ჩაისა და სუბტროპიკული კულტურების კვლევის სამსახური, რომელიც ახორციელებს სელექციურ, აგროტექნიკურ და მცენარეთა დაცვის კვლევებს, ხელს უწყობს ადგილობრივი კულტურების განვითარებას და ახალი ტექნოლოგიების დანერგვას.

დიაგნოსტიკურ ცენტრში თანამშრომლებთან გამართულ შეხვედრაზე საუბარი შეეხო არსებულ გამოწვევებსა და საჭიროებებს, რომლებიც დაკავშირებულია კვლევითი ბაზის განვითარების, ლაბორატორიული შესაძლებლობების გაზრდისა და სერვისების ეფექტიანობის გაუმჯობესებასთან.

ანასეულის დიაგნოსტიკურ ცენტრში მინისტრთან ერთად სახელმწიფო რწმუნებული გურიის მხარეში გიორგი ღურჯუმელიძე, მინისტრის მოადგილეები კახა კაკაბაძე და ზურაბ ეზუგბაია იმყოფებოდნენ“, – აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

სკანირება
QR კოდი
shenisofeli.ge

სტატიის ციტირება

შენი სოფელი. (2025). ცენტრი აღჭურვილია თანამედროვე ტექნოლოგიებით, მათ შორის, ენტომოლოგიური გალიებითა და II დონის ბიოუსაფრთხოების ბოქსებით, რომლებიც უზრუნველყოფენ მავნე ორგანიზმების ბიოლოგიური აგენტების შესწავლისთვის აუცილებელ კლიმატურ პირობებს. 30 ოქტომბერი, 2025. https://shenisofeli.ge/tsentri-aghchurvilia-tanamedrove-teqnologiebit-mat-shor/

სტატიის ციტირება
შენი სოფელი. ცენტრი აღჭურვილია თანამედროვე ტექნოლოგიებით, მათ შორის, ენტომოლოგიური გალიებითა და II დონის ბიოუსაფრთხოების ბოქსებით, რომლებიც უზრუნველყოფენ მავნე ორგანიზმების ბიოლოგიური აგენტების შესწავლისთვის აუცილებელ კლიმატურ პირობებს [Internet]. თბილისი: Shenisofeli.ge; 2025 [ციტირებულია: 2026 სექ 14]. ხელმისაწვდომია: https://shenisofeli.ge/tsentri-aghchurvilia-tanamedrove-teqnologiebit-mat-shor/
shenisofeli.ge
გაუზიარეთ ეს სტატია
კომენტარები ჯერ არ არის
© 2026 შენი სოფელი · PHIG · Sheni Network