სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ბათუმში ნახევარფაბრიკატების არალეგალური საწარმო გამოავლინა

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ბათუმში ნახევარფაბრიკატების | შენი სოფელი
1 წუთიანი წაკითხვა
სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ბათუმში ნახევარფაბრიკატების არალეგალური საწარმო გამოავლინა

სურსათის ეროვნული სააგენტოს აჭარის დეპარტამენტის ინსპექტორებმა სახელმწიფო კონტროლის ფარგლებში, შპს ,,აი გემო“ (მისამართი: ქალაქი ბათუმი, მაჭახელას ქ. პირველი შესახვევი N 20) შეამოწმეს.

ინსპექტირების შედეგად ობიექტზე აღინიშნა კრიტიკული შეუსაბამობები, მათ შორის, წარმოების და შენახვის პროცესში ჰიგიენური ნორმების  დარღვევა და ინფრასტრუქტურის გაუმართაობა. ამავდროულად,  ბიზნესოპერატორი ნახევარფაბრიკატების წარმოება/რეალიზაციას ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში რეგისტრაციისა და სააგენტოს სავალდებულო აღიარების გარეშე ახორციელებდა.

კანონმდებლობის შესაბამისად, ობიექტი დაჯარიმდა და საწარმოო პროცესი შეუჩერდა.

მომხმარებლის ინტერესების დაცვის მიზნით, სურსათის ეროვნული სააგენტო სახელმწიფო კონტროლს მთელი ქვეყნის მასშტაბით ყოველდღიურ რეჟიმში ახორციელებს და ბიზნესოპერატორებს სურსათის უვნებლობის სავალდებულო მოთხოვნების დაცვისკენ მოუწოდებს.

ვიტამინი D3 — Sheni Labs
Sheni Network
სკანირება
QR კოდი
shenisofeli.ge

სტატიის ციტირება

შენი სოფელი. (2026). სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ბათუმში ნახევარფაბრიკატების არალეგალური საწარმო გამოავლინა. 24 აგვისტო, 2026. https://shenisofeli.ge/sursatis-erovnulma-saagentom-batumshi-nakhevarfabrikate/

სტატიის ციტირება
შენი სოფელი. სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ბათუმში ნახევარფაბრიკატების არალეგალური საწარმო გამოავლინა [Internet]. თბილისი: Shenisofeli.ge; 2026 [ციტირებულია: 2026 სექ 14]. ხელმისაწვდომია: https://shenisofeli.ge/sursatis-erovnulma-saagentom-batumshi-nakhevarfabrikate/
shenisofeli.ge
გაუზიარეთ ეს სტატია
კომენტარები ჯერ არ არის
© 2026 შენი სოფელი · PHIG · Sheni Network