სიმინდის ნათესებში მავნებლის დაზიანება არ აღინიშნება და ფერმერები წელსაც უხვ და ხარისხიან მოსავალს ელოდებიან

სიმინდის ნათესებში მავნებლის დაზიანება არ აღინიშნება და | შენი სოფელი
1 წუთიანი წაკითხვა
#image_title

სურსათის ეროვნული სააგენტოს ფაროსანასთან ბრძოლის მართვის ცენტრი , მავნებლის საწინააღმდეგო ღონისძიებებს აქტიურად ახორციელებს.

 შეწამვლის პარალელურად,  სააგენტოს მცენარეთა დაცვის სპეციალისტები, უკვე დამუშავებულ ფართობებში მონიტორინგს ატარებენ.

აღსანიშნავია, რომ სააგენტოს მიერ  განხორციელებული ღონისძიებების შედეგად, სიმინდის ნათესებში მავნებლის დაზიანება არ აღინიშნება და ფერმერები წელსაც უხვ და ხარისხიან მოსავალს ელოდებიან.

მიმდინარე წელს, ფაროსანასთან ბრძოლის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, მავნებლის გავრცელების კერებში, სააგენტოს სპეციალური ტექნიკით  34 500 ჰექტარამდე ფართობი დამუშავდა. მავნებლის იდენტიფიცირების და დროულად რეაგირებისთვის, მთელი ქვეყნის მასშტაბით განთავსებულია მონიტორინგის სისტემები და სპეციალური „მოიზიდე და გაანადგურე“ სადგურები. უსაფრთხოების წესების დაცვის მიზნით მოქმედებს მოსახლეობის ინფორმირების სისტემა. ღონისძიებები ადგილობრივ თვითმმართველობებთან კოორდინაციით ხორციელდება.

ვიტამინი D3 — Sheni Labs
Sheni Network
სკანირება
QR კოდი
shenisofeli.ge

სტატიის ციტირება

შენი სოფელი. (2026). სიმინდის ნათესებში მავნებლის დაზიანება არ აღინიშნება და ფერმერები წელსაც უხვ და ხარისხიან მოსავალს ელოდებიან. 25 აგვისტო, 2026. https://shenisofeli.ge/simindis-natesebshi-mavneblis-dazianeba-ar-aghinishneba/

სტატიის ციტირება
შენი სოფელი. სიმინდის ნათესებში მავნებლის დაზიანება არ აღინიშნება და ფერმერები წელსაც უხვ და ხარისხიან მოსავალს ელოდებიან [Internet]. თბილისი: Shenisofeli.ge; 2026 [ციტირებულია: 2026 სექ 14]. ხელმისაწვდომია: https://shenisofeli.ge/simindis-natesebshi-mavneblis-dazianeba-ar-aghinishneba/
shenisofeli.ge
გაუზიარეთ ეს სტატია
კომენტარები ჯერ არ არის
© 2026 შენი სოფელი · PHIG · Sheni Network