შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოსა და ბელარუსის რესპუბლიკას შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავების და აგროსასურსათო სექტორში თანამშრომლობის საკითხები განიხილეს

შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოსა და ბელარუსის | შენი სოფელი
1 წუთიანი წაკითხვა
#image_title

 საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი ბელარუსის რესპუბლიკაში იმყოფება.

ვიზიტის ფარგლებში, დავით სონღულაშვილი ბელარუსის რესპუბლიკის ვიცე-პრემიერს, იური შულეიკოს შეხვდა.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოსა და ბელარუსის რესპუბლიკას შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავების და აგროსასურსათო სექტორში თანამშრომლობის საკითხები განიხილეს.

შეხვედრას ესწრებოდნენ ბელარუსის რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის და სურსათის მინისტრი იური გორლოვი, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე პაველ უტიუპინი და სხვა ოფიციალური პირები.

ვიტამინი D3 — Sheni Labs
Sheni Network

„საქართველოსა და ბელარუსს შორის თანამშრომლობის გაღრმავების მნიშვნელოვანი პოტენციალი არსებობს. სოფლის მეურნეობა ორივე ქვეყნის ეკონომიკის ერთ-ერთი წამყვანი და სტრატეგიული დარგია, რაც სასოფლო-სამეურნეო პროდუქციით ვაჭრობის განვითარებისათვის მყარ საფუძველს ქმნის. არსებობს მნიშვნელოვანი შესაძლებლობები ბელარუსიდან რძისა და რძის პროდუქტების ექსპორტისთვის, ხოლო საქართველოდან ღვინისა და სხვა სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის ბელარუსის ბაზარზე გასატანად. გარდა ამისა, მნიშვნელოვანია გამოცდილებისა და ცოდნის გაზიარება გარემოს დაცვის და ტყის მართვის საკითხებში“, – აღნიშნა დავით სონღულაშვილმა.

სკანირება
QR კოდი
shenisofeli.ge

სტატიის ციტირება

შენი სოფელი. (2026). შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოსა და ბელარუსის რესპუბლიკას შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავების და აგროსასურსათო სექტორში თანამშრომლობის საკითხები განიხილეს. 2 ივნისი, 2026. https://shenisofeli.ge/shekhvedraze-mkhareebma-saqartvelosa-da-belarusis-respu/

სტატიის ციტირება
შენი სოფელი. შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოსა და ბელარუსის რესპუბლიკას შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავების და აგროსასურსათო სექტორში თანამშრომლობის საკითხები განიხილეს [Internet]. თბილისი: Shenisofeli.ge; 2026 [ციტირებულია: 2026 სექ 14]. ხელმისაწვდომია: https://shenisofeli.ge/shekhvedraze-mkhareebma-saqartvelosa-da-belarusis-respu/
shenisofeli.ge
გაუზიარეთ ეს სტატია
კომენტარები ჯერ არ არის
© 2026 შენი სოფელი · PHIG · Sheni Network