საწარმოში დაფიქსირდა ინფრასტრუქტურის, მოწყობილობებისა და აღჭურვილობის გაუმართაობა, დაბინძურებული ინვენტარი – სააგენტოს ზედამხედველობით, შემდგომი განადგურების მიზნით, დაილუქა 65 კგ. თევზი

საწარმოში დაფიქსირდა ინფრასტრუქტურის | შენი სოფელი
1 წუთიანი წაკითხვა
#image_title

სურსათის ეროვნული სააგენტოს სამეგრელო-ზემო სვანეთის დეპარტემენტის ინსპექტორებმა ფოთში თევზის შესაბოლ არალეგალურ საწარმოში კრიტიკული შეუსაბამობები გამოავლინეს. ინფორმაციას სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

არაგეგმური ინსპექტირებისას დადგინდა, რომ მცირე მეწარმე ვ. ჩ. (მის: ფოთი, ზვიად გამსახურდიას N238) თევზს აწარმოებდა ჰიგიენური ნორმების უხეში დარღვევით; საწარმოში დაფიქსირდა ინფრასტრუქტურის, მოწყობილობებისა და აღჭურვილობის გაუმართაობა, დაბინძურებული ინვენტარი, მომხმარებლისათვის სურსათის შესახებ ინფორმაციის მიწოდების წესის დარღვევა. სააგენტოს ზედამხედველობით, შემდგომი განადგურების მიზნით, დაილუქა 65 კგ. თევზი.

ამავდროულად, ბიზნესოპერატორი საქმიანობდა საჯარო რეესტრში რეგისტრაციისა და სააგენტოსაგან მინიჭებული სავალდებულო აღიარების გარეშე.

აღნიშნული დარღვევების გამო, მეწარმე დაჯარიმდა საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად და, კრიტიკული შეუსაბამობების სრულად აღმოფხვრამდე, საწარმოო პროცესი შეუჩერდა.

ვიტამინი D3 — Sheni Labs
Sheni Network
სკანირება
QR კოდი
shenisofeli.ge

სტატიის ციტირება

შენი სოფელი. (2026). საწარმოში დაფიქსირდა ინფრასტრუქტურის, მოწყობილობებისა და აღჭურვილობის გაუმართაობა, დაბინძურებული ინვენტარი – სააგენტოს ზედამხედველობით, შემდგომი განადგურების მიზნით, დაილუქა 65 კგ. თევზი. 8 აპრილი, 2026. https://shenisofeli.ge/satsarmoshi-dafiqsirda-infrastruqturis-motsqobilobebisa/

სტატიის ციტირება
შენი სოფელი. საწარმოში დაფიქსირდა ინფრასტრუქტურის, მოწყობილობებისა და აღჭურვილობის გაუმართაობა, დაბინძურებული ინვენტარი – სააგენტოს ზედამხედველობით, შემდგომი განადგურების მიზნით, დაილუქა 65 კგ. თევზი [Internet]. თბილისი: Shenisofeli.ge; 2026 [ციტირებულია: 2026 სექ 14]. ხელმისაწვდომია: https://shenisofeli.ge/satsarmoshi-dafiqsirda-infrastruqturis-motsqobilobebisa/
shenisofeli.ge
გაუზიარეთ ეს სტატია
კომენტარები ჯერ არ არის
© 2026 შენი სოფელი · PHIG · Sheni Network