შულავერი-შაუმიანი-სიონი-წერაქვის გზის 12 კმ-იანი მონაკვეთის რეაბილიტაცია

შულავერი-შაუმიანი-სიონი-წერაქვის გზის 12 კმ-იანი | შენი სოფელი
1 წუთიანი წაკითხვა

საავტომობილო გზების დეპარტამენტმა შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის შულავერი – შაუმიანი – სიონი – წერაქვის საავტომობილო გზის 12 კმ-იანი მონაკვეთის რეაბილიტაცია დაასრულა. ინფორმაციას უწყება ავრცელებს.

რეაბილიტირებული საგზაო მონაკვეთი მარნეულის მუნიციპალიტეტში, სოფელ შაუმიანს და წერაქვს შორის მდებარეობს, იწყება სოფელ შაუმიანთან, გაივლის სოფელ აკულარსა და სიონს და სოფელ წერაქვთან მთავრდება. პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსდა და მისმა ღირებულებამ 7.7 მილიონ ლარზე მეტი შეადგინა.

გზის რეაბილიტაციის პროექტი ითვალისწინებდა გზის ტექნიკური პარამეტრების გაუმჯობესებას, კერძოდ – საგზაო სამოსის რეაბილიტაციას, კიუვეტების, ადგილობრივ გზებთან მიერთებების, მოსახლეობის ეზოებში შესასვლელების, ავტოპავილიონების და გასაჩერებელი მოედნების მოწყობას. ასევე, გზის სავალი ნაწილის მონიშვნას და საგზაო ნიშნების მოწყობას.

ვიტამინი D3 — Sheni Labs
Sheni Network

#datashvil #drpkhakadze #sheniambebi #shenisofeli

სკანირება
QR კოდი
shenisofeli.ge

სტატიის ციტირება

შენი სოფელი. (2026). შულავერი-შაუმიანი-სიონი-წერაქვის გზის 12 კმ-იანი მონაკვეთის რეაბილიტაცია. 27 ივლისი, 2026. https://shenisofeli.ge/shulaveri-shaumiani-sioni-tseraqvis-gzis-12-km-iani-mon/

სტატიის ციტირება
შენი სოფელი. შულავერი-შაუმიანი-სიონი-წერაქვის გზის 12 კმ-იანი მონაკვეთის რეაბილიტაცია [Internet]. თბილისი: Shenisofeli.ge; 2026 [ციტირებულია: 2026 სექ 14]. ხელმისაწვდომია: https://shenisofeli.ge/shulaveri-shaumiani-sioni-tseraqvis-gzis-12-km-iani-mon/
shenisofeli.ge
გაუზიარეთ ეს სტატია
კომენტარები ჯერ არ არის
© 2026 შენი სოფელი · PHIG · Sheni Network