ბოტანიკურ ბაღში „საკურას ყვავილობის დღეები“ გაიმართება

მარიამ ბერიძე
1 წუთიანი წაკითხვა
თბილისის ბოტანიკურ ბაღში საკურას ყვავილობის დღეები მნიშვნელოვანი გაკვეთილია ყველა მებაღისა და ფერმერისთვის. ღონისძიება აჩვენებს იაპონური აგროტექნიკის მეთოდებს და ბუნებასთან ჰარმონიის მნიშვნელობას.

საქართველოს ეროვნული ბოტანიკური ბაღის ორგანიზებით, 13 და 14 აპრილს „საკურას ყვავილობის დღეები“ გაიმართება. წლევანდელი ღონისძიებისთვის ბოტანიკურ ბაღს, იაპონური ბაღის მიმდებარედ ვარდისფრად და თეთრად მოყვავილე საკურას 10 ახალი ნერგი შეემატა.

„საკურას ყვავილობის დღეები“ ტრადიციული იაპონური სახვითი ხელოვნების – „შოდოს“ წარმოდგენითა და იაპონური ჩაის ცერემონიით გაიხსნება. დამთვალიერებელს დახვდება იაპონურ თემატიკაზე ხელნაკეთი ნივთების გამოფენა, იაპონური და ქართული ელემენტებით შესრულებული სამოსის ჩვენება, იაპონური ჩაი, ორიგამისა და სუშის მომზადების მასტერკლასი და ანიმეების გამოფენა.

ღონისძიების ფარგლებში მხატვარ რუსუდან ფეტვიაშვილისა და სხვა თანამედროვე მხატვრების მიერ შესრულებული თემატური ნახატების გამოფენა გაიმართება. ღონისძიება კინცუგის – დამსხვრეული ჭურჭლის ოსტატურად შეკეთების იაპონური ხელოვნების მასტერკლასით დასრულდება.

ეროვნული ბოტანიკური ბაღის ორგანიზებით, თბილისის მერიისა და საქართველოში იაპონიის საელჩოს მხარდაჭერით, ბოტანიკურ ბაღში „საკურას ყვავილობის დღეები“ მეოთხედ იმართება.

#datashvil #drpkhakadze #sheniambebi #shenisofeli

გაუზიარეთ ეს სტატია
ჟურნალისტი — საზოგადოება და სოფლის ცხოვრება. ასახავს სოფელში მცხოვრები ადამიანების ყოველდღიურ ცხოვრებას, პრობლემებსა და წარმატებებს.
კომენტარები ჯერ არ არის