წნორში ნახევარფაბრიკატის ნიმუშში სალმონელა გამოვლინდა

წნორში ნახევარფაბრიკატის ნიმუშში სალმონელა გამოვლინდა | შენი სოფელი
1 წუთიანი წაკითხვა
#image_title

წნორში ნახევარფაბრიკატის ნიმუშში სალმონელა გამოვლინდა

სურსათის უვნებლობის სახელმწიფო კონტროლის ფარგლებში, სურსათის ეროვნული სააგენტოს კახეთის რეგიონული სამმართველოს უფლებამოსილმა პირებმა ინდივიდუალური მეწარმის სარეალიზაციო ობიექტიდან (სიღნაღი, ქ. წნორი, თავისუფლების ქ. 13)  ნახევარფაბრიკატის – კატლეტის ნიმუშები (მწარმოებელი ი/მ, ქ. წნორი, დავით აღმაშენებლის ქუჩა N31) აიღეს.

სსიპ სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიიდან კვლევის მიღებული შედეგების თანახმად, აღებული 5 ნიმუშიდან 2 ნიმუშში აღმოჩენილია პათოგენური მიკროორგანიზმი სალმონელა (SALMONELLA).
ლაბორატორიული კვლევის დასრულებისთანავე ნახევარფაბრიკატების მწარმოებელ ბიზნესოპერატორთან განხორციელდა არაგეგმური ინსპექტირება, რის შედეგადაც მეწარმე დაჯარიმდა და შეუჩერდა საწარმოო პროცესი, ასევე დაევალა გაყინული ნახევარფაბრიკატის – კატლეტის რეალიზაციიდან ამოღება, დასაწყობება, რაოდენობის აღრიცხვა და მიღებული ზომების თაობაზე სააგენტოს დაუყოვნებლივ ინფორმირება.

სალმონელოზი ბაქტერიოლოგიური ეტიოლოგიის ზოონოზური დაავადებაა, რომელიც ადამიანს სურსათისგან, განსაკუთრებით ხორცისა და მისგან დამზადებული პროდუქტისგან გადაეცემა. დაავადების გამომწვევი სალმონელები მიეკუთვნებიან ენტერობაქტერიების ოჯახს და სალმონელების გვარს, რომელიც 2500-ზე მეტ სეროვარს მოიცავს, უმრავლესობა პათოგენურია როგორც ადამიანისთვის, ისე ცხოველებისა და ფრინველებისათვის. სალმონელოზის პრევენციის მიზნით, მნიშვნელოვანია სურსათის წარმოების მთლიან ჯაჭვში (სასაკლაო, ხორცისა და ხორცის პროდუქტების გადამამუშავებელი, სარეალიზაციო და საზკვების ობიექტები) წარმოების და ჰიგიენის სანიმუშო პრაქტიკის დანერგვა.

ვიტამინი D3 — Sheni Labs
Sheni Network
სკანირება
QR კოდი
shenisofeli.ge

სტატიის ციტირება

შენი სოფელი. (2026). წნორში ნახევარფაბრიკატის ნიმუშში სალმონელა გამოვლინდა. 15 აგვისტო, 2026. https://shenisofeli.ge/tsnorshi-nakhevarfabrikatis-nimushshi-salmonela-gamovli/

სტატიის ციტირება
შენი სოფელი. წნორში ნახევარფაბრიკატის ნიმუშში სალმონელა გამოვლინდა [Internet]. თბილისი: Shenisofeli.ge; 2026 [ციტირებულია: 2026 სექ 14]. ხელმისაწვდომია: https://shenisofeli.ge/tsnorshi-nakhevarfabrikatis-nimushshi-salmonela-gamovli/
shenisofeli.ge
გაუზიარეთ ეს სტატია
კომენტარები ჯერ არ არის
© 2026 შენი სოფელი · PHIG · Sheni Network