საქართველოში პოლონელი ღვინის პროფესიონალების ტური ჩატარდა – დააგემოვნეს როგორც კლასიკური წესით, ასევე ტრადიციული მეთოდით დამზადებულ ქართული ღვინოები

საქართველოში პოლონელი ღვინის პროფესიონალების ტური ჩატარდა | შენი სოფელი
1 წუთიანი წაკითხვა
#image_title

პოლონეთის ბაზარზე ქართული ღვინის ექსპორტის ზრდის ხელშეწყობის მიზნით, ღვინის ეროვნული სააგენტოს და სააგენტოს კონტრაქტორი მარკეტინგული კომპანიის „People PR“ ორგანიზებით, საქართველოში პოლონელი ღვინის პროფესიონალების ტური ჩატარდა. ინფორმაციას ღვინის ეროვნული სააგენტო ავრელებს.

8-კაციანი ჯგუფის შემადგენლობაში იყვნენ ღვინის იმპორტიორები, კომერციული სექტორის და კონტრაქტორი მარკეტინგული კომპანიის „People PR” წარმომადგენლები.

ტურის ფარგლებში, სტუმრები ქართლისა და კახეთის რეგიონებში იმყოფებოდნენ, სადაც ღვინის საწარმოები დაათვალიერეს, ქართული ღვინის დაყენების ტექნოლოგიას გაეცნენ, ადგილზე

დააგემოვნეს როგორც კლასიკური წესით, ასევე ტრადიციული მეთოდით დამზადებულ ქართული ღვინოები.

ვიტამინი D3 — Sheni Labs
Sheni Network

პოლონელი სტუმრებისთვის თბილისში ქართული ღვინის დეგუსტაციაც გაიმართა, სადაც წარმოდგენილი იყო ქართული ღვინის მწარმოებელი 15 კომპანიის სხვადასხვა ღვინო. ქართველმა ღვინის მწარმოებლებმა შეფასებები და რეკომენდაციები მიიღეს პოლონელი პროფესიონალებისგან.
პოლონეთი ქართული ღვინის ერთ-ერთ სტრატეგიულ ბაზარს წარმოადგენს, რომელმაც ქართული ღვინის ექსპორტიორი ქვეყნების ხუთეულში სტაბილურად დაიმკვიდრა ადგილი. მიმდინარე წლის იანვარ-სექტემბრის მონაცემებით, საქართველოდან პოლონეთში ექსპორტირებულია 5 მილიონამდე ბოთლი ღვინო; ზრდამ, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 13% შეადგინა.

სკანირება
QR კოდი
shenisofeli.ge

სტატიის ციტირება

შენი სოფელი. (2025). საქართველოში პოლონელი ღვინის პროფესიონალების ტური ჩატარდა – დააგემოვნეს როგორც კლასიკური წესით, ასევე ტრადიციული მეთოდით დამზადებულ ქართული ღვინოები. 7 ოქტომბერი, 2025. https://shenisofeli.ge/saqartveloshi-poloneli-ghvinis-profesionalebis-turi-cha/

სტატიის ციტირება
შენი სოფელი. საქართველოში პოლონელი ღვინის პროფესიონალების ტური ჩატარდა – დააგემოვნეს როგორც კლასიკური წესით, ასევე ტრადიციული მეთოდით დამზადებულ ქართული ღვინოები [Internet]. თბილისი: Shenisofeli.ge; 2025 [ციტირებულია: 2026 სექ 14]. ხელმისაწვდომია: https://shenisofeli.ge/saqartveloshi-poloneli-ghvinis-profesionalebis-turi-cha/
shenisofeli.ge
გაუზიარეთ ეს სტატია
კომენტარები ჯერ არ არის
© 2026 შენი სოფელი · PHIG · Sheni Network