სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ჯიღაურას ბაზას აჭარის ა/რ სოფლის მეურნეობის მინისტრი ესტუმრა

სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ჯიღაურას | შენი სოფელი
1 წუთიანი წაკითხვა
#image_title

სსიპ სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ჯიღაურას ბაზაზე აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის მინისტრს, დენის სალუქვაძეს ცენტრის დირექტორმა, ლევან უჯმაჯურიძემ უმასპინძლა.

შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა საქართველოში ვაზისა და ხეხილის სერტიფიცირებულ ნერგების წარმოების არსებულ სისტემასა და მიმდინარე სამუშაოებზე. მინისტრს დეტალურად გააცნეს სერტიფიცირებული ნერგების წარმოების პროცესი: საძირეთა და სანამყენეთა სადედე მასალის შერჩევა, ეკრანულ სათბურებში (სკრინჰაუსებში) გამრავლება და საბაზისო ნერგების წარმოება. აღინიშნა, რომ ეს პროცესი უზრუნველყოფს კვალიფიციური სანერგეებისთვის საბაზისო ნერგების გადაცემას, რაც ქართული მევენახეობისა და მეხილეობის განვითარების მთავარ საფუძველს წარმოადგენს.

მხარეებმა ერთობლივი პროექტების განხორციელების შესაძლებლობები განიხილეს. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა აჭარის რეგიონში სერტიფიცირებული ნერგების წარმოების ხელშეწყობაზე, ფერმერთა გადამზადებასა დატრენინგების ჩატარების გეგმებზე.

შეხვედრას სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის დირექტორის მოადგილე ნოდარ ხატიაშვილი და ცენტრის შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

ვიტამინი D3 — Sheni Labs
Sheni Network

ჯიღაურას ბაზაზე დენის სალუქვაძემ ვაზის ქართული და უცხოური ჯიშების კოლექციები, საძირეთა და სანამყენეთა სადედეები, ეკრანული სათბურები და ვაზისა და ღვინის სამუზეუმო სივრცე დაათვალიერა, გაეცნო ცენტრის საქმიანობის კვლევით მიმართულებებს და ინოვაციურ ტექნოლოგიებს, რომლებიც ნერგის წარმოების ხარისხის ამაღლებას ემსახურება.

გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!
მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.

iPhone: https://apps.apple.com/fr/app/sheni/id6746877342?l=en-GB

Telegram არხი: https://t.me/SheniEkimi

შენი ექიმი – ცოდნა ჯანმრთელობისთვის.
#შენიექიმი #sheniekimi #
გიორგიფხაკაძე #ჯანმრთელობა #აქხარისხია #drpkhakadze
სკანირება
QR კოდი
shenisofeli.ge

სტატიის ციტირება

შენი სოფელი. (2025). სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ჯიღაურას ბაზას აჭარის ა/რ სოფლის მეურნეობის მინისტრი ესტუმრა. 20 ოქტომბერი, 2025. https://shenisofeli.ge/soflis-meurneobis-sametsniero-kvleviti-tsentris-jighaur/

სტატიის ციტირება
შენი სოფელი. სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ჯიღაურას ბაზას აჭარის ა/რ სოფლის მეურნეობის მინისტრი ესტუმრა [Internet]. თბილისი: Shenisofeli.ge; 2025 [ციტირებულია: 2026 სექ 14]. ხელმისაწვდომია: https://shenisofeli.ge/soflis-meurneobis-sametsniero-kvleviti-tsentris-jighaur/
shenisofeli.ge
გაუზიარეთ ეს სტატია
კომენტარები ჯერ არ არის
© 2026 შენი სოფელი · PHIG · Sheni Network