„შეუძლიათ სასამართლოში გაასაჩივრონ და ამტკიცონ თავისი სიმართლე“ – ზურაბ აზარაშვილი

„შეუძლიათ სასამართლოში გაასაჩივრონ და ამტკიცონ თავისი | შენი სოფელი
2 წუთიანი წაკითხვა

“შეუძლიათ სასამართლოში გაასაჩივრონ და ამტკიცონ თავისი სიმართლე, თუმცა ფაქტი საკმაოდ ცხადი და მკაფიოა”, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, ზურაბ აზარაშვილმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, ამ კომპანიების მხრიდან კონკურენციის სააგენტოში ვერ იქნა წარდგენილი ვერანაირი არგუმენტი, რაც სააგენტოს განსხვავებული მსჯელობის შესაძლებლობას მისცემდა.

„რასაკვირველია, შეუძლიათ სასამართლოში გაასაჩივრონ და ამტკიცონ თავისი სიმართლე, თუმცა ფაქტი საკმაოდ ცხადი და მკაფიოა. კონკრეტულად ვხედავთ შეთანხმებულ ქმედებებს, რომელიც ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ იყო მიმართული. ხელოვნურად გაზრდილი ფასების საფუძველზე ბიუჯეტიდან რომ მეტი თანხის გადახდა მომხდარიყო. ნახეთ, რომ ზოგჯერ ფასი სამ-ოთხჯერ იყო გაზრდილი.

ვიტამინი D3 — Sheni Labs
Sheni Network

სამწუხაროდ,პაციენტებში მედიკამენტის გარეშე რჩებოდნენ, რადგან ნაადრევად ხდებოდა ლიმიტის ამოწურვა. ამას მოჰყვა რეაგირება კონკურენციის სააგენტოს მხრიდან და იქ, კონკრეტულ მტკიცებულებებზე დაყრდნობით დაჯარიმება. ჩვენ ეს, ჯერ კიდევ მარტის თვეში წარვუდგინეთ სააგენტოს. კომპანიების მხრიდან კი, ვერ იქნა ვერავითარი არგუმენტი წარმოდგენილი, რაც სააგენტოს განსხვავებული მსჯელობის შესაძლებლობას მისცემდა. სამწუხაროდ, ასეთი ფაქტი დადასტურდა და იმედი მაქვს, რომ ასეთი მკაცრი რეაგირების შემდეგ აღარ განმეორდება.

ამ კომპანიებს შორის იყო ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ მიმართული, ხელოვნურად გაზრდილი ფასების საფუძველზე ბიუჯეტიდან რომ მოიმხდარიყო  გაცილებით მეტი თანხის გადახდა. ზოგ შემთხვევაში სამჯერ და ოთხჯერ გაძვირებული იყო მედიკამენტები და პაციენტები რჩებოდნენ მედიკამენტების გარეშე, რადგანმ ნაადრევად ხდებოდა ლიმიტების ამოწურვა…”, – განაცხადა აზარაშვილმა.

საქართველოს კონკურენციის ეროვნულმა სააგენტომ ფარმაცევტულ სექტორში ოთხი კომპანია კონკურენციის საწინააღმდეგო ქმედების გამო დააჯარიმა. 
#datashvil  #drpkhakadze  #sheniganatleba #sheniambebi #sheniekimi
სკანირება
QR კოდი
shenisofeli.ge

სტატიის ციტირება

შენი სოფელი. (2026). „შეუძლიათ სასამართლოში გაასაჩივრონ და ამტკიცონ თავისი სიმართლე“ – ზურაბ აზარაშვილი. 31 ივლისი, 2026. https://shenisofeli.ge/sheudzliat-sasamartloshi-gaasachivron-da-amtkitson-tavi/

სტატიის ციტირება
შენი სოფელი. „შეუძლიათ სასამართლოში გაასაჩივრონ და ამტკიცონ თავისი სიმართლე“ – ზურაბ აზარაშვილი [Internet]. თბილისი: Shenisofeli.ge; 2026 [ციტირებულია: 2026 სექ 14]. ხელმისაწვდომია: https://shenisofeli.ge/sheudzliat-sasamartloshi-gaasachivron-da-amtkitson-tavi/
shenisofeli.ge
გაუზიარეთ ეს სტატია
კომენტარები ჯერ არ არის
© 2026 შენი სოფელი · PHIG · Sheni Network