სასათბურე მეურნეობა „პლანტველი“ ბიო მარწყვის წარმოებას ახორციელებს – დავით სონღულაშვილმა ბიო მარწყვის მწარმოებელი სასათბურე მეურნეობა დაათვალიერა

სასათბურე მეურნეობა „პლანტველი“ ბიო მარწყვის წარმოებას | შენი სოფელი
1 წუთიანი წაკითხვა
სასათბურე მეურნეობა „პლანტველი“ ბიო მარწყვის წარმოებას ახორციელებს - დავით სონღულაშვილმა ბიო მარწყვის მწარმოებელი სასათბურე მეურნეობა დაათვალიერა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა დავით სონღულაშვილმა მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მისაქციელში ბიო მარწყვის მწარმოებელი სასათბურე მეურნეობა „პლანტველი“ დაათვალიერა და საწარმოს საქმიანობის შესახებ ინფორმაცია მოისმინა.

სასათბურე მეურნეობა „პლანტველი“ ბიო მარწყვის წარმოებას ახორციელებს. მეურნეობის წარმადობა წელიწადში 70 ტონა მარწყვია. პროდუქცია ადგილობრივ ბაზარზე რეალიზდება. საწარმოში 24 ადამიანია დასაქმებული.

„მსოფლიო ბაზარზე მომხმარებლის მოთხოვნა ხარისხიან და სერტიფიცირებულ ბიოპროდუქტზე მუდმივად იზრდება. სწორედ ამიტომ, ჩვენი მიზანია, ქართული ფერმერული მეურნეობები ამ შესაძლებლობებს მაქსიმალურად ეფექტიანად მოერგოს და ქართული პროდუქტი უფრო ფართოდ იყოს წარმოდგენილი საერთაშორისო ბაზრებზე. მისასალმებელია, როცა ფერმერი თანამედროვე ტექნოლოგიებისა და პრაქტიკების დანერგვაზეა ორიენტირებული და ამცირებს ქიმიურ საშუალებებზე დამოკიდებულებას“, – აღნიშნა დავით სონღულაშვილმა.

ბიო მარწყვის მწარმოებელ სასათბურე მეურნეობაში მინისტრთან ერთად მინისტრის მოადგილე ლაშა ავალიანი, სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსი გიორგი იაკობაშვილი, სოფლის განვითარების სააგენტოს დირექტორი ზურაბ გოზალიშვილი და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები იმყოფებოდნენ.

ვიტამინი D3 — Sheni Labs
Sheni Network
სკანირება
QR კოდი
shenisofeli.ge

სტატიის ციტირება

შენი სოფელი. (2026). სასათბურე მეურნეობა „პლანტველი“ ბიო მარწყვის წარმოებას ახორციელებს – დავით სონღულაშვილმა ბიო მარწყვის მწარმოებელი სასათბურე მეურნეობა დაათვალიერა. 12 აგვისტო, 2026. https://shenisofeli.ge/sasatbure-meurneoba-plantveli-bio-martsqvis-tsarmoebas/

სტატიის ციტირება
შენი სოფელი. სასათბურე მეურნეობა „პლანტველი“ ბიო მარწყვის წარმოებას ახორციელებს – დავით სონღულაშვილმა ბიო მარწყვის მწარმოებელი სასათბურე მეურნეობა დაათვალიერა [Internet]. თბილისი: Shenisofeli.ge; 2026 [ციტირებულია: 2026 სექ 14]. ხელმისაწვდომია: https://shenisofeli.ge/sasatbure-meurneoba-plantveli-bio-martsqvis-tsarmoebas/
shenisofeli.ge
გაუზიარეთ ეს სტატია
კომენტარები ჯერ არ არის
© 2026 შენი სოფელი · PHIG · Sheni Network