როცა ღორი უხალისოდ ჭამს – რას უნდა მიაქციოთ ყურადღება

როცა ღორი უხალისოდ ჭამს - რას უნდა მიაქციოთ ყურადღება | შენი სოფელი
1 წუთიანი წაკითხვა
ღორი რომ კარგი მჭამელია, ამაზე ორი აზრი არ არსებობს, მაგრამ ზოგჯერ უხალისოდ ჭამა სერიოზული პრობლემის ნიშანია. აუცილებლად უნდა მიაქციოთ ყურადღება ღორის ქცევას და მიზეზების გარკვევას.

როცა ღორი უხალისოდ ჭამს

ღორი რომ კარგი მჭამელია, ამაზე ორი აზრი არ არსებობს. სწორედ ხალისიანად და ძღომაზე ჭამაა, ღორს რომ ზრდის და ასუქებს. მაგრამ ისეც ხდება, ზოგჯერ დიდ­ხანს დინგით ჩიჩქნის საჭმელს ან უხალისოდ შეექცევა.

ასეთ შემთხვევაში აუცილებლად უნდა მიაქციოთ მის ქცევას ყურადღება; იგი ან ავად არის, ან დაგიწუნათ საკვები. საკმარისია უმარილო სალაფავი დაუდგათ, რომ ან არ ჭამოს, ან ცოტა ამოთქვლიფოს და თავი მიანებოს. ამ დროს დარჩენილი საკვები გადასაღვრელი ხდება, რა­დგანაც დამჟავებულ სალაფავში ათასგვარი მიკ­რობი იბუდებს, რომლებიც ღორის კუჭ-ნაწლავის დაავადების მიზეზი ხდება.
იმისათვის, რომ „ღორულად“ ჭამოს, ნუ მისცემთ ერთფეროვან საკვებს. თუ მაგა­ლითად, სადილის ნარჩენებში შეურევთ: კარტოფილს, დაჭრილ ჭარხალს, დაკეპილ კომბოსტოს, სტაფილოს, ხილის ნარჩენებს და აუცილებლად მო­აყრით მარილს, რომელიც მოზრდილმა ღო­რ­მა ყოველდღიურად 40-45 გ უნდა მიიღოს, ნამცეცსაც არ დატოვებს გეჯაში. თუ უმადობა საჭმლის უვარგისობის ან ერთფეროვნების ბრალი არ არის, ე.ი. ღორი ავად არის. არ არის გა­მორიცხული, რომ მუცლის ჭიები ჰყავდეს. თუ ეს ასეა, წამალზე მიაკითხეთ მემამულეთა კავშირს.

კახური ღორი

ვიტამინი D3 — Sheni Labs
Sheni Network

წყარო: ნიკოლოზ იოსებიძე, ყველაფერი საოჯახო მეურნეობის შესახებ (გამომცემლობა პალიტრა L)

#drpkhakadze

სკანირება
QR კოდი
shenisofeli.ge

სტატიის ციტირება

შენი სოფელი. (2025). როცა ღორი უხალისოდ ჭამს – რას უნდა მიაქციოთ ყურადღება. 22 ნოემბერი, 2025. https://shenisofeli.ge/rotsa-ghori-ukhalisod-chams-ras-unda-miaqtsiot-quradghe/

სტატიის ციტირება
შენი სოფელი. როცა ღორი უხალისოდ ჭამს – რას უნდა მიაქციოთ ყურადღება [Internet]. თბილისი: Shenisofeli.ge; 2025 [ციტირებულია: 2026 სექ 14]. ხელმისაწვდომია: https://shenisofeli.ge/rotsa-ghori-ukhalisod-chams-ras-unda-miaqtsiot-quradghe/
shenisofeli.ge
გაუზიარეთ ეს სტატია
კომენტარები ჯერ არ არის
© 2026 შენი სოფელი · PHIG · Sheni Network