გამოიკვეთა მთელი რიგი საკითხები, რაც საჭიროებს კოორდინირებულ მუშაობას, რათა მომავალში სპეციფიკური ნარჩენების დამუშავების ხელშეწყობისათვის ეფექტიანი ნაბიჯები იქნას გადადგმული

გამოიკვეთა მთელი რიგი საკითხები | შენი სოფელი
1 წუთიანი წაკითხვა
#image_title

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტმა ბიზნეს სექტორთან მომუშავე სამუშაო ჯგუფის ფარგლებში შეხვედრა გამართა მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულების ორგანიზაციების წარმომადგენლებთან.

სამუშაო შეხვედრაზე მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულების ორგანიზაციებმა წარმოადგინეს პრეზენტაციები, რომლის ფარგლებშიც განიხილეს აღნიშნული ვალდებულების შესრულების შედეგები, გამოწვევები და სპეციფიკური ნარჩენების დამუშავების ხელშემწყობი ღონისძიებები.

შეხვედრის მონაწილეებმა ასევე მოისმინეს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის მოხსენება თემაზე: „მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულების მოთხოვნის შესრულებაზე ზედამხედველობის მდგომარეობა“.

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარემ და სამუშაო ჯგუფის ხელმძღვანელმა მაია ბითაძემ შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა, რომ გამოიკვეთა მთელი რიგი საკითხები, რაც საჭიროებს კოორდინირებულ მუშაობას, რათა მომავალში სპეციფიკური ნარჩენების დამუშავების ხელშეწყობისათვის ეფექტიანი ნაბიჯები იქნას გადადგმული.

ვიტამინი D3 — Sheni Labs
Sheni Network

შეხვედრაში მონაწილეობდნენ: ფინანსთა მინისტრის პირველი მოადგილე გიორგი კაკაურიძე, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე სოლომონ პავლიაშვილი, ასევე, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის, შემოსავლების სამსახურის, სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს, სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს, სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“, საქართველოს ბიზნეს ასოციაციის, კავკასიის რეგიონული გარემოსდაცვითი ცენტრის, მყარი ნარჩენების მართვის კომპანიის, „თბილსერვის ჯგუფის“, ინვესტორთა საბჭოსა და მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულების ასოციაციის წარმომადგენლები.

სკანირება
QR კოდი
shenisofeli.ge

სტატიის ციტირება

შენი სოფელი. (2026). გამოიკვეთა მთელი რიგი საკითხები, რაც საჭიროებს კოორდინირებულ მუშაობას, რათა მომავალში სპეციფიკური ნარჩენების დამუშავების ხელშეწყობისათვის ეფექტიანი ნაბიჯები იქნას გადადგმული. 10 ივლისი, 2026. https://shenisofeli.ge/გამოიკვეთა-მთელი-რიგი-სა/

სტატიის ციტირება
შენი სოფელი. გამოიკვეთა მთელი რიგი საკითხები, რაც საჭიროებს კოორდინირებულ მუშაობას, რათა მომავალში სპეციფიკური ნარჩენების დამუშავების ხელშეწყობისათვის ეფექტიანი ნაბიჯები იქნას გადადგმული [Internet]. თბილისი: Shenisofeli.ge; 2026 [ციტირებულია: 2026 სექ 23]. ხელმისაწვდომია: https://shenisofeli.ge/%e1%83%92%e1%83%90%e1%83%9b%e1%83%9d%e1%83%98%e1%83%99%e1%83%95%e1%83%94%e1%83%97%e1%83%90-%e1%83%9b%e1%83%97%e1%83%94%e1%83%9a%e1%83%98-%e1%83%a0%e1%83%98%e1%83%92%e1%83%98-%e1%83%a1%e1%83%90/
shenisofeli.ge
გაუზიარეთ ეს სტატია
კომენტარები ჯერ არ არის
© 2026 შენი სოფელი · PHIG · Sheni Network