მოსალოდნელია ყინვა, რამაც შესაძლოა ყვავილობის ფაზაში მყოფი ხეხილი დააზიანოს – გაფრთხილება ამინდის შესახებ

მოსალოდნელია ყინვა, რამაც შესაძლოა ყვავილობის ფაზაში | შენი სოფელი
1 წუთიანი წაკითხვა
#image_title

გარემოს ეროცნული სააგენტოს ინფორმაციით, ხვალ და ზეგ მოსალოდნელია ყინვა მთიან რაიონებში, რამაც შესაძლოა ყვავილობის ფაზაში მყოფი ხეხილის დაზიანება გამოიწვიოს.

სააგენტო გამაფრთხილებელ განცხადებას ავრცელებს, რომელშიც აღნიშნულია, რომ 14 აპრილამდე საქართველოში შენარჩუნებული იქნება დროგამოშვებით ნალექი, ზოგან ძლიერი. შესაძლებელია ელჭექი, ქარის გაძლიერება, მაღალმთიან რაიონებში ზვავსაშიშროება.

“9-10 აპრილის ღამეს ქვეყნის მთიან რაიონებში მოსალოდნელია ჰაერის ტემპერატურის დაკლება -2, -4 გრადუსამდე. უარყოფითმა ტემპერატურამ შესაძლებელია ყვავილობის ფაზაში მყოფი ხეხილის დაზიანება გამოიწვიოს.

მოსალოდნელმა ნალექებმა შესაძლებელია მდინარეებზე წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, მაღალმთიან რაიონებში ზვავების ფორმირება, ხოლო გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა – გააქტიურება გამოიწვიოს (საფრთხის დონე საშუალო)”, – წერია განცხადებაში.

ვიტამინი D3 — Sheni Labs
Sheni Network
სკანირება
QR კოდი
shenisofeli.ge

სტატიის ციტირება

შენი სოფელი. (2026). მოსალოდნელია ყინვა, რამაც შესაძლოა ყვავილობის ფაზაში მყოფი ხეხილი დააზიანოს – გაფრთხილება ამინდის შესახებ. 8 აპრილი, 2026. https://shenisofeli.ge/mosalodnelia-qinva-ramats-shesadzloa-qvavilobis-fazashi/

სტატიის ციტირება
შენი სოფელი. მოსალოდნელია ყინვა, რამაც შესაძლოა ყვავილობის ფაზაში მყოფი ხეხილი დააზიანოს – გაფრთხილება ამინდის შესახებ [Internet]. თბილისი: Shenisofeli.ge; 2026 [ციტირებულია: 2026 სექ 14]. ხელმისაწვდომია: https://shenisofeli.ge/mosalodnelia-qinva-ramats-shesadzloa-qvavilobis-fazashi/
shenisofeli.ge
გაუზიარეთ ეს სტატია
კომენტარები ჯერ არ არის
© 2026 შენი სოფელი · PHIG · Sheni Network