წვეთოვანი ან სხვა თანამედროვე მორწყვის სისტემის დამონტაჟების შემთხვევაში ბევრად მეტ და ხარისხიან მოსავალს მიიღებენ

წვეთოვანი ან სხვა თანამედროვე მორწყვის სისტემის | შენი სოფელი
1 წუთიანი წაკითხვა
#image_title

შპს „საქართველოს მელიორაციის“ გენერალურმა დირექტორმა გიგლა თამაზაშვილმა სოფლის მეურნეობაში წყლის რესურსების ეფექტიან გამოყენებასა და წვეთოვანი მორწყვის ტექნოლოგიის უპირატესობაზე ისაუბრა.

მისი თქმით, ფერმერებს აქტიურ რეჟიმში მიეწოდებათ ინფორმაცია, რომ წვეთოვანი ან სხვა თანამედროვე მორწყვის სისტემის დამონტაჟების შემთხვევაში, ისინი ბევრად მეტ და ხარისხიან მოსავალს მიიღებენ.

„წყლის რესურსების ეფექტიანი გამოყენება სულ უფრო მნიშვნელოვანი ხდება, განსაკუთრებით იმ რეგიონებში, სადაც გვალვა და წყლის დეფიციტი ხშირია. ამ პირობებში ფერმერებისთვის საუკეთესო გადაწყვეტილებად განიხილება წვეთოვანი მორწყვის სისტემა, რომელიც, ტრადიციულ მეთოდებთან შედარებით, წყლის მოხმარებას ბევრად ამცირებს. წვეთოვანი მორწყვა უკვე აღარ არის ინოვაცია და ხელმისაწვდომია ჩვენი ფერმერებისთვის. ეს ტექნოლოგია არის  აუცილებელი წინაპირობა თანამედროვე  სოფლის მეურნეობისთვის“, – აღნიშნა გიგლა თამაზაშვილმა.

ვიტამინი D3 — Sheni Labs
Sheni Network
სკანირება
QR კოდი
shenisofeli.ge

სტატიის ციტირება

შენი სოფელი. (2026). წვეთოვანი ან სხვა თანამედროვე მორწყვის სისტემის დამონტაჟების შემთხვევაში ბევრად მეტ და ხარისხიან მოსავალს მიიღებენ. 24 მარტი, 2026. https://shenisofeli.ge/tsvetovani-an-skhva-tanamedrove-mortsqvis-sistemis-damo/

სტატიის ციტირება
შენი სოფელი. წვეთოვანი ან სხვა თანამედროვე მორწყვის სისტემის დამონტაჟების შემთხვევაში ბევრად მეტ და ხარისხიან მოსავალს მიიღებენ [Internet]. თბილისი: Shenisofeli.ge; 2026 [ციტირებულია: 2026 სექ 14]. ხელმისაწვდომია: https://shenisofeli.ge/tsvetovani-an-skhva-tanamedrove-mortsqvis-sistemis-damo/
shenisofeli.ge
გაუზიარეთ ეს სტატია
კომენტარები ჯერ არ არის
© 2026 შენი სოფელი · PHIG · Sheni Network